მეგობრების უნდა გვჯეროდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოლას აზრი არ აქვს. მამრობითი სქესისთვის ძმაკაცობა (ე.წ. ძმადანაფიცობა) დიდი ხნის განმავლობაში უწმინდეს კავშირად ითვლებოდა. ამ შეხედულების სასიამოვნო და გარომანტიზებულ გადმონაშთს დღესაც ვხდებით. მიუხედავად ამისა, მამაკაცებო, ნურავის ენდობით ბრმად.
აკაკი წერეთლის ”გამზრდელი“ გემახსოვრებათ ალბათ. პოემის მთავარი პერსონაჟი ბათუც ვერ წარმოიდგენდა, რომ საფარ-ბეგი, ძმადნაფიცი ცოლს გაუუპატიურებდა. ვერც რომანის ”დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ პერსონაჟი, დიკი იფიქრებდა, ჩემს ცოლსა და ძმაკაცს ერთმანეთი შეუყვარდებათო. თუ თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ ”გამზრდელი“ მხოლოდ პოემაა, ”დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ კი რომანი, ძალიან ცდებით, ლიტერატურა და პოეზია, ოდითგანვე რეალობას ასახავდა და ცდილობდა მკითხველისთვის არსებული მანკიერებები დაენახვებინა.
მამაკაცებო, გთავაზობთ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელთანაც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ:
ტყუპი
ვერ ვიტყვით, რომ ამ ნიშნით დაბადებული კაცები ბოროტები არიან ან სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება სურთ. პირიქით, ტყუპმა კარგი მეგობრობა შეიძლება გაგიწიოთ. ისინი არ დაგტოვებენ გასაჭირში და არასდროს მოგიხურავენ ცხვირწინ კარს, თუ ღამით სახლის კართან მიადგებით. ტყუპის ნაკლი ისაა, რომ მექალთანეა - ძალიან მოსწონს, როცა ქალების ყურადღების ცენტრში ექცევა; როცა აგრძნობინებენ, რომ საინტერესო და სასურველია. ამ ნიშნის ხალასი ბუნება, დახვეწილი იუმორი, ნიჭი იმისა, გაერთოს იქ, სადაც სხვა მოიწყენდა ქალების გულის კარს აღებს... ამ ქალებში თქვენი ცოლიც შეიძლება აღმოჩნდეს. ტყუპს მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება და აღვირახსნილი ფანტაზია აქვთ, რითაც თქვენს ცოლს საღი გონებით განსჯის უნარს დააკარგვინებენ.
სასწორი
სასწორის მიზანი თქვენი ოჯახის დანგრევა არ არის, ყველაფერში დამნაშავეა მისი ქარიზმა, გალანტურობა, რომანტიკოსობა და ქალთან სწორად საუბარის უნარი... დიახ, სასწორებმა იციან, როგორ შეარჩიონ სწორად სიტყვები, იმისთვის, რომ ქალის ნდობა მოიპოვონ, დააინტერესონ, გამოიწვიონ და აიყოლიონ ის. მარალია სუსტი სქესის მოსახიბლად სასწორი თავის იარაღს ხშირად გამიზნულად იყენებს, მაგრამ არა ძმაკაცის ცოლთან. ამ შემთხვევაში ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდება: ქალი მახეში ებმება, სასწორს კი უბრალოდ არ შეუძლია უარი უთხრას მშვენიერ არსებას, რომელსაც დაღამებამ ბობოქარი სურვილები გაუჩინა. თუ გსურთ, რომ ცოლს შეცდომა აარიდოთ, ნუ დატოვებთ სასწორ ძმაკაცსა და ქალს განმარტოებით, მითუმეტეს ღამით.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ცოლის წართმევას ნამდვილად არ დაგიპირებთ, ის უბრალოდ დროებით დატკბება ქალთან ფლირტით, მასთან შეხების სიამით და ხორციელ სიამოვნებას მიეცემა. მშვილდოსნებს არ სჭირდებათ ვალდებულებები, ამიტომ მათი ინტერესიცა და ვნებაც ყოველთვის მალე ნელდება. გაგიჩნდათ კითხვა, მშვილდოსანი ძმაკაცს ასე რატომ ექცევა? ამ ნიშნით დაბადებულებისთვის მორალური ბერკეტი არ არსებობს. სულაც არ ფიქრობს, რომ თქვენი ცოლის შეცდენით დაგაღალატებთ. მიაჩნია, რომ ადამიანი - მათ შორის თქვენი მეუღლე - თავისუფალი არსებაა და უფლება აქვს აკეთოს ის, რასაც გული (ან ასო) უკარნახებს...