ავტორი:

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კუროებისთვის - აღმოსავლური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კუროებისთვის - აღმოსავლური ჰოროსკოპი
  • კურო - ხარი

ახალი წლიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. ჩვეულ ტემპში ცხოვრება არ გამოგივათ. იყავით მომართული ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაზე. ხარი გულუხვად დაგასაჩუქრებთ ბეჯითი შრომისთვის. თუ შრომისმოყვარეობას გამოავლენთ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი კი პირადი ბიზნესის გახსნასაც შეძლებს. გამოუტყდით სიმპათის ობიექტს გრძნობებში. დაქორწინებულები ნუ გაჯიუტდებით, მზრუნველობა და ყურადღება მხოლოდ თქვენ არ გსიამოვნებთ, იყავით მეუღლის მიმართ ისეთი, როგორც გსურთ, თქვენს მოგექცეთ.

  • კურო - ვეფხვი

წლის მმართველი უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ. თებერვლიდან ელოდეთ ახალ შესაძლებლობებს: შანსი მოგეცემათ, განახორციელოთ თამამი გეგმები. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერს მარტივად და უშრომველად მიაღწევთ, ხელები უნდა დაიკაპიწოთ და დღედაღამ იმუშაოთ. მიზნების მიღწევის გამო პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი გახდება. დაძაბული გრაფიკის გამო სიყვარულისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. თუმცა, ამ უკანასკნელს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, მარტოობამ რომ არ გაგაწამოთ. მარტოხელები ეფლირტავეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. ნუ გაურბიხართ რომანტიკას.

  • კურო - მაიმუნი

2021 წელს ყველაზე დაფასებული თანამშრომლის სტატუსს მოიპოვებთ. შრომისმოყვარეობა და კომუნიკაბელურობა დაგიფასდებათ. ხანდახან დამატებით სამუშაოსაც კი შეასრულებთ და ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც მოგიწევთ. ხშირად გამართეთ მოლაპარაკებები, დიპლომატიურად მოაგვარეთ კონფლიქტური სიტუაციები. ზოგიერთი კოლექტივის ლიდერიც კი გახდებით. დაწინაურება და ხელფასის გაზრდაც გელით. გარშემო მყოფები სითბოთი და მზრუნველობით აგავსებენ. თავადაც მეტად მგრძნობიარე და რბილი გახდებით. დაქორწინებულები შვილის გაჩენას გადაწყვეტენ.

  • კურო - ვირთხა

მოიმატებს კონკურენცია და ფრთხილად უნდა იყოთ. თუმცა, ნუ გეშინიათ, ყველაფერს საკმაოდ კარგად გაართმევთ თავს. არ მოდუნდეთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. იყავით მუდამ მობილიზებული, ყოველთვის მზად, რომ გაიუმჯობესოთ პოზიცია, მატერიალური მდგომარეობა. კარგ შედეგს მოგიტანთ გუნდური მუშაობა. შეაქმენით პროფესიონალების გუნდი. სასურველია, იმ კადრებთან იმუშაოთ, ვისთანაც ადრე უკვე გქონდათ შეხება. მარტოხელები ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. გაფრთხილდით, არავინ ისარგებლოს თქვენი გულუბრყვილობით.

  • კურო - დრაკონი

თქვენი ენერგია სწორად უნდა წარმართოთ - მხოლოდ იმ საქმეში, რაც წარმატებას და მატერალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ნუ დაკარგავთ დროს, დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ მიზანმიმართულად. უფროსთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, რომლებიც კომპანიას სასიკეთოდ წადგება. ფულის უკმარისობა არ გელით, მთავარია, ფუფუნების ნივთებზე არ გაფლანგოთ. პირად ცხოვრებაში ყურადღებით იყავით. არავინ ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის მიგახვედრებთ, ვინ უნდა გყავდეთ გვერდით.

  • კურო - მამალი

სიურპრიზებისთვის მოემზადეთ, თუმცა, უმრავლესობა სასიამოვნო იქნება. სამსახურში ახალი პროექტების რეალიზების შესაძლებლობა მოგეცემათ. მოირგეთ ლიდერის როლი, ძალები საკმარისად გაქვთ, რათა მიაღწიოთ სასურველს. გამოგიჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც საშუალებას მოგცემთ, განახორცილეოთ ჩანაფიქრი ან დააბანდოთ ფული სარფიან საქმეში. შანსი მოგეცემათ, სხვა ქალაქში გადახვიდეთ საცხოვრებლად ან სამუშაოდ. პირადი ცხოვრება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. არასტაბილურობა მოიმატებს. ეცადეთ, ჰარმონიამ დაისადგუროს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით მათთან, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

  • კურო - ცხენი

ცოტა შეამცირეთ ჯირითი. ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო უნდა მიატოვოთ, უბრალოდ, პერიოდულად თავს დასვენების საშუალება უნდა მისცეთ. იყავით მიზნამიმართული და ობიექტურად იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. გადახედეთ წარსულს და გამოასწორეთ ზოგიერთი მომენტი, რაც განვითარებაში, წინსვლაში გიშლით ხელს. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად და სტაბილურად გაქვთ. დაოჯახებულები შინ ჰარმონიულ გარემოს შეიქმნით. ზოგიერთი შეიძლება მშობელიც კი გახდეთ. მარტოხელებს რომანტიკული შეხვედრები გელით, საინტერესო ადამიანების გაცნობა.

  • კურო - თხა

ოპტიმისტურ განწყობაზე იქნებით, ბევრი საქმე - კარიერულიც და ოჯახურიც - თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. სამსახურში კონფლიქტების ალბთობა მოიმატებს, მაგრამ ეს საქმის გაუმჯობესებისთვისაა მნიშვნელოვანი. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი თითოეული ნაბიჯი. ისე იმუშავეთ, რომ უფროსმა შეგამჩნიოთ. თუ თავად არ გაუფრთხილდებით თქვენს სიყვარულს, ვერავინ დაგეხმარებათ. არ გირჩევთ ჭირვეულობასა და ეჭვიანობას. იმუშავეთ საკუთარი განწყობის გაუმჯობესებაზე.

  • კურო - კურდღელი

დატკბებით კარიერული წინსვლით. დაიმსახურებთ გარშემო მყოფების აღიარებას და უფროსის შექებას. იყავით მზად, რომ არგუმენტირებულად დაიცვათ თქვენი მოსაზრებები და ამასთნავე არ შეურაცხყოთ გარშემო მყოფები. იზრუნეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. პირად ცხოვრებაში უშრომველად ვერაფერს მიიღებთ. შეიძლება მოქიშპეებიც კი გამოგიჩნდნენ. ამიტომ, სასურველის მისაღწევად უნდა იბრძოლოთ.

  • კურო - ძაღლი

მეტად ზრუნავთ პირად სიამოვნებაზე, რის გამოც შეიძლება პირადი ურთიერთობები და სამსახურის საქმეები დაიზიანოთ. ეგოისტურად ნუ იქცევით. სამსახურში იყავით აკურატული და უარს ნუ იტყვით საინტერესო პროექტების განხორციელებაზე. უპირატესობა მიანიჭეთ გუნდურ მუშაობას. ზომიერად გამოავლინეთ ამბიცია. კარიერული წინსვლის მსურველებს კარგად გააზრებული უნდა გქონდეთ, რომ პასუხისმგებლობა და ვალდებულება მოგემატებათ. მხოლოდ შრომით მოიპოვებთ ფინანსურ კეთილდღეობას. პირად ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურად გაქვთ. დაქორწინებულები შვილის დაბადებას გადაწყვეტთ.

  • კურო - გველი

სიტუაციების მიუხედავად გაწონასწორებული, ბრძნული უნდა იყოთ. მარტივად გაუმკლავდებით არსებულ უსიამოვნებებს (და მაქსიმალურად შეამცირებთ ახლებს), თუ მოინდომებთ და ემოციებს არ აჰყვებით. იზრუნეთ ფინანსურ კეთილდღეობაზე, იყავით თამამი, ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების; ხანდახან კი ლიდერის როლიც უნდა მოირგოთ. მარტოხელები დაფიქრდით პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე, შეყვარებულები კი დაქორწინდით.

  • კურო - ღორი

ნურაფრის შეგეშინდებათ. ყველაფერი, რასაც მოინდომებთ, რომ გააკეთოთ, გამოგივათ. არ გადადოთ გამგზავრება, ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, შემოქმედებითი პროექტების რეალიზება. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ეცადეთ, მარტივად შეეგუოთ წარმოქმნილ სიტუაციებს. განებივრებული იქნებით საწინააღმდეგო სქესის ყურადღებით. მთავარია, თავად არ გაირთულოთ მდგომარეობა. იყავით მომართული სტაბილურობაზე.

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თხის რქებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ტყუპისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

13 იანვარს ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში