ავტორი:

როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე

როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე
  • ვერძი და თხის რქა

ორივე ლიდერია, ორივეს ძლიერი ხასიათი და დიდი ამბიციები აქვს და მოთხოვნილება სხვები ატაროს თავის ჭკუაზე. იშვიათი წყვილია, რადგან ცოტა გაუგებრები რჩებიან ერთმანეთისთვის. ვერძი იმპულსურია, მხიარული და დაუფიქრებელი, თხის რქა ძალიან რაციონალური, სერიოზული და ცოტა დეპრესიულიც (თუმცა მას არ იჩნევს). ხდება ის რაც ხდება მიწის და ცეცხლის შეხვედრისას, ერთი ჩქარობს, მეორე კალთებს ქაჩავს, ერთი არ უჯერებს, მეორე კიდევ – აი, ხომ გეუბნებოდი, აწი მაინც დამიჯერე…. მოკლედ, თხის რქა ვერძისთვის ცოტა კონსერვატორია, ვერძი კი თხის რქისთვის – თავქარიანი. სხვადასხვანაირები არიან გრძნობების გამოხატვაშიც: თხის რქა თავშეკავებული და ფრთხილია, ვერძი კიდევ ემოციების ზღვა. გარდა ამისა, თხის რქა სიყვარულს გამოხატავს საყვარელი ადამიანისთვის ჭკუის დარიგებით, რაც ვერძისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამან შეიძლება კონფლიქტი წარმოშვას., თუმცა თუ ერთმანეთის მიღებას ისწავლიან, რაც ასე ძალიან უჭირს ორივეს, აქედანაც გამოვა რაღაც.

  • კურო და თხის რქა

თქვენ თუ შეერთდით, აწი ვეღარაფერი მოგაგლეჯთ ერთმანეთს. ეს ორი მიწიერი, პრაქტიკული და რეალისტი არსება, ძალიან კარგად გრძნობს თავს ერთმანეთთან. ორივეს დაახლოებით ერთნაირი ინტერესები აქვს, ერთნაირი ღირებულებები და თანაც ძალიან კარგადაც ავსებენ ერთმანეთს რიგ საკითხებში. მაგალითად, კურო ცოტა ზარმაცია, თხის რქა კი სიზარმაცის უფლებას არავის მისცემს. იგი ბუნებით ლიდერია, შეანიშნავად ეხერხება დაგეგმვა კურო კი მის სტრატეგიებს აუცილებლად გაიზიარებს და მუხლჩაუხრელად იშრომებს განსახორციელებლად. მოკლედ, ისეთი ძლიერი წყვილია ერთად ვერაფერი მოერევათ თუ მაინცდამაინც მუშაობით არ მოკვდნენ. უკეთესი იქნება თუ თხის რქა ცოტა მაინც ისწავლის კუროსგან მიღწეული შედეგით ტკბობას, რელაქსს და სიამოვნების მიღებას.

  • ტყუპები და თხის რქა

რა უცნაური შეხვედრაა: ბავშვი, რომელიც არასოდეს ბერდება და მოხუცად დაბადებული ბავშვი. თხის რქამ თუ ტყუპებთან ცხოვრება გადაწყვიტა, წინასწარვე უნდა იყოს შეგუებული იმ აზრს, რომ ტყუპები უნდა იშვილოს და რომ ქორწინების მისეული მოდელი, სადაც წყვილებს მოვალეობები და ფუნქციები განაწილებული აქვთ, აქედან არასოდეს გამოვა. ასე თუ ისე, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე თხის რქამ შეიძლება აიღოს კიდეც მშობლის როლი საკუთარ თავზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ თხის რქა საკმაოდ მკაცრი მშობელია, რომლის ხელშიც თავგუნება, ტაშფანდურა და მაწანწალა ტყუპებს სული ხშირად ეხუთება. თხის რქა მუდამ უკმაყოფილოა ტყუპებით, მისი არასერიოზულობით, ტყუპები კი როგორ დააღწიოს ამ შარს თავის გამუდმებით ამაზე ფიქრობს, თუ, რა თქმა უნდა, გამუდმებითის ტყუპებისეული განმარტებით. მოკლედ, ძალიან რთლი კავშირია, ისეთი რთული, რომ საერთოდ ერთმანეთი რომ მოგეწონათ, იმის დამსახურება იქნება, რომ არცერთი არ ხართ ტიპური თხის რქა და ტიპური ტყუპები და სჯობს, რომ სინასტრიაში ეძებოთ პასუხი კითხვაზე “რატომ ხართ ერთად”!

  • კირჩხიბი და თხის რქა

ამ წყვილზე სულ ეს ფილმი მახსენდება – “Blue Valentine”, ბიჭი კირჩხიბის პროტოტიპს ჰგავს – რომანტიკული და ძალიან თბილი, მეოჯახე, რომელსაც სულაც არ აინტერესებს არც სტატუსი, არც ის, რას ფიქრობენ სხვები, მშვენივრად მუშაობს ფიზიკურადაც, მთავარია, საყვარელი ადამიანები ჰყავდეს კარგად, მთავარია არ შიოდეს და ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, აი, გოგონა კიდევ თავიდან კი აჰყვება, მაგრამ დროთა განმავლობაში გული უცრუვდება, რაღაც უფრო მეტს ითხოვს მამაკაცისგან, ვიდრე სიყვარულია. კიაცი ძალიან ცდილობს, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს, უფრო მეტად კარგავს. არ მინდა გული გაგიტეხოთ, ყოველთვის ასე არ სრულდება. ორივე ისეთი ნიშანია ბოლომდე იბრძვის ურთიერთობის გადასარჩენად, მართალია ერთი სიყვარულის, მეორე კი სოციალური სტატუსის გამო, მაგრამ მაინც. ისინი ოპოზიციური ნიშნები არიან. ეს კი ნიშნავს რომ ისინი თან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და თან ძალიან განსხვავდებიან. ეს ერთი მთლიანობის ორი ნაწილია და წყვილიც ძალიან კარგად ავსებს ერთმანეთს, თუკი მოახერხა და პატარ-პატარა სირთულეები, რაც ყველა ურთიერთობაში არსებობს, გადალახა.

  • ლომი და თხის რქა

ერთადერთი ნიშანი, რომელმაც ლომი შეიძლება მოდრიკოს, თხის რქაა. მიუხედავად იმისა რომ ამ ურთიერთობაში თხის რქა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს, გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს ყოველთვის, ლიდერი მაინც თავად იქნება. ეს ურთიერთობა მამა შვილის ურთიერთობას ჰგავს. მამა, რა თქმა უნდა, თხის რქაა და ლომიც უნდა შეეგუოს სატურნისეული აღზრდის მკაცრ მეთოდებს. ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. თხის რქა მწვერვალს ყოველთვის აღწევს, თუმცა ეს ბევრი შრომის შედეგად ხდება, მაშინ როცა ლომი ბედის ნებიერაა და ყველაფერი ლანგარზე მისდის. ლომი თხის რქას აკვირვებს და მის მიმართ პატივისცემით მსჭვალავს. თხის რქები ხომ გიჟდებიან არისტოკრატებზე, ლომი კი რა ოჯახშიც არ უნდა იყოს დაბადებული, მაინც მეფეა.

გარდა ამისა თხის რქა დისტანციურია, ცივი, გულჩათხრობილი. მას არ სჩვევია ემოციების აფიშირება, თუმცა ლომს თავდაჯერება ჰყოფნის რომ მის სიყვარულში დარწმუნებული იყოს. მას მოსწონს თხის რქის ორგანიზებულობა და ერთგულება. აფასებს ყველაფერს, რასაც მისთვის აკეთებენ. თხის რქა კი თავის მხრივ აღტაცებულია მისი გულღიაობით, ხელგაშლილობით, თვალისმომჭრელი ეგოთი და ოპტიმიზმით. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს და სწორედ ამის გამო ახერხებენ ერთმანეთის ასეთი წარმოუდგენელი განსხვავების მიღებას. ლომი ძალიან ჰგავს ზაფხულის ცხელ დღეს კაშკაშა მზით ლაჟვარდისფერ ცაზე, იგი ნამდვილი პაპანაქებაა, მაშინ როცა თხის რქა ზამთრის ნაცრისფერი, ნისლიანი ამინდია, ცოტა უჟმური, ალაგ ალაგ რომ ცრის… საინტერესო ნაზავია, არა? ერთს ცოტა მეტი სინათლე სჭირდება, მეორეს კი დანიავება რომ არ დაგვწვას და მათი ერთობით შესანიშნავ კოკტეილს ვიღებთ! წაიკითხეთ სრულად

როგორ ეთავსება მშვილდოსანი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინაა მისი საუკეთესო მეგობარი, პარტნიორი და "დაუძინებელი მტერი"

როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი მტერი ან საუკეთესო მეწყვილე

როგორ ეთავსება სასწორი ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - რომელია საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი და ნიშნები, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ