ავტორი:

2020 წლის აღმოსავლური პროგნოზი  კატა/კურდღლის წელიწადში დაბადებულებისთვის - ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა გელით

2020 წლის აღმოსავლური პროგნოზი  კატა/კურდღლის წელიწადში დაბადებულებისთვის - ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა გელით

თუ ოჯახურ ცხოვრებაში ცვლელებების შეტანა გსურდათ, წლის მბრძანებელი, ვირთხა ამის შესაძლებლობას მოგცემთ. შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, ან იყიდოთ ახალი ბინა. უმრავლესობა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადავა საცხოვრებლად. ამის მიზეზი კი შეიძლება ნამდვილი სიყვარული გახდეს.

2020 წელს ყური უნდა დაუგდოთ ნათესავებისა და მეგობრების რჩევებს. მათი რეკომენდაციები ხშირად დაგჭირდებათ. შეიძლება თავად მეცენატის ან სპონსორის როლში მოგიწით ხშირად ყოფნამ. კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისას მაქსიმალური დაკავირვება გმართებთ. ახალი საქმიანი პარტნიორების დახმარებით შეიძლება სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდეთ.

ვირთხის წელიწადში შესაძლებლობა მოგეცემათ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. იპოვოთ თქვენი შესაფერისი ცხოვრების მეგზური. გახსოვდეთ, რომ თუ თავისუფლებას იქნებით გამოკიდებული, ეს სიკეთეს არ მოგიტანთ. უფრო მეტიც, ნამდვილი სიყვარული იშვიათად მოდის ადამიანთან.

გამონახეთ დრო და მიხედეთ ჯანმრთელობას. ჩაიტარეთ გამოკვლევა. განსაკუთრებით, ვისაც კუჭ-ნაწლავის სისტემა გაწუხებთ.

  • 2020 წლის პროგნოზი ქალბატონი კატა/კურდღლისთვის

თავდაჯერებული და თავისუფლებისმოყვარე ნიშნებს ნამდვილ სიყვარულთან გელით შეხვედრა. კარგი იქნება, თუ ფეთქებად ხასიათს თავიდანვე არ გამოვლენთ და ყველაფეის დრამატიზებას არ შეეცდებით. ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება საქმეები ყველა სფეროში გაგიფუჭოთ. ზოგიერთი სამსახურის, პროფესიის შეცვლას გადაწყვეტს. ჯერ ყველაფერში გაერკვიეთ და სამსახურიდან წამოსვლის განცხადება მერე დაწერეთ.

  • 2020 წლის პროგნოზი მამაკაცი კატა/კურდღლისთვის

ყველასთვის სასურველი ხართ. ყველა ცდილობს თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას. წელს მოგინდებათ ოჯახის შექმნა, ახალ ადამიანებთან დამეგობრება, მუშაობა... შეიძლება ზოგიერთ ადამიანთან ან საქმიანობასთან დაშორებამ მოგიწიოთ და პირიქით, ახალ საქმეებში მოსინჯოთ ძალები. ვირთხის წელიწადში ყოველთვის ფუმფულა და საყვარელი ვერ იქნებით, ზოგჯერ კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი, განახორციელეთ ორიგინალური იდეები.

  • 2020 პროგნოზი ცეცხლოვანი კატა/კურდღლისთვის (დაბადების თარიღები - 29. 01. 1987 - 16. 02. 1988)

რთული, მაგრამ პროდუქტიული წელი გელით. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი უნდა გქონდეთ, რომ ყველაფერი მოასწროთ. შეიძლება შეიძინოთ ის ნივთი, რაზეც ოცნებობდით და ფულს აგროვებდით. ახალი სამსახური ან თანამშრომლობა, მუდმივ მატერიალურ შემოსავალს მოგიტანთ. ზოგიერთს ხელფასის მომატება და დაწინაურება ელის. შეიძლება ზოგიერთ თანამშრომელზე ზრუნვამ მოგიწიოთ. ეცადეთ, გვერდით ისეთი ადამიანები გყავდეთ, ვისი იმედიც გაქვთ.

გაფრთხილდით, მოსალოდნელია მოწამვლა, ინფექციური დაავადებების გამწვავება. თუ საავადმყოფოში დაწოლით სამსახურში პროექტების განხორციელებას ვერ შეძლებთ და სახლში ვალდებულებების შესრულებას, ცუდია. პირად ცხოვრებაში არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენს ნერვებზე ითამაშონ. ნუ მოითმენთ შეურაცხყოფასა და დამცირებას. თუ შეყვარებული ხართ, დაქორწინებას ნუღარ გადადებთ.

  • 2020 პროგნოზი წყლის კატა/კურდღლისთვის (დაბადების თარიღები - 25. 01. 1963 - 12. 02. 1964; 22. 01. 2023 - 9. 02. 2024)

ყველა სიტუაციიდან სწრაფად და უვნებლად დაიძვრენთ თავს. იყავით მეტად თავდაჯერებული და ოპტიმისტურად განწყობილი. გამონახეთ დრო და სერიოზულად დაკავდით ჯანმრთელობით. ნუ აგდებთ კვების რეჟიმს, ვარჯიშს. თქვენთვის კარგია ცურვა. დაიცავით პროფილაქტიკური წესები, რათა არ გაცივდეთ.

ფულს მიიღებს იმდენს, რამდენსაც იმუშავებთ. სტაბილული სამსახური და გამომუშავება იმ ნივთების შეძენის საშუალებას მოგცემთ, რაზეც ოცნებობდით. კარგი წელია საინტერესო პროექტების განსახორციელებლად. ხშირად დაისვენეთ, ზაფხულში კი - აუცილებლად. შანსი მოგეცემათ შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს. გასართობად დაწყებული ფლირტი შეიძლება სერიოზულ რომანში გადაიზარდოს. დაოჯახებულებს შეიძლება კრედიტის აღებამ მოგიწიოთ. ეცადეთ, დაკვირვებით გააფორმოთ დოკუმენტები.

  • 2020 პროგნოზი ხის კატა/კურდღლისთვის (დაბადების თარიღები - 11. 02. 1975 - 30. 01. 1976)

აზარტულ და დამოუკიდებელ ნიშნებს მადის კონტროლი მოგიწევთ. ეცადეთ, მიზნებს ისე მიაღწიოთ, რომ არავინ დააზარალოთ. თუ გგონიათ, რომ მარტივად შეძლებთ დიდი ფულის გამომუშავებს. გაფრთხილდით, რომ ხაფანგში არ ამოყოთ თავი. ეცადეთ, დროისა და ენერგიის დაზოგვით იმოქმედოთ. ნუ ჩაეჭიდებით იმ საქმეს, რაც წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას არ მოგიტანთ. ნებისმიერი კაპიტალდაბადება ბიზნესსა თუ აგარაკის მშენებლობაში კარგად უნდა იყოს გააზრებული. არავის გაუმხილოთ სამომავლო გეგმები.

დილაობით საუზმე, სადილობა და 6 საათისთვის მსუბუქი ვახშმობა წესად გაიხადეთ. აგრეთვე, დილაობით ვარჯიში და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება. შემოდგომასა და ზამთარში ზომიერად ივარჯიშეთ (იმავეს თქმა შეგვიძლია აქტიურ სპორტზეც). გაფრთხილდით, ტრავმებისა და მოტეხილობების ალბათობა იმატებს. სიფრთხილე გმართებთ საჭესთანაც. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. თავგადასვალებითა და მოგზაურობით დახუნძლული წელი გელით. საინტერესო ადამიანთან ნაცნობობა ისე გაგაბედნიერებთ, რომ ზოგიერთი დაქორწინებაზეც დაფიქრდება. დაქორწინებულება გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. ზაფხული ოჯახთან ერთად გაატარეთ, სასურველია, ზღვაზე გაემგზავროთ.

  • 2020 პროგნოზი მიწის კატა/კურდღლისთვის (დაბადების თარიღები - 19. 02. 1939 - 7. 02. 1940; 16. 02. 1999 - 4. 02. 2000)

მეგობრების მხარდაჭერის გარეშე უნდა იმოქმედოთ. ყველაფერი დამოუკიდებლად და დაკვირვებულად უნდა გადაწყვიტოთ. მთავარია, საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრი ჩარჩოები არ დაუწესოთ. გაიუმჯობესეთ განწყობა, გარეგნობა. ჩაეწერეთ სტილისთან და კოსმეტოლოგთან. დაავადებები სერიოზული არ იქნება, მაგრამ ანალიზების აღება და ექიმის დახმარება დაგჭირდებათ. შეიძინეთ ის, რაც დაგეგმილი გქონდათ. იმუშავეთ, მაგრამ არა ისე, რომ გადაიწვათ და გართობის თავი აღარ გქონდეთ. ამოისუნთქეთ და მიუბრუნდით იმ საქმეებს, რომლებიც მიტოვებული გქონდათ. შეიძლება საზღვარგარეთ მიგიწვიონ სამუშაოდ. უარი არ თქვათ, ნათესავების უკმაყოფილების მიუხედავად, ფულსაც დააგროვებთ და გამოცდილებასაც შეიძენთ.

ზოგიერთი სასიყვარულო სამკუთხედის გმირი აღმოჩნდება. იქნება დაშორებაც, ისტერიკაც და ვნებიანი შერიგებაც. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ღირსეულად გეჭიროთ თავი. იყავით რომანტიკოსი და არა ავანტიურისტი. ზოგიერთი მემკვიდრეობას მიიღებს ან ფულს ლატარეაში მოიგებს.

  • 2020 პროგნოზი მეტალის კატა/კურდღლისთვის (დაბადების თარიღები - 6. 02. 1951 - 26. 01. 1952; 3. 02, 2011 - 22. 01. 2012)

ჰარმონიული წელი დაგიდგათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზღაპარში აღმოჩნდით. ახალი სამსახური გამოგიჩნდებათ, ახალ სიყვარულს იპოვით, ფული გამოულევად გექნებათ. ერთი რჩევა გვაქვს, რუტინასა და არასასიამოვნო ადამიანებს უნდა გაეცალოთ. ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. გაზაფხულზე მეტად უნდა დაისვენოთ, შრომისუნარიანობა დაგიქვეითდებათ. შეიძლება თანამშრომლობა შემოგთავაზოთ ბიზნესმენმა მეგობარმა. გახშირდება მივლინებები. შეიძლება საზღვარგარეთ ხელშეკრულებებიც კი გააფორმოთ.

თუ ჰორიზონტზე გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მოგწონთ, დაოჯახებას ნუ გადადებთ. მეუღლისადმი იყავით მოსიყვარულე, ეცადეთ, უქმეებიცა და შვებულებაც ერთად გაატაროთ.

გამოიჩინეთ ყურადღება ალერგიისა და ქრონიკული დაავადებებისადმი. თქვენზე უკეთ არავინ იცის თქვენი ორგანიზმი. ამიტომ, ყური დაუგდეთ სიმპტომებს. მოერიდეთ ეგზოტიკური და ცხიმიან, შემწვარი კერძების ჭამას. აუცილებლად ჩაეწერეთ ფიტნესსა და აუზზე.

  • 2020 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი კატა/კურდღლისთვის

წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებით, ღირსეული ადამიანი უნდა აირჩიოთ ცხოვრების მეგზურად. ნუ აქცევთ ყურადღებას ადამიანის გარეგნობას, დაინტერესდით მისი შინაგანი ბუნებითაც. დააკვირდით მათ, ვისი ინტერესებიც თქვენსას ემთხვევა. კარგი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ არა მარტო საყვარელ ადამიანთან არამედ მის ნათესავებთანაც. შეყვარებულის მშობლებმა შეიძლება საკუთარი შვილივით მიგიღონ. დასვენება საყვარელ ადამიანთან და შვილებთან ერთად დაგეგმეთ.

  • 2020 წლის ზოგადი ფინანსური პროგნოზი კატა/კურდღლისთვის

კარგად უნდა იმუშაოთ, რომ კარგი ფულიც მიიღოთ. შეიძლება სხვადასხვა ფრონტზე მოგიწიოთ მოქმედებამ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ მეგობრებისგანაც. ფულის დაგროვებას შემოდგომიდან დაიწყებთ. კარგი წელი ელით ბიზნესმენებს, რომლებიც საზღვარგეთთან თანამშრომლობენ. შეიძლება მსხვილი თანხა დაგეხარჯოთ ჯანმრთელობაზე. უმჯობესია, შვებულება ძვირად ღირებულ კურორტზე კი არა, ნათესავებთან გაატაროთ სოფელში. ფულსაც დაზოგავთ და ორგანიზმსაც დაასვენებთ.

  • 2020 წლის ზოგადი კარიერული პროგნოზი კატა/კურდღლისთვის

უამრავ შემოთავაზებას მიღებთ სხავადასხვა სამსახურისგან. კარგი წელია მათთვის, ვისაც დაწინაურება, კარიერული წინსვლა სურს. იყავით მიზნამიმართული, დაიმეგობრეთ ის ადამიანები, ვისზეც თქვენი წინსვლაა დამოკიდებული. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. ფორტუნა გაგიღიმებთ შემოქმედებით ადამიანებს. კონკურენტების მიმართ იყავით დაკვირვებული.

  • 2020 წლის ზოგადი ჯანმრთელობის პროგნოზი კატა/კურდღლისთვის

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ გადაიღალოთ არც ემოციურად და არც ფიზიკურად. ნუ შეიქმნით თქვენვე უსიამოვნებებს. დილაობით ვარჯიში ან მსუბუქი სირბილი, ცეკვა, იოგა და სწორი კვების რეჟიმი დაგეხმარებათ, რომ იდეალური ფორმა შეინარჩუნოთ. უარი არ თქვათ ვიტამინების მიღებაზე, გაკაჟებასა და წყლის პროცედურებზე.

  • რა გელით კატა/კურდღლებს 2020 წელს თვეების მიხედვით

იანვარი - სასიამოვნო მომენტებით დატვირთული თვე გელით.

თებერვალი - თუ ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედებთ, სასურველს მიაღწევთ.

მარტი - გადახედეთ გარემოცვას, ბრმად ნურავის ენდობით.

აპრილი - სირთულეები ღირსეულად უნდა გადალახოთ.

მაისი - ნუ იყურებით წარსულში, იყავით მომართული მომავალზე.

ივნისი - გრანდიოზული ცვლილებებისა და აღმოჩენების თვეა.

ივლისი - საკუთარ თავს თვითკონტროლი დაუწესეთ. ჩამოყალიბდით ცხოვრებისეულ პრიორიტეტებში.

აგვისტო - წარმატებას მიიღებს ის კატა/კურდღლი, ვინც სამუშაოს პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება.

სექტემბერი - ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას იმაზე, რაც მომავალში წარმატებას არ მოგიტანთ.

ოქტომბერი - მარტოხელები ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან. რომანტიკულ თავგადასავლებში თავით გადაეშვებიან.

ნოემბერი - ფინანსური საკითხები დიდი დაკვირვებით მოაგვარეთ ან მომავლისთვის გადადეთ მათი გადაწყვეტა.

დეკემბერი - ბედნიერების, გაფურჩქვნის თვეა. წარმატება თქვენს მხარესაა.

როგორი იქნება  2020 ცხენის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 წელი ხარის წელიწადში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 წელი ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი  სტიქიების მიხედვით