ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. მეთვრამეტე დღის ტენდენციებს გაეცანით სტატიაში ჩვენს საიტზე.
ვერძი
სხვების საყვედურები და ჩივილი გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ, ისინი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი პრობლემების ასახვა: რამდენიმე დღეში მიხვდებიან, რომ შეცდნენ და მოგიბოდიშებენ.
კურო
წვრილმანებშიც კი ვერავის მოატყუებთ – ტყუილი ძალიან სწრაფად გამოვლინდება და დაიწყება თქვენთვის უსიამოვნო შედეგების ჯაჭვური რეაქცია, ამიტომ ჯობია არ გარისკოთ და სიმართლე თქვათ – უფრო იოლი იქნება.
ტყუპი
არ არის მიზანშეწონილი სხვისი საქმის კეთება, რადგან მათ შეიძლება იფიქრონ, რომ თქვენ მანიპულირება შეიძლება და გაგაკეთებინონ ის, რაც მათ სურთ, თქვენი პირადი ინტერესების საზიანოდ.
კირჩხიბი
არ უნდა დაემორჩილოთ და სხვისი გავლენით არ უნდა შეცვალოთ გადაწყვეტილებები. შესაძლოა, მალე ინანოთ თქვენი ქმედება, მაგრამ ვერ გამოასწოროთ სიტუაცია.
ლომი
უმჯობესია ნაკლებად დაუკავშირდეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს: უმნიშვნელო ნიუანსიც კი შეიძლება გახდეს სერიოზული ჩხუბის მიზეზი, რომელიც გადაიქცევა ხანგრძლივ – და შესაძლოა, მარადიულ კონფლიქტში.
ქალწული
ვინც არ უნდა იყოს თქვენი ოპონენტი კამათში – თუნდაც უფრო ავტორიტეტული ადამიანი, მოუსმინეთ მის რჩევებს, მაგრამ დაიცავით საკუთარი თვალსაზრისი, თანამოსაუბრე ამას აუცილებლად დააფასებს.
სასწორი
სამუშაო დღის მიუხედავად, საოჯახო ვალდებულებების შესრულება დაგეხმარებათ შეივსოთ შემცირებული ენერგეტიკული რეზერვები – რაც უფრო სუფთა და კომფორტული გახდება თქვენი ბინა, მით უფრო დიდი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.
მორიელი
ყველაფერს, რასაც ამ დღეებში გააკეთებთ, სერიოზული შედეგები მოჰყვება, ამიტომ ეცადეთ, დაუფიქრდეთ თქვენს თითოეულ ნაბიჯს, როგორც გჩვევიათ, ასეთ შემთხვევებში, სანამ „გაჭრით“ შვიდჯერ უნდა გაზომოთ.
მშვილდოსანი
დაბლოკეთ სხვებისგან წამოსული ნეგატივი, განსაკუთრებით უცნობებისგან, ყველა შესაძლო გზით: თქვენზეა დამოკიდებული რა მეთოდს აირჩევთ, მაგრამ უმჯობესია უბრალოდ უგულებელყოთ ისინი.
თხის რქა
დასახულ ამოცანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმკლავდებით, თუ სრულ მზადყოფნაში იქნებით სამუშაოსთვის და დაძლევთ სიზარმაცეს, რომელიც ყოველ საათსა და ყოველ წუთსაც უკან დაგხევთ.
მერწყული
გარშემო მყოფები, რომლებიც რჩევებს გაძლევენ, დიდი ალბათობით, საკუთარ - ძირითადად ეგოისტურ – ინტერესებს ატარებენ, ამიტომ აზრი არა აქვს მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას.
თევზები
სხვა ადამიანების ქცევის შეფასებისას იცოდეთ, რომ ამ დროს მათში საკუთარ ანარეკლს ხედავთ, ამიტომ ნუ იჩქარებთ დაგმობას – სჯობს იფიქროთ, რატომ და რა მიზნით იქცევიან ასე.