ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაციაზე თანახმაა

ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაციაზე თანახმაა

თუ საჭირო იქნება, ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაციაზე თანახმაა, - ამის შესახებ ნინო ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც გავრცელდა, ეს მასალები მე გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ მქონდა. ერთადერთი ფოტო, რომელიც მოხვდა იმ მასალებში, იყო ის, სადაც ტუჩზე სისხლჩაქცევები ჩანს. ეს ფოტო მე რომ შემხვდა, მივედი და ადეიშვილს ვუთხარი - ასეთი ფოტო არსებობს-მეთქი. ადეიშვილმა მითხრა, აბა მოიტანეთ ფოტოებიო. მოიტანეს ფოტოები და ეს ფოტო იქ აღარ იყო. მითხარით ახლა, რა უნდა მექნა მე? რაც შეეხება მასალების განსაჯაროებას, გამოძიება დამთავრებული არ არის. მე არ მითხოვია არავისთვის, რომ განსაჯაროება არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ბუნებრივად, სანამ გამოძიება არ დამთავრდება, ეს მასალები ვერ განსაჯაროვდება სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის, პირველ ყოვლისა, გამოძიების ინტერესების გამო", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ის ექსპერტიზას არ ესწრებოდა.

"მე გაკვეთას არ ვესწრებოდი. როდესაც დავიწყე ზურას ძებნა, 3 საათიდან ვრეკავდი და ბუნდოვან პასუხს მაძლევდნენ - 5 წუთში, 10 წუთში და მე არ მქონდა ჩემ ქმართან ის ურთიერთობა, რომ გადავტრიალებულიყავი და დამეძინა. ზამთარი იყო და ფეხით წამოვედი წყნეთიდან. დამირეკეს გზაში, ჩამსვეს მანქანაში, მიმიყვანეს. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა - რას დავინახავდი მე იქ? მე დავინახე, რომ ზურა აღარ არის ცოცხალი, დანარჩენი მე არაფერი მახსოვს", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ახლა არსებობს თანხმობა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა გაკეთდეს, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია.

"ბევრ რაღაცაზე მიდის ხელახალი ექსპერტიზა. ეს პროცესი არ არის მარტივი. უკვე რამდენჯერმე იყო მცდელობა, მე და გოგლა ჯერ კიდევ 2005 წლიდან მოვითხოვდით დამოუკიდებელ გამოძიებას. ახლა თითქოს გვაქვს თანხმობა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა გაკეთდეს ნორმალური. ეს გულისხმობს ქვეყნებს შორის საკმაოდ სერიოზულ მოლაპარაკებებს. მაშინ ეს დამოუკიდებელი გამოძიება არ შედგა, იმიტომ რომ ჩვენმა მხარემ არ მისცა თანხმობა, თორემ ოჯახი ყოველთვის მოვითხოვდით", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაცია თუ იქნება საჭირო, ეს მოხდება.

ნინო ქადაგიძეს ასევე დაუსვეს კითხვა იმის თაობაზე, რომ საქმის მასალების განსაჯაროვება იმის გამო არ მოხერხდა, რომ იქ გარკვეული დელიკატური მომენტებია.

"ეს დელიკატური ნაწილი, რომ ის ნაწილია, რომლის გამოც სულ შანტაჟის ქვეშ ვართ და სულ ტრავმირებულები, იცით", - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა