იმის შემდეგ, რაც ასჯერ მაინც გაგვაბრაზებენ და გვაწყენინებენ, საკუთარ თავს ვეკითხებით, იმსახურებს კიდევ ერთ შანსს? საყვარელ ადამიანს ვპატიობთ არა იმიტომ, რომ იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ გვიყვარს. გთავაზობთ იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც თვალის დახუჭვა შეიძლება, ასევე - იმ შეცდომათა სიას, რომელიც არავითარ შემთხვევაში უნდა მიუტევოთ.
მშვილდოსანს უნდა აპატიოთ თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ტყავში შემოძრომას ცდილობს, თქვენს ადგილას აყენებს თავს და თქვენი თვალით აკვირდება თავის საქციელებს. ეს ძალიან დასაფასებელია, რადგან ამ ნიშნით დაბადებულ კაცებს, ჩვეულებრივ, სხვების გრძნობები ოდნავაც არ აინტერესებთ და არც მათი სამრეკლოდან ზარის დარეკვით იწუხებენ თავს. არავითარ შემთხვევაში აპატიოთ თქვენი კარიერისადმი შური და წინსვლისთვის ხელის შეშლის სურვილი, რადგან თავად ყოველთვის წარმატებას აირჩევს და არა სიყვარულს.
თევზებს აპატიეთ თუ საზოგადოებაში შეგარცხვინეს ან სახალხოდ ჩხუბი აგიტეხეს, მაგრამ არასდროს მიუტევოთ თქვენი გასაჭირში მიტოვება. თევზებმა შესაძლოა ემოციები ვერ დაიმორჩილონ, მაგრამ თქვენი გულისთვის პრობლემების შიშის დაძლევა უნდა შეეძლონ!
მერწყულს აპატიეთ თუკი ის დაბნეულია და საქმეს თავს ვერ აბამს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მიუტევოთ თქვენი საიდუმლოებების სხვებისთვის განდობა.
ლომს აპატიეთ თუ შეურაცხყოფას მოგაყენებთ ან მისდაუნებურად თქვენს თავმოყვარეობას შელახავს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შეურიგდეთ თუ გატყუებთ ხოლმე.
ვერძს ნუ მოსთხოვთ პასუხს წარსულის ცოდვებზე, მაგრამ არ აპატიოთ თუ მისი პრიორიტეტების სიაში პირველი არასდროს ხართ.
მორიელს აპატიეთ თუ ნერვებს ხშირად გიშლით, მაგრამ დაივიწყეთ ეს კაცი, თუ თქვენი ცხოვრებისა და გონების მართვას ცდილობს.
კირჩხიბს აპატიეთ თუ გაღიზიანებულია, ადვილად ფეთქდება და ზოგჯერ სისულელეებზე გეჩხუბებათ, მაგრამ არ გაჩერდეთ ამ ნიშნის გვერდით, თუ თქვენს შეცვლას ცდილობს, არ მოსწონს თქვენი სტილი, საუბარი, საზოგადოებაში თავდაჭერა, მანერები და ა.შ.
თხის რქას აპატიეთ, რომ ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შეურიგდეთ თუ ლანძღავს თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ან ცდილობს ფულით მოგისყიდოთ.
სასწორს აპატიეთ, რომ ინტერესს არ იჩენს თქვენი ჰობის ან სამსახურის მიმართ, მაგრამ მისკენ არასდროს მიბრუნდეთ, თუ აზრით მაინც გღალატობთ.
ტყუპს აპატიეთ თუ ზედმეტად ცდილობენ თქვენს დაცვას, მაგრამ არ მიუტევოთ, თუ შეგნებულად გაეჭვიანებთ.
კუროს აპატიეთ, რომ მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდება, მათ შორის თქვენი იუბილე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დახუჭოთ თვალი მის სიცივესა და უყურადღებობაზე.
ქალწულს აპატიეთ, რომ თავის ცხოვრებაშია ჩაფლული, მაგრამ ნუ მიუტევებთ თქვენდამი ცინიზმსა და საზოგადოებაში თქვენს აბუჩად აგდებას.