განქორწინების ძირითადი მიზეზები მამაკაცებში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

განქორწინების ძირითადი მიზეზები მამაკაცებში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ არც ერთი მამაკაცი არ არის დაზღვეული პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემებისა და გაუგებრობებისაგან. თუმცა, მამაკაცები იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებიან, განსხვავებული მიზეზების გამო წყვეტენ ურთიერთობას პარტნიორთან და საბოლოოდ ანგრევენ ოჯახს, მაშინაც კი როცა მეუღლესთან ბევრი საერთო გააჩნიათ, მათ შორის შვილები. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი მიზეზებს, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცისთვის რა სახის გადაულახავი დაბრკოლება არსებობს საიმისოდ, რომ საქმე განქორწინებამდე მიიყვანოს.

ვერძი მამაკაცები ოჯახს მეუღლის მხრიდან ზედმეტი ინიციატივის გამოჩენის, გადამეტებული პრეტენზიებისა და კრიტიკის გამო ანგრევენ.

კურო მამაკაცები განქორწინებაზე პარტნიორის არასტაბილური ხასიათის, ცვალებადობის და მფლანგველობის გამო მიდიან.

ტყუპ მამაკაცს მალე ბეზრდება ქალი, რომელიც ინტელექტუალურად ღარიბია. ნაკლებად გააჩნია იუმორის გრძნობა და გაურბის ცვლილებებს.

კირჩხიბ მამაკაცს განქორწინებისკენ მეუღლის ხასიათში ზედმეტი სიხისტე, უტაქტო საქციელი და ხშირად გამოჩენილი უყურადღებობა უბიძგებს.

ლომ მამაკაცს თავმოყვარეობა ელახება ისეთი ქალის გვერდით, რომელიც მას პროფესიული კუთხით გადაამეტებს თავს. უპატივცემულობას გამოიჩენს მისი პერსონის მიმართ და გამუდმებით შეეცდება თავის ჭკუაზე აკეთოს ყველაფერი.

ქალწული მამაკაცი თავქუდმოგლეჯილი გარბის ისეთი ქალისგან, რომელიც ოჯახურ ცხოვრებაში ფეთხუმობას, არაჰიგიენურობასა და გადამეტებულ მფლანგველობას გამოავლენს.

სასწორ მამაკაცს "სუნთქვა უჭირს" ისეთი მანდილოსნის გვერდით, რომელიც უხეშობისკენ და აგრესიული გამოხტომებისკენაა მიდრეკილი. იგი ვერ იტანს ენამწარე, უგემოვნო და დაბალი ინტელექტის მქონე ინდივიდებს.

მორიელ მამაკაცს წინდაუხედავი, ინფანტილური და ცვალებადი ქალი აღიზიანებს. იგი ვერასოდეს გაძლებს დიდხანს ისეთ მანდილოსანთან, რომელიც მიდრეკილია დაუფიქრებელი საქციელისკენ და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება უჭირს.

მშვილდოსანი მამაკაცი დემაგოგ, მოწუწუნე და პრეტენზიულ ქალს ვერ აიტანს. მისთვის ჯოჯოხეთის ტოლფასია ისეთი მანდილოსნის გვერდით ცხოვრება, ვინც გამუდმებით მოსთხოვს დაგეგმილად ცხოვრებას. დანაპირების შესრულებასა და ხშირ ყურადღებას.

თხის რქა მამაკაცი ქარაფშუტა, არაპროგნოზირებადი და ზედმეტად თავისუფალი აზროვნების მქონე მანდილოსნების მიმართ ცივდება მალე. განქორწინებაზე იგი ხშირად იმ დროსაც მიდის, როცა საყვარელი ქალი მას არჩევანის გაკეთებას სთხოვს სანათესავოსა და მათ ერთობლივ ოჯახს შორის.

მერწყული მამაკაცი პედანტი, მომთხოვნი და ტრადიციული ქალების მიმართაა განწყობილი ნეგატიურად. იგი ხშირად ანგრევს ოჯახს მეუღლის მხრიდან მის მიმართ წამოსული გადამეტებული პრეტენზიების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გამოც.

თევზი მამაკაცი უხეშ, ცინიკოს და უტაქტო ქალს ვერ იტანს დიდი ხნით გვერდით. მისთვის ოჯახის დანგრევის მიზეზად შეიძლება ცოლის გადამეტებული კარიერისტობა და ოჯახში მისი, როგორც ქმრის და მამაკაცის უფუნქციო როლიც იქცეს.

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები