დეპუტატები ირაკლი ტრიპოლსკი და გიორგი კანდელაკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დეპუტატები ირაკლი ტრიპოლსკი და გიორგი კანდელაკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ტრიპოლსკიმ პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის "უტიფრობა" ვერ აიტანა.

"ავდექი და დავტოვე შეხვედრა. კანდელაკს კითხვა უნდა დაესვა, მაგრამ როგორც იცის ხოლმე, დაიწყო ლაპარაკი თვითმმართველობის ორგანოებში ზეწოლაზე, მედიაზე ზეწოლაზე – ვინმე გრძნობთ ზეწოლას? შეიძლება ამდენი უტიფრობა? "ვეღარ ვიტან ამდენ უტიფრობას მეთქი", – ვთქვი ჩემთვის, ქართულად ინგლისურად არ მითქვამს. ალბათ, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ რა ვქნა", - განაცხადა ირაკლი ტრიპოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში შეხვედრის დატოვების მიზეზებზე კომენტირებისას.

თავად კანდელაკი კი შეხვედრაზე მომხარ ინციდენტს "ფეისბუქის" საშუალებით ეხმაურება და როგორც საკუთარ გვერდზე წერს, მის გამოსვლას თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე პროცესებზე დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის გაღიზიანება მოჰყვა, რომელმაც "ყვირილი დაიწყო და შეხვედრა დატოვა".

შეხვედრა "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა