კურო - ნუ მოექცევით აფერისტი ადამიანების მახეში. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს და მათთან ერთად იმხიარულეთ.
ტყუპი - ჩაუღრმავდით იმ საკითხებს, რომლებშიც კომპეტენტური არ ხართ. კარგი დღეა სწავლისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად.
კირჩხიბი - მეტი დრო დაუთმეთ პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებას. საღამოს წვეულებას ნუ გამოაკლდებით.
ლომი - ყურადღებით იყავით, თავად არ შეიქმნათ პრობლემები. საღამო მხიარულად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
ქალწული - თუ საკუთრ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ, თამამად იმოქმედეთ. თქვენ გარშემო გამოჩნდებიან მნიშვნელოვანი ადამიანები. კარგი დღეა თვითშეფასების ასამაღლებლად.
სასწორი - იყავით საქმეების, მოვლენების კურსში. ისაუბრეთ მხოლოდ იმ თემებზე, რომლებშიც კარგად ერკვევით. წვეულებაზე საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
მორიელი - თქვენი დახმარება და რჩევა სჭირდებათ ახლობლებს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილზე. გამონახეთ დრო მოწყენილი მეგობრის გასამხნევებლად.
მშვილდოსანი - ერთადერთი, რაზეც დღეს ფიქრობთ, მოგზაურობაა. თუ საკმარისი ფული არა გაქვთ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ ან სათავგადასავლო ფილმს უყურეთ.
თხის რქა - ნუ ხართ მორიდებული, მიიღეთ სათანადო შეფასება თქვენ მიერ შესრულებული საქმის გამო. დატკბით ოვაციებით.
მერწყული - მოემზადეთ, დღეს ხშირად მოგაცდენენ. მოგეჩვენათ, თითქოს გარშემო მყოფებს თქვენი დახმარების გარეშე არაფრის გაკეთება რა შეუძლიათ.
თევზები - რაც უფრო აქტიური იქნებით მით მეტ საქმეს შეასრულებთ. მთავარია, რუტინული საქმეებით არ დაიტვირთთ თავი. მეტი დრო დაუთმეთ კრეატიული იდეების განხორციელებას.