ავტორი:

როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი მტერი ან საუკეთესო მეწყვილე

როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი მტერი ან საუკეთესო მეწყვილე
  • მორიელი და ვერძი

თქვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ და ჯანმრთელები? როგორ დაგემართათ, რომ ერთმანეთი არ დახოცეთ? ამ წყვილს შორის უზარმაზარი მიზიდულობაა, განსაკუთრებით კი სექსუალური ლტოლვა. ორივეს ძალიან მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს, თავისი ხასიათი, რომლის შეცვლაც არ სურს. ორივეს ძლიერი ემოციები და მძაფრი შეგრძნებების მოთხოვნილება აქვს. ორივეს მოსწონს ექშენი და მოქმედებაში ყოფნა. პრობლემას მხოლოდ ის ქმნის, რომ ორივე ჯიუტია და ორივეს უნდა, რომ სხვებმა მის ჭკუაზე იარონ, ორივეს ადვილად სწყინს და როცა სწყინს იმ დროს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად მზად არის, თუნდაც გიჟდებოდეს ამ უკანასკნელზე.

გარდა ამისა, მორიელი ძალიან მესაკუთრეა, პარტნიორისგან მარტო სხეულს კი არა ხანდახან სულსაც ითხოვს, ვერძი კი საკმაოდ უყურადღებოც შეიძლება იყოს ხანდახან და თან ვერაფრით შეეგუება მფლობელობაში ყოფნას. ამიტომ შეიძლება შეიქმნას კონფლიქტი – მორიელი ეცდება მის კონტროლს და ვერძი არ დაანებებს. ამ კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ მორიელი ჭკუას მოუხმობს (აბა ვერძს ჭკუა სად აქვს) და მიხვდება, რომ ძალად ვერაფრით ატარებს ვერძს თავის ჭკუაზე. მან სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, თუ სიტუაციის მართვა სურს. ვერძმა მორიელის აზრის გათვალისწინება უნდა ისწავლოს, მორიელმა კიდევ გულში წყენის ჩადებას დაანებოს თავი, რადგან ვერძი ხშირად სულ არ აკვირდება, რას ამბობს და ამაზე გაბრაზება არ ღირს. თუკი ამას მოახერხებენ, ყველას გულზე გახეთქავენ შურით ისეთი მაგარი წყვილი იქნებიან.

  • მორიელი და კურო

არის ამ წყვილს შორის რაღაც ქიმია. ორი უკიდურესობა - შინაარსი და ფორმა, ტანჯვა და ტკბობა, რისკი და სტაბილურობა, ხიფათი და უსაფრთხოება, - ერთმანეთს იზიდავს.

ინტელექტუალურ და სულიერ დონეზე ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მოთხოვნებიც სხვადასხვა აქვთ - მორიელს ექსტრიმი და მძაფრი შეგრძნებები უნდა, კუროს სიმშვიდე და ჰარმონიული ურთიერთობა, თუმცა რაღაცნაირად თუ მოხერხდა და ურთიერთობა შედგა, ორივე ძალიან სტაბილურია გრძნობებში და ისე ძალიან შესანიშნავად დააბალანსებენ ერთმანეთს, საუკეთესო წყვილს შექმნიან.

ეს ორი მესაკუთრე, ჯიუტი და ეჭვიანი ნიშანი ან ერთად ვერ ძლებს, ან ერთმანეთის გარეშე, რაც ხშირ შემთხვევაში ორივეს ძალიან აწყობს. წაიკითხეთ სრულად

როგორ ეთავსება სასწორი ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - რომელია საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი და ნიშნები, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ

როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს

როგორ ეთავსება ლომი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი იდეალური პარტნიორი და რა უნდა გაითვალისწინოს მან