ალექსანდრე ჭიკაიძე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა

ალექსანდრე ჭიკაიძე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში N14 საშუალო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე N14 საშუალო სკოლას ეწვია, სადაც თავად სწავლობდა. ჭიკაიძე მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

მინისტრმა მოზარდებს შსს-ს მიერ დაწყებული კამპანია გააცნო, რომელიც ე.წ. "ბიოს" წინააღმდეგ არის მიმართული და იმ საფრთხეების შესახებ ესაუბრა, რომლებსაც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს. მინისტრმა ასევე მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება". კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა "112"-მა ასევე მოამზადა საინფორმაციო რგოლი, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. "ბიოს" მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ