ნებისმიერი მამაკაცი ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა და ქალების უმეტესობას ვურჩევთ, რომ "ყველა კაცი ერთნაირიას" პრინციპით არ მიუდგეს მათთან ურთიერთობას. ასტროლოგიურად არსებობენ მარტივად საკონტაქტო და რთული ინდივიდები, რომელთა გულამდე მისასვლელი გზაც ხშირად სულაც არ გადის მაინცდამაინც კუჭზე ან სხვა ორგანოზე. ამჯერად იმ სამი მამაკაცის შესახებ მოგიყვებით ვისი ცდუნება და თავბრუს დახვევა საკმაოდ რთული იქნება, თუმც კი შედეგი ეღირება ამად...
კურო - ბუნებით მშვიდი, გაწონასწორებული, სტაბილურობის მოყვარული კაცია. თუმცა გულის სიღრმეში არის უზომოდ დიდი რომანტიკოსი და მოსიყვარულე. მასში ამ თვისებების გამოაშკარავება რომ შეძლოთ, დრო და დიდი მოთმინება დაგჭირდებათ. კუროს არ უყვარს გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ დიდხანს ფიქრობს და ამოწმებს საყვარელ ქალს სანდოობასა და გამძლეობაზე. თუკი თქვენ მშვიდი, მოსიყვარულე და ადეკვატური ადამიანი ხართ, ერთ დღესაც მისი გულის კარი თქვენთვის აუცილებლად გაიღება.
ქალწული - პრაგმატული, უზომოდ დაკვირვებული და ცივი გონების ადამიანია. თუმცა, ეს სულაც იმას არ ნიშნავს, რომ მას სიყვარული არ შეუძლია. ქალწული სიყვარულსაც გონებით აანალიზებს. ამიტომ ღრუბლებში ფრენა და ვარდისფერი კოშკების შენება ქალისთვის მისი სტილი არ გახლავთ. შესაბამისად, ზედმეტ რომანტიკას ნუ მოითხოვთ მისგან. სამაგიეროდ, თუკი დაარწმუნებთ, რომ საღად მოაზროვნე, წინდახედული და ჭკვიანი გოგო ხართ, შესაძლოა, სამომავლოდ ცხოვრება ზუსტადაც რომ თქვენ დაგიკავშიროთ და ოცნების კოშკების ნაცვლად მყუდრო, კომფორტული და თანამედროვე ბინა შემოგთავაზოთ საცხოვრებლად.
მშვილდოსანი - მისთვის თავის მოწონება და ფლირტის გაბმა მარტივზე მარტივი საქმეა. თუმცა, ის რომ თავი სერიოზულად შეაყვაროთ, ძალიან რთული იქნება. მშვილდოსანი თავისუფლებისმოყვარე მამრია, თანაც საშინელი იდეალისტი და გამუდმებით დაეძებს ქალს, რომელიც მის ოცნებას შეესაბამება. ამიტომაც არის მის ცხოვრებაში აუარება რომანი და ფლირტი. მისთვის მთავარია პარტნიორს ესმოდეს მისი და არასოდეს შეუზღუდოს თავისუფლება. რეალუად კი თუ თქვენ არ ხართ მეწვრილმანე, ჯუჯღუნა და ეჭვიანი კარგი შანსები გაქვთ მშვილდოსნის ხელში ჩასაგდებად. ცხოვრებას თუ მასსავით მასშტაბურად უყურებთ, არ "ხურდავდებით" ყოფით პრობლემებზე და მუდამ პოულობთ ძალას პოზიტივისთვის, ეს კაცი თქვენთვის მარტივად "მოსაჩანგლი" იქნება.