ავტორი:

27 აპრილის ვარდისფერი სუპერსავსემთვარეობა - რას უნდა ველოდეთ მისგან და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

27 აპრილის ვარდისფერი სუპერსავსემთვარეობა - რას უნდა ველოდეთ მისგან და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

27 აპრილს, 7:31-ზე სავსემთვარეობას ველოდებით მორიელის ნიშანში. ამ დღეს მთვარე მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწას, მას სუპერსავსემთვარეობას, ფერის ცვლილების გამო კი ვარდისფერ მთვარესაც ეძახიან და მის გავლენას ყველა ვიგრძნობთ. სუპერსავსემთვარეობას სამი ღამის განმავლობაში ექნება ჩვენზე გავლენა, თუმცა, სუპერსავსემთვარეობა გვექნება ერთი თვის შემდეგაც, 26 მაისს და 24 ივნისსაც. ამიტომ, გარშემო მყოფებში ზედმეტი ემოციურობა ნუ გაგიკვირდებათ. მოერიდეთ ამ დღეებში ალკოჰოლის მიღებას, იყავით დაკვირვებული გადაადგილებისას, საჭესთან. ემოციურობა და ჭირვეულობა მოიმატებს ბავშვებში. აკონტროლეთ პირადი შიშები და ემოციები. სასურველია, დავიცვათ ბალანსი სულიერებასა და მატერიალურ საკითხებს შორის. მიირთვით ჯანსაღი საკვები, იზრუნეთ სხეულზე. ისწავლეთ პოზიტიურად ფიქრი, გაღიმება. ეკონტაქტეთ თქვენთვის სულიერად სასიამოვნო ადამიანებს.

ახლა მზე (ცნობიერი) კუროშია . მთვარე (ქვეცნობიერი) - მორიელში . სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. სავსემთვარეობისას მთვარე მარსისა და პლუტონის სახლში ხვდება და თავს არაკომფორტულად გრძნობს. ყოველთვის როცა სავსემთვარეობა მორიელში ხდება რაღაც საიდუმლო უნდა გამომჟღავნდეს, ადამიანებმა საკუთარი თავი უნდა გამოავლინონ, შეიძლება რაღაცის საზღაურის გადახდამ მოგიწიოთ, ეს შეიძლება იყოს მატერიალური, ჯანმრთელობის თემა ან პირადი ურთიერთობა. გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთს თავი შეახსენოს ძველმა იარამ, ყველასთვის მოულოდნელად სიმართლე გაჟღერდეს, დისკომფორტულად იგრძნოთ თავი. უსიამოვნება მოსალოდნელია, მაგრამ შედეგი შეიძლება იყოს სამართლიანი. ხოლო ერთმა უსიამოვნო საუბარმა შეიძლება ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს. მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონი ახლა თხის რქაშია და რეტროგრადულია (უკანმავალი). თხის რქის მმართველი კი სატურნია (წესრიგი, დრო, პასუხისმგებლობა). ყველა უნდა დაბრუნდეს წარსულში და დაასრულოს დაწყებული საქმეები, გამოასწოროს დაშვებული შეცდომები. ზოგიერთს მოუნდება გათავისუფლდეს ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისგან, ურთიერთობებისგან, უსიამოვნო ემოციებისგან, შინაგანი განცდებისგან. მოგშორდებათ ის, რაც მტკივნეულ ტვირთად დაგაწვათ. მოგინდებათ სახლის საფუძვლიანად დალაგება. ზოგიერთი შეიძლება გამოჯანმრთელდეს. ეს არის გამწმენდი სავსემთვარეობა, მაგრამ ნუ ელოდებით, რომ უმტკივნეულდ ჩაივლის ყველაფერი. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სიტყვას ექნება ძალიან დიდი გავლენა. სიტყვა შეიძლება იყო ან დამანგრეველი, ან განმკურნებელი. 29 აპრილს მერკური (სიტყვა) ლილიტს (ცდუნება) შეუერთდება. ამ დღეს შეიძლება უჩვეულო, მწარე და გამაოგნებელი სიტყვები მოისმინოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მათი გაგების შემდეგ რაღაც კარდინალურად შეიცვლება თქვენში.

სავსემთვარეობა მორიელში თქვენში გამოიწვევს სურვილს, რომ რაღაც ისწავლოთ, გაგიჩნდებათ დიდი ფულის გამომუშავების სურვილი. ზოგიერთს კი მოუნდება ხანგრძლივი, სასიყვარულო გრძნობები განიცადოს. ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა. გირჩევთ, ამ დღეს მოერიდოთ აზარტულობას და განსაკუთრებით, აზარტულ თამაშებს. კარგ შედეგს მოგიტანთ გამწმენდი პროცედურები, რელაქსაცია, მიტევება, გათავისუფლება იმ ნეგატივისგან, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს "ცხელ გულზე", გაზრებულად იმოქმედეთ. დააკვირდით სიზმრებს. შეიძლება სწორედ სიზმარში მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი.

აქვე გეტყვით, რომ 30 აპრილს გველოდება მზე ურანის (მოულოდნელობები, ქაოსი) შეერთება. ამ დღეს ან პლუს/მინუს 2 დღე შეიძლება გაიგოთ სრულიად გამაოგნებელი ამბავი, გამჟღავნდეს საიდუმლო. ცვლილება ეხება ადამიანებში ცხოვრების ყველა სფეროს და, რა თქმა უნდა, მსოფლიო თემებსაც.

ვინ იგრძნობს სავსემთვარეობას ყველაზე მეტად

რა თქმა უნდა, ისინი ვისი დაბადების დღეც უწევს 24-30 აპრილის შუალედში. გაისარჯეთ და ყველაფერი თქვენთვის საუკეთესოდ მოგვარდება. აგრეთვე ისინი, ვინც დაიბადნენ 27 ოქტომბრისა და 2 ნოემბრის შუალედში. იშრომეთ, საუკეთესო შედეგის მისაღებად. საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მოუწევთ მათ, ვინც დაიბადა 27 ივლისის - 2 აგვისტოს და 24-29 იანვრის შუალედში.

თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ჩაიხედეთ და ნახეთ, რა პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის 5-11 გრადუსში. აგრეთვე, აღნიშნეთ, რომელ სახლებში ხვდება კურო-მორიელის ღერძი. ამ სფეროებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

სასიამოვნო ცვლილებები მოეტანოს სავსემთვარეობას თქვენთვის!

"დაბნელებების დერეფანი" და სუპერსავსემთვარეობა - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ 26 მაისიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."

11 მაისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - რა ელის მსოფლიოს, საქართველოს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს