ავტორი:

"ამ დროს წამოწყებული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება და დიდ სიყვარულში არ გადაიზრდება" - რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები 2 ივნისამდე

"ამ დროს წამოწყებული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება და დიდ სიყვარულში არ გადაიზრდება" - რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები 2 ივნისამდე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 2 ივნისამდე, ვენერას მდებარეობის ცვლილებისას მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციებსაც აძლევს:

"9 მაისს, დილით 6 საათზე ვენერა ტყუპების ზოდიაქოში გადავიდა. ჩვენი გრძნობების, ესთეტიური არჩევანისა და ფინანსების მმართველმა პლანეტამ დატოვეა საკმაოდ ნელი კურო და სწარაფი ცვლილებების მოყვარულ ტყუპების ნიშანში გადაინაცვლა. ეს ტრანზიტი არსობრივად ძალზე განსხვავდება წინასაგან. კუროსეული ღრმა გრძნობები და თავშეკავებულობა ემოციების გამოვლენაში, იცვლება კონტაქტების სილაღით და გაიოლებით.

2 ივნისამდე (სწორედ ამდენხანს გაჩერდება ვენერა ტყუპებში) ადამიანები ადვილად შევლენ ურთიერთობებში, უბრალოდ, თავშესაქცევად, ყოველგვარი დაფარული განზრახვების გარეშე. ინტერესის გაღრმავება შესაძლოა წარმოიშვას უკვე საუბრისას, ურთიერთობისას. სასიამოვნო თანამოსაუბრეში უეცრად შესაძლოა დაინახოთ მომხიბვლელი ქალი ან მიმზიდველი მამაკაცი, და მასთან უფრო მეტად ახლოს გაცნობაც მოგინდეთ.

მეტად იოლი ხდება ნაცობობა გზაში, მგზავრობისას. მსუბუქ ტალღაზე აწყობილი ტყუპების ვენერა ხანმოკლე კონტაქტებისაკენ გიბიძგებთ. ამ დროს წამოწყებული ურთიერთობა, როგორც წესი, დიდ სიყვარულში არ იზრდება. ის ამოიწურება მაშინვე, როგორც კი პარტნიორებს ერთმანეთისათვის სათქმელი გაუთავდებათ. ეს უფრო ფლირტია, ვიდრე რაიმე სერიოზული, თუმცაღა შესაძლოა, რომ ისეთ ელემენტებსაც კი შეიცავეს, როგორიცაა სადმე მიწვევა, გასეირნება, ლირიულ-პოეტური გადახვევები ან მცირე საჩუქარი.

ნაცნობობა იბმება არა მხოლოდ უშუალოდ მგზავრობისას, არამედ ვთქვათ - მივლინებაში, ტურისტულ მოგზაურობაში, ლაშქრობაში ყოფნისას. აგრეთვე სამკითხველო დარბაზებსა თუ ლექციებზე.

ახალ კონტაქტებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ხანგრძლივი გაგრძელება, თუმცა მათი სასიყვარულო ელფერიც დიდად მოსალოდნელი არცაა, ამ პერიოდში ადამიანები ერთმანეთს უფრო ენის მოსაფხანად, საჭორაოდ ეკონტაქტებიან, ვიდრე რაიმე სერიოზული ზრახვებით. წაიკითხეთ სრულად

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები!

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც აპრილში სიყვარულში გაუმართლებს

10 მიზეზი, რატომ არ ღირს ლომის დაკარგვა