ავტორი:

19 აგვისტოს უნიკალური ახალმთვარეობაა, რომელიც ფერისცვალებას ემთხვევა - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

19 აგვისტოს უნიკალური ახალმთვარეობაა, რომელიც ფერისცვალებას ემთხვევა - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

მთვარის ახალი თვე 19 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბრამდე, ახალ თვემდე გასტანს. ახალმთვარეობას ველოდებით ოთხშაბათს, 6:41-ზე. ამ მოვლენას მართლმადიდებური დღესასწაული ფერისცვალებაც ემთხვევა, რის გამოც ამ დღეს უნიკალური ვუწოდეთ. როგორ მოვიქცეთ, რომ მთვარის ახალ თვეს პოზიტივი დავიბედოთ? ახალი გეგმების განხორციელება შევძლოთ? გირჩევთ, ახალმთვარეობამდე რამდენიმე დღით ადრე გადახედოთ მიმდინარე მოვლენებს, გადახედოთ, რისი გამოსწორება შეგიძლიათ. გაეცით ვალები (მატერიალურიც, მორალურიც). არ გადატვირთოთ სხეული ფიზიკური აქტიურობით და ნერვიულობით. მთვარის კლების ბოლო დღეებში ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება, იმუნიტეტი მეტად დაქვეითებულია და გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც. გახსოვდეთ, რომ ახალმთვარეობის პირველი დღე და საათი განსაკუთრებულია. დილის მიუხედავად, ადექით ერთი საათით ადრე, მიიღეთ კონტრასტული შხაპი და მოემზადეთ ახალმთვარეობის შესახვედრად, შეიქმენით პოზიტიური განწყობა, რათა დაიმუხტოთ მზის ენერგიით. კარგია ლოცვა ან მედიტაცია. სასურველია, სიყვარული, ჯანმრთელობა, კარგი ეკოლოგია და ჰარმონია უსურვოთ მთელ მსოფლიოს. საკუთარი თავისთვის კი ჩაიფიქრეთ ის, რაც გსურთ: ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, სიყვარული, ხვავი და ბარაქა.

ცაზე არსებული ზოგიერთი მოვლენის გათვალისწინებით (პლანეტა იუპიტერი მისთვის ცუდ პოზიციაში იმყოფება) მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებასა და შენაძენებს 26 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით გირჩევთ. გაითვალისწინეთ, რომ 10 სექტემბრიდან აქტიურობისა და ენერგიის პლანეტა მარსი რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება (3 ნოემბრამდე) და ამ პერიოდში ახალი საქმეების დაწყება გაგიჭირდებათ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პლანეტების უმრავლესობა 2020 წელს რეტროგრადულია, გვქონდა 4 დაბნელება და კიდევ ორი გველის წინ. ამიტომ, კარგი და წარმატების მომტანე დღეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ისინი წელს ძალიან ცოტა გვაქვს. მომავალში კარგი, მაგრამ მოკლე პერიოდი ახალი საქმეების დასაწყებად გვექნება 15 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე. და დაბნელების შემდეგ 17 დეკემბრიდან წლის ბოლომდე.

ახალა ორი სიტყვა თავად ახალმთვარეობის დღეზე ვთქვათ: ახალმთავრეობა დგება მაშინ, როცა მზე და მთვარე ერთმანეთს ერთ წერტილში ხვდებიან. ამჯერად ეს იქნება ლომის 26 გრადუსი. ცაზე დაძაბული და ჰარმონიული ასპექტები ჭარბადაა და თქვენი გადასაწყვეტია, მარსის (რომელიც ახლა ენერგიულ ვერძია. მას ისედაც იმპულსური ქმედებები ახასიათებს, ლილიტიც ხელს უწყობს ავანტიურასა და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმაში) გავლენით ომი და ჩხუბი მოგინდებათ, თუ უსიამოვნებების დიპლომატიური მოგვარება. მაქსიმალურად მოერიდეთ დაპირისპირებას და კონფლიქტებს გარშემო მყოფებთან, ცდუნება კი, ნამდვილად დიდი იქნება. ახლა მზე ლომშია, ძლიერია, რადგან საკუთარ სახლშია. ლომი მეფეა და ეცადეთ, პირადი გვირგვინის თვალებზე ჩამოფხატვამ მოვლენების სწორად შეფასებაში არ შეგიშალოთ ხელი. იყავით მზრუნველი სხვების მიმართ, მზესავით გულუხვად გაეცით სითბო და სიყვარული. მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს, ნერვებს უნდა გაუფრთხილდეთ. გაფრთხილდით, ემოციებმა გონებაზე არ გაიმარჯვოს. მოუსმინეთ რას გეუბნებიან. ცეცხლოვანი ახალმთვარეობაა და შეიძლება ყველა ლიდერს ერთად მოუნდეს თავის წამოყოფა და თავისი სიმართლის დამტკიცება, სასურველია, ყველაფერი კეთილად მოხდეს და არა აგრესიული მარსის გავლენით.

საინტერესოა, ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად, ვინ მიიღებს ცისგან საჩუქრებს, გაგიმართლათ: 13-17 აპრილს, 15-19 ივნისს, 17-21 ოქტომბერს და 14-21 დეკემბერს დაბადებულებს. აგრეთვე, მათ, ვისაც მნიშვნელოვანი პლანეტები გყავთ კუროს, ლომის, მორიელის, მერწყულის 25-29 გრადუსებში და განსაკუთრებით, კი ლომის 26-27 გრადუსში. სიახლეები და სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ ამ გრადუსებში განლაგებული პლანტებების თავისებურებების მიხედვით. მნიშვნელოვანი იქნება ახალმთვარეობა აგრეთვე მათთვის, ვინც ქალწულის პირველ დეკადაშია დაბადებული. და მერწყულები, რომლებიც თებერვლის მესამე დეკადაში დაიბადნენ.

  • რა გელოდებათ მთვარის ამ თვეში

ვერძი

სიყვარულისა და გართობის განწყობაზე დადგებით. მოგეცემათ ენერგია, რომ განახორციელოთ გეგმები. მეტი დრო გაატაროთ შვილებთან ერთად. შეიძლება სწორედ 19 აგვისტოდან აიღოთ შვებულება და დრო დაუთმოთ დასვენებას, მოინახულოთ ადგილები, სადაც თავს კარგად გრძნობთ. მოსალოდნელია, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, ქალბატონებს კი, რომლებსაც ფეხმძიმობა დაგეგმილი გქონდათ, დიდი შანსია, რომ აგისრულდეთ.

კურო

საოჯახო და ნათესავებთან დაკავშირებული საქმეები გახდება აქტუალური. გამოგიჩნდებათ დრო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ბინის მეტად კეთილმოწყობისთვის. შეიძლება მოგინდეთ ნათესავების მონახულება, ესტუმროთ მათ ან ისინი მიიღოთ შინ.

ტყუპი

მიმოწერა, მოლაპარაკებები, სატრანსპორტო საშუალებები და ახლო მანძილზე ხშირი მიმოსვლები გახდება აქტუალური. ეს ყველაფერი გახშირდება. შეიძლება დოკუმენტებთან მოგიწიოთ მუშაობამ. თუ მანქანის ყიდვა ან რემონტი გქონდათ დაგეგმილი, ახლა კარგი თვეა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება დედმამიშვილებთან.

კირჩხიბი

აგიმაღლდებათ საკუთარი თვითშეფასება და შეიძლება გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა. მიიღოთ სამსახური ან შემოსავლის დამატებითი წყარო. თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. შეიძლება გაგეზარდოთ ხელფასი ან მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმეებისთვის. ზოგიერთმა შეიძლება საჩუქარი მიიღოს, რაც დააფიქრებს, რომ აფასებენ.

ლომი

ახლა ის დროა, როცა უნდა მოიცალოთ საკუთარი თავისთვის, იმიჯისთვის. შეიძინეთ ახალი სამოსი, აქსესუარები. გამოავლინეთ თქვენი თავი სოციუმში. ზოგიერთს შეიძლება ახალი სამსახური გამოუჩნდეს. ან მოახერხებთ თქვენი ნიჭისა და ტალანტის მეტად გამოვლენას.

ქალწული

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფებისგან დამალვა გსურთ, საკუთარ თავთან განმარტოება. კარგია თვითგანათლება, ზოგი შეიძლება შორს გაემგზავროს დასასვენებლად ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. კარგი თვეა სულიერი პრაქტიკებისთვის. შეიძლება გააქტიურდეს კონტაქტები საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებთან ან სულაც სამსახურის საქმეების გამო მოგიწიოთ იზოლაციაში ყოფნამ.

სასწორი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეგობრებთან. შეიძლება ადრე შესრულებული საქმეების გამო გარშემო მყოფების აღიარება დაიმსახუროთ. ზოგიერთი დაიწყებს ონლაინ ლექციებსა და სემინარებზე დასწრებას. არის შანსი, რომ 19 აგვისტოდან დაიწყოთ აქტიურობა სოციალურ ქსელებში. მეგობრების დახმარებით ან ინტერნეტით ზოგი დაიწყებს მუშაობას, მიიღებს შეკვეთებს.

მორიელი

სამსახურის საქმეები გაგიუმჯობესდებათ. შეიძლება დაიწყოთ ახალი სამსახური ან იქ დაწინაურდეთ, სადაც უკვე მუშაობთ. ცხოვრების დიდ ნაწილს დაიკავებს სამსახური, პოლიტიკა. ზოგმა შეიძლება კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, ახალი პროექტი ან პირადი ბიზნესი დაიწყოს. კარგია ინდივიდუალიზმის გამოვლენა.

მშვილდოსანი

გელით კონტაქტები სახელმწიფო სტრუქტურებთან (იურისპრუდენცია). შეიძლება დაგეწყოთ სწავლა, უცხოელ ლექტორებთან. ან თავად დაიწყოთ სხვებისთვის რაღაცის სწავლა. გააუმჯობესოთ კონტაქტები საქმიან ადამიანებთან (კლიენტებთან, მომწოდებლებთან) ან დაიწყოთ სასიყვარულო მიმოწერა უცხოელთან. ზოგიერთს გაუჩნდება უცხო ენის შესწავლის სურვილი ან სხვა ქვეყნების კულტურით დაინტერესდება.

თხის რქა

ცვლილებები გაგაძლიერებთ, ფორსმაჟორულ სიტუაციებს მშვიდად უნდა შეხვდეთ. შეიძლება დაგჭირდეთ ფსიქოლოგიური ან მატერიალური დახმარება. შეიძლება თვე ცოტა დაძაბული მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ სირთულეების, მატერიალური საკითხების მოგვარება გაგაძლიერებთ. სხვათა შორის, თუ გარკვეულ თანხას ელოდებით, ახალმთვარეობის შემდეგ მისი მიღების შანსი მატულობს. ზოგმა შეიძლება აიღოს კრედიტი ან დაიწყოს სამემკვიდრეო, სადაზღვევო საკითხების მოგვარება. სულაც შეიძლება ეზოტერიკით, სულიერებით დაინტერესდეთ და მისი შესწავლა დაიწყოთ.

მერწყული

გახშირდება კონტაქტი პარტნიორებთან, რომლებთანაც რაღაც - საქმიანი ან პირადი - ურთიერთობა გაკავშირებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მათთან. შეიძლება სულაც ახალი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დაქორწინებაზე დაგითანხმებთ. თუ უკვე გყავთ მეუღლე, ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ერთად. საქმიან ადამიანებს კი საქმიანი შეხვედრები, კონტრაქტების გაფორმება ელით. გამოგიჩნდებათ ადამიანი, რომელიც მედიატორის როლს შეასრულებს და დაგეხმარებათ იმ პროექტების მოგვარებას, სადაც ადრე მარტოს გიჭირდათ.

თევზები

ახლობლებზე ზრუნვა, მუშაობა და საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესება ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. შეიძლება მოგიწიოთ ავადმყოფი ახლობლის მოვლამ. ყოველდღიური, საოჯახო საქმეები მოიმატებს და კიდევ უფრო მეტ დროს მოითხოვს თქვენგან. რაც შეეხება თქვენს ჯანმრთელობას. გაგიუმჯობესდებათ მდგომარეობა, შეიძლება მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნოთ ან ახალ სპეციალისტს. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, 19 აგვისტოს შემდეგ აუცილებლად მიიღეთ ახალ და საინტერესო შემოთავაზებებს. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა დაკავშირებული, შეიძლება დაგიბრუნდეთ ძველი კლიენტები.

ავარიები, ტრავმები, კრიმინალური ფაქტები, შოკისმომგვრელი ამბების მიღება - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 1 კვირა

"ახლა წარმოქმნილმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, პარტნიორს საბოლოოდ დაგაშოროთ" - ასტროლოგი დღევანდელ სავსემთვარეობასა და მომდვნო 2 კვირაზე

აგვისტოს ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვის რას ურჩევენ ასტროლოგები?