ავტორი:

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები!

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები!
  • 1-ლი-4 აპრილი - ნაკლებად უმართლებთ ვერძებს, ქალწულებსა და ტყუპს

ამ ორი უკანასკნელის მმართველი პლანეტა მერკური (გონება, კომუნიკაცია, ინტელექტი, გადაადგილება) ახლა თევზების ზოდიაქოში იმყოფება. მათი გონება თითქოს ძველებურად აქტიური აღარაა. ტყუპს კომუნიკაციაში ექნება შეფერხება, ქალწულს - ინფორმაციის ლოგიკურ დამუშავებაში. არც საქმეები მოგვარდება ისე, მათ რომ მოეწონებოდათ. ამიტომ, ფრთხილად და დაკვირვებით უნდა იყოთ.

აი, რაც შეეხებათ ვერძებს, მერკური მათაც შეუქმნით გაუგებრობას, რადგან დისპუტი, კამათი და აზრების ხმამაღლა გამოთქმა, რაც ვერძებს ასე ძალიან უყვართ შენელებულია, აზრები და ფრაზები თითქოს უმისამართოდ "დაცურავენ". გირჩევთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს, მოერიდეთ ტყუილებში გახვევას.

  • 1-ლი-14 აპრილი - ნაკლებად უმართლებთ კუროებსა და სასწორებს

ახლა სიყვარულისა და ფულის მმართველი პლანეტა - ვენერა ვერძში იმყოფება. აქ, აგრესიული მარსის სახლში, ის თავს უხერხულად გრძნობს. კუროები უკმაყოფილოები იქნებიან დინამიკურად განვითარებული მოვლენებით, მათ დაფიქრების, აუჩქარებლად მოქმედების, დასვენების დრო არ ექნებათ. გაუჭირდებათ სწრაფი რეაგირება და შეცდომებსაც დაუშვებენ.

სასწორებს საერთოდ არ მოეწონებათ გარშემო მყოფების ქცევები. დელიკატური და კულტურული მანერების საპასუხოდ უხეშობასა და აგრესიას მიიღებენ. განსაკუთრებით უსიამოვნო იქნება ამის ატანა საყვარელი ადამიანისგან. მაქსიმალური მოთმინებით აღიჭურვეთ, ნუ გაიფუჭებთ სოციალურ, პირად და საქმიან ურთიერთობებს. წაიკითხეთ სრულად

10 მიზეზი, რატომ არ ღირს ლომის დაკარგვა

რატომ არ მიდიხართ მისგან? მარტოობის გეშინიათ თუ მართლა მასთან გინდათ ყოფნა? - 13 ნიშანი, რომ ურთიერთობა გწამლავთ

ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი