ავტორი:

როგორ ეთავსება კირჩხიბი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვისთან ქმნის ის ჰარმონიულ წყვილს და ვის უნდა ერიდოს

როგორ ეთავსება კირჩხიბი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვისთან ქმნის ის ჰარმონიულ წყვილს და ვის უნდა ერიდოს
  • კირჩხიბი და ვერძი

კირჩხიბი ალბათ ძალიან ხშირად იბუტება, ვერძი კი ვერაფრით იგებს რატომ. ვინ არის მართალი? ორივე მართალია. საქმე ისაა, რომ ძალიან განსხვავებული ტიპაჟები არიან, ძალიან სხვადასხვანაირად გამოხატავენ სიყვარულს, ერთგულებას, ერთმანეთზე ზრუნვას. კიბო ფიქრობს რომ თუკი მთელი დღე იტრიალებს სამზარეულოში და უგემრიელეს სადილს დაახვედრებს მეუღლეს სანთლის შუქზე, ვერძით სიხარულით მთელი ცხოვრება მადლიერი იქნება, ამ დროს კი ვერძმა შეიძლება სულ ვერ მოიცალოს, ან მოირბინოს, სულ ვერ შენიშნოს სანთლები, წაილუკმოს და გაიქცეს. მოკლედ, კირჩხიბს შეიძლება ეჩვენებოდეს რომ ვერძი არ უფასებს სიყვარულს, ვერძს კი ამაზე ნერვები ეშლებოდეს. კარგი იქნება თუ ვერძი ცოტათი მაინც ისწავლის კიბოსგან ემოციურ დონეზე მხარდაჭერას და კირჩხიბი კიდევ ვერძისგან ცოტათი დამოუკიდებლობას და რაღაცეების მარტო კეთებას. მოკლედ, მათ ძალიან უნდა მოინდომონ და გაიაზრონ რომ ძალიან სხვადასხვანაირები არიან, გაუგონ ერთმანეთს, ისწავლონ ერთმანეთი და ბედნიერ თანაცხოვრებასაც შესძლებენ.

  • კირჩხიბი და კურო

ორი ოჯახის მუჭუჭი ერთად… ორი მზრუნველი, თბილი, ფრთხილი, რბილი და რომანტიული ადამიანი – მშვენიერია. ალბათ თქვენი მეგობრები თქვენს ოჯახში მოსვლაზე გიჟდებიან, მუდამ მშვიდი ატმოსფერო და გემრიელი საჭმელები ხვდებათ. შვილების აღზრდაშიც ორივე ერთნაირად ჩართულები იქნებით. კირჩხიბს ყველაზე მეტად ემოციური უსაფრთხოება სჭირდება, ადამიანი ვისაც დაეყრდნობა, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს და სტაბილური და ალერსიანი კურო მისთვის პირდაპირ მისწრებაა. კირჩხიბი მის გვერდით მშვიდდება, კურო კირჩხიბის კატაბალახაა. კირჩხიბი კიდევ კუროს გულის ვარდი, იგი თავის მხრივ კი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პარტნიორს, ზრუნავს მასზე და ცდილობს ცხოვრება გაულამაზოს, რასაც ასე ძალიან აფასებს კურო. სადმე ქალაქის მტვრისგან და ხმაურისგან შორს ბუნების წიაღში თქვენს საკუთარ მინი-სამოთხეს შექმნით და მშვიდად და წყნარად იცხოვრებთ სიბერემდე.

  • კირჩხიბი და ტყუპები

დედიკო და შვილიკო! სქესს მნიშვნელობა არ აქვს… თუნდაც ბიჭი იყოს კირჩხიბი, იგი დედიკოს როლში იქნება. დედიკოს, რომელსაც მისთვის ყოვლად გაუგებარი, მაგრამ მაინც სათაყვანებელი ბავშვი “შეეძინა” მაშინ, როცა თავადაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამიტომაც არის როლში. სინამდვილეში ისიც პატარაა – ბუტია და მგრძნობიარე არსება, მაგრამ რადგან ბუნებით არის ტყუპებზე მეტად მზრუნველი, ფრთხილი, დაკვირვებული და ყურადღებიანი, მოუწია ამ ფუნქციის შეთავსება. ერთი მესაკუთრეა და თავის თავში ჩაკეტილი, შეიძლება ითქვას ძალიან არასოციალურიც კი (თუ ხასიათზე არ არის), მეორე თავისუფლების მოყვარული პეპელა, ყვავილიდან ყვავილზე გადაჯდომით რომ საზრდოობს და თუ ერთ ადგილზე გამოკეტე ფანჯრებს აწყდება. ერთს ყველაფერი სახლში მოაქვს, მეორეს ყველაფერი გარეთ გააქვს და იმ დღეს გაცნობილებთან ახურდავებს. კირჩხიბი იტანჯება იმაზე ფიქრით, რას ფიქრობს ტყუპები, ტყუპები კი ვერაფრით იგებს რა უნდა კირჩხიბს. ერთადერთი რაც მათ საერთო აქვთ, ცვალებადი ხასიათია – ორივეს ხშირად ეცვლება განწყობა და თუ ამ ცვალებადობის ბიორიტმი ერთმანეთს დაამთხვიეს, ხომ კარგი -ერთად იცინებენ, ერთად იტირებენ, ერთად იკინკლავებენ, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ პეპელა სახლიდან გაფრინდება, ჩვენი კიბო კი იჯდება სახლში და გულდათუთქული დაელოდება მის უკან დაბრუნებას. პეპელაც ბრუნდება, არც პატიების თხოვნა უჭირს, კიბო კი “უძღებ შვილს” გულში ჩაიკრავს და მის გარშემო ფუსფუსს დაიწყებს. ეს არის ყველაზე პარადოქსული წყვილი, რომელსაც ერთმანეთის არ ესმის, მაგრამ მაინც ძალიან უყვართ ერთმანეთი და ალბათ ისევ კირჩხიბის მაზოხისტური ბუნების ხარჯზე. წაიკითხეთ სრულად

როგორ ეთავსება ტყუპები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის საუკეთესო პარტნიორი თქვენთვის და ვის უნდა ერიდოთ

როგორ ეთავსება კურო ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს და ვისთან რა აქვს სასწავლი

როგორ ეთავსება ვერძი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის თქვენთვის საუკეთესო პარტნიორი ან "მოსისხლე მტერი"