ცნობილი გახდა ზუსტი დრო, როდესაც ჟვანიას ოჯახი სააკაშვილს უპასუხებს

ცნობილი გახდა ზუსტი დრო, როდესაც ჟვანიას ოჯახი სააკაშვილს უპასუხებს

ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს, 14:00 საათზე, უპასუხებენ. პრესკონფერენციას ჟვანიას სახელობის ფონდში ყოფილი პრემიერის ძმა, დეპუტატი გოგლა ჟვანია და ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე გამართავენ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალები გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა.

"როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის თუ..., არა, არა მგონიაო - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანიას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახალმაც - ივანიშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე რა თქმა უნდა ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ იგი მართლა შეურაცხყოფილი იყო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა