ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ წყვილებს აქვთ ყველაზე ხანმოკლე ქორწინება?

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ წყვილებს აქვთ ყველაზე ხანმოკლე ქორწინება?

რომელიც ნიშნით დაბადებული ადამიანები ვერ ახერხებენ ერთ ჭერქვეშ ხანგრძლივად თანაცხოვრებას, ამ თემის ირგვლივ არაერთი ასტროლოგი ცდილობს აწარმოოს დაკვირვება. არსებობენ ნიშნები, რომელთაც აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხეველობა და სამყაროს აღქმა გააჩნიათ... მოკლედ, იკვლიეს ასტროლოგებმა და გარკვეული კანონზომიერება აღმოაჩინეს იმის თაობაზე, რომელი წყვილები ასრულებენ ყველაზე ხშირად ქორწინებას განქორწინებით და ისიც გაარკვიეს, რა მიზეზები აიძულებთ მათ თავდაპირველ ეტაპზე დაქორწინებას...

სიის სათავეში ლომისა და მორიელის წყვილი მოექცა 98% - ამ ადამიანებს შორის შუღლი ძალაუფლების გამო ჩაღდება. ორივე მხარეს სურს აკონტროლოს სიტუაცია ოჯახში. ქორწინებით კი ძირითადად უძლიერესი სექსუალური მიზიდულობის გამო ქორწინდებიან.

მეორე საპატიო ადგილზე ვერძისა და მორიელის დუეტია 88% - ამ წყვილში კონფლიქტის მიზეზია ეჭვიანობა. მორიელის დიქტატორული ხასიათი, წინააღმდეგობაში მოდის ვერძის თავისუფლებისმოყვარე ბუნებასთან. სექსუალური მიზიდულობა ამ წყვილშიც დიდია, თუმცა ქორწინების ალბათობაზე მორიელის სიმპათიაც მოქმედებს ვერძის მიმართ, მას ხიბლავს ვერძის სიალალე, იმედოვნებს რა რომ სამომავლოდაც შესძლებს მის გაკონტროლებას.

კიდევ ერთი კონფლიქტური წყვილი თხის რქისა და სასწორის ტანდემია 82% - ბუნებით რომანტიკული და რბილი სასწორი, ძნელად უწყობს ფეხს ზედმეტად მკაცრ, ემოციურად ცივ და მოზომილ თხის რქას. ამ ორს შორისაც ძლიერია ფიზიკური სიმპათიის კოეფიციენტი, თუმცა რეალურად მათი კავშირი თუნდაც სექსუალური კუთხით ვერასოდეს "გაქაჩავს" დიდხანს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წყვილს ტემპერამენტის მხრივაც აღენიშნება სხვაობა.

დაბოლოს, რთული წყვილების კატეგორიაში მოხვდა ასევე მერწყულისა და კირჩხიბის დუეტიც 78% - ამ ორ ადამიანს შორის, პრობლემა სიყვარულის და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობების აბსოლუტურად განსხვავებულად აღქმის უნარია. მერწყულს თავდაპირველად კირჩხიბში იდუმალება იზიდავს. თვლის, რომ მისი ჩაკეტილობა ნიღაბია მხოლოდ ან თამაშის წესი; მაშინ როცა კირჩხიბი სამომავლოდ ძალიან იტანჯება მერწყულის წრეგადასული თავისუფლების მოთხოვნილებით. მათ შორის მუდამ იქნება დავა და სცენები ეჭვიანობის გამო.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ - თვის სასიყვარულო პროგნოზი

2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის