რატომ "ბლოკავდნენ" მამუკა ლომაშვილს ტელევიზიებში

რატომ "ბლოკავდნენ" მამუკა ლომაშვილს ტელევიზიებში

"მისი აზრით, მთელი ცხოვრება ერთი დიდი საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა უყვარს. მოსწონს გოგონები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან. იზიდავს ის, რაც ცხრაკლიტულშია. საიდუმლოს ამოხსნაზე რაც უფრო მეტად წვალობს, მისთვის უკეთესია. ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ თამამად ილაშქრებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი იუმორისტის - მამუკა ლომაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ვიდრე შენს ასტრო-ფსიქოპორტრეტზე ვილაპარაკებთ, მინდა, იმ პროექტზე გკითხო, რომელშიც ახლახან ჩაერთე.

- "ორი ვარსკვლავიდან" შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რომ მივიღე, თავიდან შემეშინდა, - არ შევრცხვე-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავთანხმდი. მითხრეს, რომ ჩემი პარტნიორი სოფო გელოვანი უნდა ყოფილიყო. იმ დღეებში სტუდიის ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ბაკურიანში მყავდა წაყვანილი და როცა დავბრუნდი, მითხრეს, პარტნიორი უნდა შეგიცვალოთო. საოცარი ინტუიცია მაქვს: შინ მისულმა ვთქვი, ჩემი ახალი პარტნიორი სოფო ბედია იქნება-მეთქი და გამართლდა. სოფო არაჩვეულებრივი ადამიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალია.

- შენს გამოსვლებს როგორ შეაფასებ?

- საკუთარი თავისგან გაცილებით მეტს ვითხოვ.

- ამ პროექტის მისამართით ბევრი ნეგატიური რამ დაიწერა და ითქვა. ამ ყველაფერზე შენი რეაქცია როგორია?

- ლანძღვა ცუდი ტონია. გაბო­როტებული ხალხი ყველაფერს ლაპარაკობს. შენიშვნას თუ მომცემენ, მი­ვიღებ, მაგრამ ნუ გამლანძღავენ.

- ასტროლოგია გაინტერესებს?

- ასტროლოგია მეცნიერებაა და რა თქმა უნდა, მეც მაინტერესებს. მართალია, რელიგიური საზოგადოება სკეპტიკურადაა განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასტროლოგია ჩვენს რელიგიასთან კავშირშია. თუნდაც, თამარის მეფობის პერიოდი გავიხსენოთ. ცნობილია, რომ მისი სპასალარები ყოველთვის მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები იყვნენ.

- შენი ნიშნის დახასიათება წაკითხული გაქვს?

- რა თქმა უნდა და ბევრი რამ ემთხვევა, მაგრამ ყოველდღიურ პროგნოზს არასდროს ვეცნობი.

- ასტროლოგები ამბობენ, - მერწყულთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყო, მას საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარსო. ეს მართალია?

- საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა, მაგრამ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებას არ ვერიდები.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას მეტყვი?

- ეს ძალიან გამიჭირდება. "გულუბრყვილო"? - არა! "ალალი"? - არა (პაუზის შემდეგ). "მართალი" - ეს სიტყვა უფრო მეტად "მიხდება".

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ცნობისმოყვარე ხარ.

- ცდებიან. რაც არ მეხება, ის არ მაინტერესებს. და რაც მაინტერესებს, იმას სულ ვუკირკიტებ. ამოუცნობი მოვლენები, ისტორიული ამბები მიზიდავს. სხვისი პირადი ცხოვრებით რატომ უნდა დავინტერესდე? რაც უნდათ, ის აკეთონ.

- "მისი აზრით, ცხოვრება ერთი დიდი საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება".

- რა თქმა უნდა, ასეა! შეიძლება, ბევრ რამეს მიხვდე, ბევრი დასკვნა გამოიტანო, მაგრამ ამ თავსატეხს ბოლომდე ვერ ამოხსნი. მთავარია, ადამიანი ბედნიერი იყოს. თუმცა, ეს ცნება ძალიან ზოგადია: ის, რაც ჩემთვის ბედნიერებაა, შეიძლება, სხვისთვის ღირებულებასაც არ წარმოადგენდეს.

- "ყველაფერი ძველი, დრომოჭმულად და გამოუსადეგრად მიაჩნია. ახალს და გამოუცნობს პირველი აღიარებს".

- არა, სიძველეებიც მხიბლავს. მათ თავისი "ნიშა" აქვთ. თან, ხშირად სიახლეც ხომ ძველიდან გამომდინარეობს?!

- "როგორც კი ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, იმ ნივთის თუ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს".

- ასტროლოგებს ვერც ამ შემთხვევაში დავეთანხმები. საერთოდ, ადამიანები ძალიან მიყვარს. პიროვნების შინაგანი სამყარო ამოუწურავია.

- მიგაჩნია, რომ ყველა ადამიანი საინტერესოა?

- ყველა ადამიანი თავისებურად საინტერესოა. მთავარია, კონკრეტულ პიროვნებაში რისი დანახვა გინდა. ადამიანი იმდენად მრავალფეროვანია, შეიძლება, სულ რომ არ ელი, ერთ დღეს მასში სწორედ იმ თვისებამ, თანაც - ვულკანივით ამოხეთქოს.

- "მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნაცნობი ჰყავს, ძალიან ცოტასთან მეგობრობს".

- ასეა! მეგობრობა მხოლოდ ნდობაზე არ არის დამოკიდებული. ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს: უბრალო ნაცნობისთვისაც კი შემიძლია, ბოლომდე დავიხარჯო.

- ეს თვისება გაზარალებს?

- ხშირად მაზარალებს, გულს მტკენს.

- საკუთარ შეცდომებზე ჭკუას ვერ სწავლობ?

- ვერა. რა ვქნა, ეს ჩემი ხასიათია.

- "ძნელია, მას აზრი შეაცვლევინო".

- ვაღიარებ, ჯიუტი ვარ.

- "მერწყული იშვიათად ტყუის".

- ხომ გითხარი, - მართალი ადამიანი ვარ-მეთქი.

- "არ უყვარს სესხის გაცემა".

- სესხის აღება არ მიყვარს, თორემ გაცემით შემიძლია, დაუნანებლად გავცე. ვერ იპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც იტყვის, - მამუკასგან ფული ვისესხე, დამირეკა და მომთხოვაო.

- "ის უყვარს, რაც ცხრაკლიტულშია. საიდუმლოს ამოხსნაზე რაც უფრო მეტად წვალობს, მისთვის უკეთესია".

- ვგიჟდები, ვგიჟდები ასეთ ამოცანებზე, აღმოჩენებზე. ის მიზიდავს, რაც დაფარულია.

- ეჭვიანი ხარ?

- გულისხმობ იმას, ქალი და კაცი ერთმანეთზე რომ ეჭვიანობენ? ამისგან ღმერთმა დამიფაროს, ასეთი არ ვარ. საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობისას, თუ საბაბი არ მაქვს, არ ვიეჭვიანებ.

- მოუსვენარი ხარ?

- კი და სულ რაღაც უნდა ვაკეთო. თუ საქმე არ მექნება, შეიძლება, რაღაც გამოვიგონო და იმით დავკავდე, მაგრამ არ ვგულისხმობ საოჯახო საქმეებს - ეს არ გამომდის და რა ვქნა?!

- სცენაზე დეკორაციებს ხომ აწყობ?

- ლურსმნის მიჭედება შემიძლია, მაგრამ საოჯახო საქმეები სიამოვნებას არ მანიჭებს. იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე ძირითადად, ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! აღზრდით არის დაკავებული, ოჯახისთვის პროდუქტისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და საჭირო ნივთების მომარაგების ამბებში აქტიურად ვარ ჩართული.

- ოჯახის შექმნისას ყურადღება მიაქციე, მომავალი მეუღლე რომელი ზოდიაქოს ნიშნით იყო დაბადებული?

- არა. ნინა რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყო და ასეც მოხდა.

- შეცდომების აღიარება გიჭირს?

- სხვასთან აღიარება მიჭირს, მაგრამ საკუთარ თავთან - არა. ეს ალბათ ჩემი სიამაყის ბრალია.

- "ყოველგვარი უს­ა­მართლობის წინააღმდეგ თამამად ილაშქ­რებს".

- ამ თვისებამ დამღუპა. უსამართლობას რომ ვაწყდები, შემიძლია შევაკვდე, მიუხედავად იმისა, დაჩაგრულ ადამიანს ვიცნობ თუ - არა.

- წლების წინ პოლიტიკაში წასვლაც ამიტომ გადაწყვიტე?

- სტუდენტობის წლებში პოლიტიკაში აქტიურად ვიყავი ჩართული. კარგი და საინტერესო წინსვლაც მქონდა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდი. ჰოდა, ჩემს მეგობრებს გაუკვირდათ, სცენაზე რომ დამინახეს.

- მას შემდეგ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი აღარ გქონია?

- ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა ისედაც შემოიჭრა, რადგან პრეზიდენტის პაროდიას ვაკეთებდი. ჰოდა, მეუბნებოდნენ, - პოლიტიკური "სახე" ხარო, რის გამოც ტელევიზიებში "მბლოკავდნენ".

- "შეუძლია კომფორტის გარეშე იცხოვროს, მაგრამ ფული თუ დასჭირდება, სხვაზე მეტს იშოვის".

- ეგ რომ შემეძლოს, რა მიჭირდა? სხვისთვის მართლა ყველაფრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ჩემ გამო ვერავის შევაწუხებ, ამის მერიდება.

- დღის რომელ მონაკვეთში ხარ დაბადებული?

- დღის 12 საათზე.

- ასტროლოგები ამბობენ, დღისით დაბადებული ძაღლი უფრო მშვიდია, ვიდრე - ღამის საათებშიო.

- ღამით რომ დავბადებულიყავი, ალბათ ვიყეფებდი და ვიყეფებდი (იღ­ი­მის).

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია