ავტორი:

როგორი იქნება 2020 წელი ხარის წელიწადში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 წელი ხარის წელიწადში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

წელი კარგია სწავლისთვის, თვითგანვითარებისთვის და ნაკლებად კარგია ფიზიკური შრომისთვის. იმისთვის, რომ ცხოვრება ნათელ ფერებში დაინახოთ, შეიცვალეთ შეხედულებები, იყავით მეტად ოპტიმისტური.

გაზაფხულზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიძლება დამატებით სამუშაოს დათანხმდეთ. იმისათვის, რომ მინუსებში არ გადავარდეთ, კარგად გათვალეთ ბიუჯეტი. ხშირად შეხვდით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

ნათესავების მიმართ მეტად დამთმობი და რბილი უნდა იყოთ. მოერიდეთ კამათს საყოფაცხოვრებო საკითხებზე. დაქორწინებეულებმა გამონახეთ დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. აგვისტოში შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვის მიმართაც ნამდვილი გრძნობა გაგიჩნდებათ. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, დააკვირდით ადამიანს, რამდენად პასუხისმგებლობით ექცევა თქვენს გრძნობას.

2020 წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მაიქციოთ ჯანმრთელობას. დროულად მიმართეთ ექიმს. ზაფხულში მოსალოდნელია მოწამვლისა და გასტრიტის ალბათობა.

  • 2020 წლის პროგნოზი ქალბატონი ხარისთვის

წელს ძალა და ენერგია უნდა გამოავლინოთ. ყველაფერს მიაღწევთ, რაც გსურთ. მთვარია, მიზანდასახული იყოთ. მარტოხელა ქალ ხარს რომანტიკული ნაცნობობა ელის. საყვარელი ადამიანი ყველანაირად ეცდება, რომ საკუთარი გრძნობები დაგიმტკიცოთ.

კარიერაში გრანდიოზული ცვლილებები გელით. სამსახურში მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ. კონკურენტებს დიპლომატიურად უნდა გაუკლავდეთ. ამასთანავე, კატაკლიზმებისა და ფინანსური დანაკარგის გარეშე.

  • 2020 წლის პროგნოზი მამაკაცი ხარისთვის

გარშემო მყოფებისთვის მაღალინტელექტუალური ავტორიტეტი ტიპაჟი ხართ. თქვენ გვერდით ადამიანი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. 2020 წელს შეიძლება პრობლემები სხვადასხვა სფეროში გქონდეთ, მაგრამ სასიხარულო მომენტებიც გექნებათ. მოიმატებს კონკურენცია სამსახურსიც და პირად ცხოვრებაშიც. მეტად უნდა გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები, სამსახურშიც და ახლობლებთანაც. უნდა გამონახოთ დრო ნათესავებთან შესახვედრად. იყავით ჩართული საოჯახო საქმეებში. ხშირად გაატარეთ დრო შვილების გვერდით.

  • 2020 პროგნოზი ცეცხლოვანი ხარისთვის (დაბადების თარიღები - 8. 02. 1997 - 27. 01. 1098)

ტაქტიკური და ბრძენი ნაბიჯები უნდა გადადგათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღება მოგიწევთ. მიიღეთ ვიტამინები, გაიკაჟეთ სხეული. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დამატებითი შემოსავალი მოახმარეთ ბინის მშენებლობას, რემონტს. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებს. ზაფხულსა და შემოდგომაზე ძირად ღირებული საყიდლები გელით.

მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. ეცადეთ, თქვენი ადამიანი ამოიცნოთ და ფლირტი და ოფიციალური ურთიერთობა ერთმანეთში არ აურიოთ. ზაფხულში უამრავი მგზავრობაა დაგეგმილი. საინტერესო ადამიანის გაცნობა საზღვაო კურორტზეც გელით. ცეცხლოვანი ხარი ოჯახის შექმნაზე, შვილების გაჩენასა და ბინის ყიდვაზე დაფიქრდება.

  • 2020 პროგნოზი წყლის ხარისთვის (დაბადების თარიღები - 3. 02. 1973 - 22. 01. 1974)

მოსაწყენად არ გეცლებათ. გამოგიჩნდებათ პერსპექტიული სამუშაო. ეცადეთ, გაურკვეველ სიტუაციებში მეტად დაკვირვებული იყოთ. რეგულარულად მიიღეთ ვიტამინები. ზამთარსა და შემოდგომაზე უნდა გაიკაჟოთ სხეული. ნაკლები დრო დაუთმეთ იმ საქმეებს, რაც ენერგიას ტყუილად გაკარგვინებთ.

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლებთ ბინაში რემონტის გაკეთებას, მოგზაურობას, ბავშვებისთვის სწავლის დაფინანსებას.

2020 წელს საშუალება მოგეცემათ აიმაღლოთ კვალიფიკაცია. მოსალოდნელია დაწინაურება, პირადი ბიზნესის განვითარება.

მარტოხელები შეძლებენ გაიცნონ და ოჯახი შექმნან საინტერესო ადამიანთან. ხშირად შეხვდით ძველ და ახალ მეგობრებს, მათ წრეში შეძლებთ თქვენი საბედოს გაცნობას. დაქორწინებულებმა უნდა ეცადეთო, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება მეუღლესთან. სახლში უნდა იყოს კომფორტი, სიმშვიდე და სიყვარული.

  • 2020 პროგნოზი ხის ხარისთვის (დაბადების თარიღები - 20. 02. 1985 - 8. 02. 1986)

მთელი წლის განმავლობაში ყველაფერის შეცვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგინდებათ. ეს ეხება სამსახურსაც, სიყვარულსაც და ფინანსებსაც. უმეტესობა ახალი სამსახურის მოძიებას შეძლებს. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, ვაჭრობისას.

მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ. საკუთარ თავს უნდა დაუწესოთ კვების გარკვეული რეჟიმი. მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები. ხშირად და ზომიერად ივარჯიშეთ. გაიუმჯობესეთ ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ორგანიზმი - წიდებისგან. სამსახურში ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. ფული ზომიერად ხარჯეთ. უმჯობესია, თანხა მოაგროვოთ შვებულებისთვის.

ნამდვილი სიყვარული ეწვევა მას, ვინც ელის. ზოგიერთი შეიძლება ყოფილ პარტნიორსაც კი შეურიგდეს. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში აკონტროლოთ ემოციები. თუ ხვდებით, რომ გრძნობები ორმხრივი და ნამდვილია, შემოდგომაზე ქორწილისთვის მოემზადეთ.

  • 2020 პროგნოზი მიწის ხარისთვის (დაბადების თარიღები - 29. 01. 1949 - 16. 02. 1950; 26. 01. 2009 - 13. 02. 2010)

მიუხედავად იმისა, რომ კარგი ჯანმრთელობა გაქვთ, მაინც უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს. მოსაფრთხილებელია კუჭი, გული. დაიცავით კვების რეჟიმი. ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ. წლის განმავლობაში კარიერაში აღმასვლა და დაღმასვლა ხშირად იქნება. თუმცა, ფულის მხრივ გაჭირვება არ გექნებათ. მეტად განვითარდით, ისწავლეთ.

დაქორწინებულმა ხარებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. დაეხმარეთ ერთმანეთს ნიჭის გამოვლენაში. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები. ეცადეთ, ადამიანურ სიკეთეს სიკეთით უპასუხოთ.

  • 2020 პროგნოზი მეტალის ხარისთვის (დაბადების თარიღები - 15. 02. 1961 - 4. 02. 1962)

წელს დარწმუნდებით, რომ ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარდა, თქვენთვის ახლობელი და საყვარელი არავინაა. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მათ გვერდით. გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. მოიცილეთ მავნე ჩვევები. ივარჯიშეთ. ფული გექნებათ ზუსტად იმდენი, რამდენსაც იმუშავებთ. ხანდახან მაინც იყიდეთ ხოლმე ლატარიის ბილეთი. ზოგიერთმა შეიძლება მოიგოთ ბინა ან მანქანა.

ყოველი თავისუფალი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. მეტად დაინტერესდით ნათესავების ჯანმრთელობით. მოსალოდნელია ხშირი მივლინება, უცხოელ პარტნიორებთან ხშირი შეხვედრა. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. მარტოხელები კვლავ შეძლებენ რომანტიკული კავშირის შექმნას. იყავით მეტად მეგობრული.

  • 2020 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი ხარისთვის

ვირთხის წელიწადში ჰარმონია, სიყვარული და საჩუქრები გელით. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ნებისმიერ წვრილმანზე კამათს. გაუფრთხილდით საკუთარ და პარტნიორის ნერვებს. 2020 წელს საშუალება მოგეცემათ, დაქორწინდეთ და მყარი ოჯახი შექმნათ. აგრეთვე, შვილი გააჩინოთ ან დაფეხმძიმდეთ. ხშირად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები.

  • 2020 წლის ზოგადი ფინანსური პროგნოზი ხარისთვის

ფული ზომიერად გექნებათ. ეცადეთ, თანხა მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე დახარჯოთ. აგრეთვე, დაზოგეთ ენერგიაც. ზოგიერთს შესაძლებლობა მოგეცემათ ახალი ხელობა შეისწავლოთ ან კვალიფიკაცია აიმაღლოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. იყავით მეტად პასუხისმგებელი. იმოქმედეთ სამართლიანად. ზამთრის დასაწყისში ზოგიერთი ბიზნესის დაწყებას შეძლებს.

  • 2020 წლის ზოგადი ჯანმრთელობის პროგნოზი ხარისთვის

გაიუმჯობესთ ჯანმრთელობა. დიეტა და ვარჯიში აუცილებელია. დილაობით შეგიძლიათ ირბინოთ კიდეც, დაკავდით იოგას ვარჯიშებით. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ეცადეთ, სრულყოფილად დაისვენოთ ხოლმე. გაუფრთხილდით კუჭს, გულს, მყესებს. მოერიდეთ სტრესს.

  • რა გელით ხარებს 2020 წელს თვეების მიხედვით

იანვარი - თანაბრად მოგიტანთ სასიამოვნო და უსიამოვნო სიურპრიზებს.

თებერვალი - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, აიმაღლეთ იმუნიტეტი. ფულს სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ.

მარტი - გარშემო მყოფები სიურპრიზებით გაანებივრეთ.

აპრილი - ახალი შესაძლებლობები მოგეცემათ.

მაისი - ჩამოწერეთ მომავლის გეგმა. დაიწყეთ ფულის შეგროვება.

ივნისი - კოლექტივთან ერთად შეძლებთ იდეების განხორციელებას.

ივლისი - გააუმჯობესეთ პირადი და საქმიანი კავშირები.

აგვისტო - დასვენების დროს თუ ახალი იდეები დაგებადებათ, ჩაიწერეთ.

სექტემბერი - მოულოდნელოებით აღსავსე თვე გელით.

ოქტომბერი - მარტივად გაუმკლავდებით სირთულეებს.

ნოემბერი - ჰარმონია დაისადგურებს პირად ურიერთობაში. სამსახურსა და ფინანსებში - სტაბილურობა.

დეკემბერი - ეს ის, თვეა, როცა შეგეძლებათ, დინებას მიჰყვეთ.

როგორი იქნება 2020 წელი ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი  სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 წელი დრაკონის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი  სტიქიების მიხედვით

"ამგვარი დაბნელება ბოლოს 18 წლის წინ მოხდა" -  რატომ არის 26 დეკემბერი  წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე