ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც ნამდვილი სიყვარული შეუძლია

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც ნამდვილი სიყვარული შეუძლია

ადამიანები ისე არიან მოწყობილი, რომ გამუდმებით დაეძებენ სიყვარულს. თუმცა, ხშირად საჭირო ადამიანს ვერ უფრთხილდებიან ან გარემოებათა გამო კარგავენ იმ "ერთადერთსა და განუმეორებელს", რაზეც შემდგომში არაერთგზის ნანობენ ხოლმე. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს იმას, რამდენად სწორად ესმის ადამიანს სიყვარული და შესწევს თუ არა ძალა უყვარდეს ნამდვილად, ყოველგვარი ღალატისა და პოლიგამიის გარეშე... მართალია, სტატიაში მოყვანილი მაგალითები ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხება, ამიტომ მოღალატე და ერთგული ზოგადად ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანში შეიძლება ამოიცნოს კაცმა.

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშანს ვენერა მართავს. ამიტომ სიყვარული კუროებს ზუსტად ისე ესმით, როგორც უნდა ესმოდეს ჭეშმარიტ რომანტიკოსს. დიახ, კურო საოცრად რომანტიკული ნიშანია. ამ ადამიანებს ხანგრძლივი გრძნობები და მიჯაჭვულობა ახასიათებთ სიყვარულის ობიექტის მიმართ და როგორც წესი, ყოველთვის ძალიან ერთგულები არიან სიყვარულში.

მორიელი - მართალია, საოცრად ქარიზმატული, სექსუალურად აქტიური და ვნებიანია, მაგრამ მორიელი შინაგანად იწვის სურვილით ჰყავდეს ერთი, სამუდამო და კარგი პარტნიორი. მორიელების დიდი ნაწილი ერთგულების უნარს ყველაზე ძვირად აფასებს სიყვარულში, ამიტომაც არის, რომ ისინი არასოდეს პატიობენ ღალატს. ხოლო ერთგულებასა და სიყვარულზე ანალოგიური ერთგულებით პასუხის უნარი აქვთ.

თხის რქა - პლანეტა სატურნი, რომელიც ამ ნიშანს მართავს, თხის რქებს სიჯიუტით, მაღალი მორალურ-ეთიკური ღირებულებებითა და პრინციპულობით აჯილდოებს. თხის რქას ძნელად უყვარდება ვინმე და ზოგადად, უჭირს ემოციურად გაიხსნას პარტნიორთან. სამაგიეროდ, მისი ერთგულება და სიყვარული იმ ადამიანის მიმართ, ვინც მისი გულის სიმებს შეარხევს, მართლაც რომ უზომო და მარადიულია.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ - თვის სასიყვარულო პროგნოზი

2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის