ნინო ქადაგიძე სააკაშვილთან "ფულის თემაზე" საუბრის დეტალებს საჯაროდ ყვება

ნინო ქადაგიძე სააკაშვილთან "ფულის თემაზე" საუბრის დეტალებს საჯაროდ ყვება

ნინო ქადაგიძე-ჟვანია განმარტავს, თუ რა კონტექსში ჰქონდა საუბარი თანხაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე თანხაზე მქონდა საუბარი, იყო იმ კონტექსტში, რომ როდესაც მე ვცდილობდი, რომ სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა. ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ღამე გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ, აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც და მკვლელობა მოხდა შეიძლება იმის გამოც, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაც მოიპარა. შეიძლებოდა, ეს თანხაც ყოფილიყო. მით უფრო, რომ მე ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც იყო სეიფებში, იყო დაკარგული. სულ ეს იყო, თანხაზე რაც იყო ლაპარაკი. რაც შეეხება იმას, თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა რაღაცა, ეს თამარ დეკანოსიძის გარდაცვლილი ადამიანის მოწმედ მოყვანას ჰგავს ძალიან", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ და დასძინა, რომ ის არ განეკუთვნება "იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავისი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ".

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალები გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა.

"როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის თუ..., არა, არა მგონიაო - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანიას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახალმაც - ივანშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე რა თქმა უნდა ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ იგი მართლა შეურაცხყოფილი იყო.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა