რომელი ფილმის გმირი შეგეფერებათ საყვარლად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელი ფილმის გმირი შეგეფერებათ საყვარლად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ცხოვრებაში ერთადერთხელ მაინც, ყველას გვიფიქრია, რომელ კინოგმირთან გვექნებოდა დაუვიწყარი რომანი, ან რომელთან ერთად მოვისურვებდით დაბერებას. გთავაზობთ პასუხს შეკითხვაზე "რომელი ფილმის გმირი შეგეფერებათ საყვარლად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?“

თხის რქა - ალექს უაილერი, "სახლი ტბის პირას"

სევდიანი რაინდი, რომელსაც მზრუნველობა და მოფრთხილება სჭირდება. ამასთან, თავის გართმევა მხოლოდ თხის რქას შეუძლია, რომლის მოთმინება უფრო დიდია, ვიდრე ამ სამყაროში ადამიანური სისულელეა. გამოცანად რჩება, თუ რაში სჭირდება ძლიერ და თავდაჯერებულ ქალს ეს უხელო ჩემოდანი, მაგრამ ვფიქრობთ, მისით კატას ანაცვლებს.

Astrologia

მერწყული - ვილ ტერნერი, "კარიბის ზღვის მეკობრეები"

ახალგაზრდა მერწყულ ქალბატონს შეუძლია დღეში 5 კგ დაიკლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაავიწყდა კერძის მომზადება. ამიტომ მას სჭირდება მამაკაცი, რომელიც დილაობით მიართმევს ყავას, საღამოობით კატლეტებს, ხელფასს კი თვეში ორჯერ გადაუხდის. მაგრამ, თუ მზრუნველი დედის როლს მოირგებს, მაშინ მერწყული გადაწყვეტს, რომ შიმშილი ურჩევნია.

Astrologia

თევზები - ედვარდ ლუისი, " ლამაზმანი "
კლასიკური ჟანრი: ლამაზი, წარმატებული, მდიდარი, მზრუნველი და რომანტიკული. ასეთები იშვიათად ან მხოლოდ მელოდრამებში გვხვდება, მაგრამ თევზებს მათი დაჭერის გასაოცარი უნარი აქვთ. ამასთან, თუ თავად თევზს ისე მოაქვს თავი, როგორც ვივიენს "ლამაზმანიდან" - ეს კიდევ უფრო მარტივი შემთხვევაა.

Astrologia

ვერძი - ჯეკ დოულსონი, " ტიტანიკი "
ვერძს სჭირდება პარტნიორი, რომელიც თავს არ მოაბეზრებს. გაძლევენ - აიღე, გცემენ - გაიქეცი.

Astrologia

კურო - ჯონი, " 9,5 კვირა "
ეტალონური მამრი! "მიყვარს გართობა, განსაკუთრებით, - ჭამა". და თუ საკვებს კუროს მშვენიერი სხეულით აწვდიან, ის, როგორც პიონერი, მუდამ მზადაა! კუროს კი სწორედ ეს სჭირდება.

Astrologia

ტყუპი - ზორო, " ზოროს ნიღაბი "
ამოუცნობი მამაკაცი შინაგანი დრამით. არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ არაფერია, სუსტი ეგოს გარდა.

კირჩხიბი - უილიამ უოლესი, " მამაცი გული "
სინამდვილეში ფანჯარასთან პარტნიორის ლოდინი კირჩხიბისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე პათოსურ გმირთან საქმის დაჭერა. პათოსი კირჩიხიბს საკუთარიც ჰყოფნის.

Astrologia

ლომი - ჯეიმს ბონდი
ლომს ყოველთვის ყველაზე გმირული გმირი სჭირდება. სასურველია, მისი ჰორიზონტზე გამოჩენისთანავე ქალები შიშვლდებოდნენ. მაშინ ქალი ლომი კმაყოფილი იქნება.

Astrologia

განაგრძეთ კითხვა marao.ge - ზე.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ - თვის სასიყვარულო პროგნოზი

2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის