ავტორი:

ამაღამ სუპერსავსემთვარეობაა, რომელიც "დაბნელებების დერეფანს" ხსნის - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ დღეიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

ამაღამ სუპერსავსემთვარეობაა, რომელიც "დაბნელებების დერეფანს" ხსნის - რა მოვლენებს უნდა ველოდეთ დღეიდან 10 ივნისამდე და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

საინტერესო კოსმიურ პერიოდს ვუახლოვდებით - "დაბნელებების დერეფანს", რომელიც დაიწყება 2021 წლის 26 მაისს მთვარის დაბნელებით და დასრულდება 10 ივნისს - მზის დაბნელებით . მთვარის დაბნელება სავსემთვარეობაზე ხდება, მაისში მთვარე მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწასთან ამ მოვლენას სუპერსავსემთვარეობასაც ეძახიან. ერთი სიტყვით, 26 მაისს 15:20-ზე უნიკალური მთვარის დაბნელება გველოდება სუპერსავსემთვარეობაზე.

მზისა და მთვარის დაბნელება ყოველ წელს ხდება. 2021 წელს მთვარის და მზის ორ-ორი დაბნელება გვექნება. პირველი მაის-ივნისში და მეორე ნოემბერ-დეკემბერში. 26 მაისის და 10 ივნისის პერიოდში შეიძლება საინტერესო მოვლენების მომსწრეები გახდეთ, რაც ცხოვრებაში ცვლილებებს მოგიტანთ. მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობაზე ხდება (სავსემთვარეობა ყოველთვე გვაქვს, მთვარის დაბნელება კი წელს სულ ორჯერ გვექნება). მთვარე - ჩვენი ემოციებია და ასეთ დღეებში ემოციურობა პიკს აღწევს. გამონაკლისი არც 26 მაისი იქნება. სტატისტიკის მიხედვით, სავსემთვრეობაზე სამედიცინო დახმარებების გამოძახება იზრდება. ექიმებს ჩივილებით ძირითადად ჰიპერტონიკები და გულით დაავადებული ადამიანები მიმართავენ. საინტერესოა ისიც, რომ სავსემთვარეობაზე უფრო მეტი ჩვილი იბადება, ვიდრე მთვარის სხვა ფაზებში. იმატებს განსაკუთრებული შემთხვევების - საყოფაცხოვრებო ზიანი, ავარია, ტრავმულობა - ალბათობაც. მოგიწოდებთ, სავსემთვარეობაზე მთვარისა და მზის დაბნელებაზე პლუს/მინუს 4-5 დღე მაქსიმალურად დაკვირვებული იყოთ სიტყვებითაც და ქმედებითაც. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს; არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას, მოლაპარაკებებს. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, კომპიუტერულ ტექნიკას. შეძლებისდაგვარად გადადეთ გეგმური ქირურგიული და კოსმეტოლოგიური ჩარევები. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ სასიამოვნო საქმიანობას, საკუთარ შინაგან სამყაროში გარკვევას, ლოცვას ან მედიტაციას. დააკვირდით ყოველდღიურ მოვლენებს, რაც "დაბნელებების დერეფანში" მოხდება.

მთვარის დაბნელების დღეს აანთეთ სანთელი ან საკმეველი, ჩაიცვით სუფთა, ღია ფერის სამოსი, წაიკითხეთ ლოცვები. მიუხედავად იმისა, რომ დაბნელებას ვერ დავინახავთ, ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ დონეზე შევიგრძნობთ. ემოციები მოჭარბებულია და ადამიანი გამოავლენს - შიში, შფოთი, ეჭვები - იმას, რაც ყველაზე მეტად ადარდებს და ეცადეთ აკონტროლოთ თავი და გათავისუფლდეთ ყოველგვარი ნეგატივისგან.

დაბნელების დროს ყალიბდება პროგრამა, რომელსაც გამოხატულება ექნება სულ მცირე 1 და მაქსიმუმ 19 წელი . რასაც ფიქრობთ ან გრძნობთ ამ დროს აყალიბებთ თქვენს ცხოვრებას, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. იმისათვის, რომ ჯანმრთელი იყოთ ფიზიკურადაც და სულიერადაც, დაბნელებების პერიოდში შეინარჩუნეთ მშვიდი, ჰარმონიული მდგომარეობა. სავსემთვარეობის დადგომამდე 1 საათით ადრე აანთეთ სანთელი და შემოუარეთ თქვენს სახლის, ბინას საათის ისრის მიმართულებით სამჯერ, იკითხეთ თქვენი საყვარელი ლოცვა ან მანტრა. ამგვარად თქვენ გაათავისუფლებთ გარემოს ნეგატიური ენერგეტიკისგან. შემდეგ მიიღეთ შხაპი და ჩაიცვით სუფთა სამოსი. ფურცელზე კი ჩამოწერეთ ის სამი მიზეზი (მაგალითად, სიზარმაცე, დანაშაულის შეგრძნება, დაბალი თვითშეფასება, შიშები და ა.შ.), რაც ხელს გიშლით წარმატების, ბედნიერების მოპოვებაში. თუ გსურთ სიგარეტის მოწევას ან სმას გადაეჩვიოთ, ესეც ჩამოწერეთ მეოთხე პუნქტად. სავსემთვარეობამდე 5 წუთით ადრე კი ფრთხილად დაწვით ეს ფურცელი.

26 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებში - მზე ტყუპში , მთვარე კი მშვილდოსანში დგას. მშვილდოსანი არის ოპტიმისტური ნიშანი, ფილოსოფიისა და რწმენის, ტყუპი კი პასუხისმგებელია ჩვენს სიტყვებზე, ფიქრებზე, სწავლაზე, გარშემო მყოფებთან კომუნიკაციაზე. ეს ორი ნიშანი მოგვიწოდებს, ინფორმაცია და ცოდნა სასიკეთოთ გამოვიყენოთ, ვიყოთ კეთილები, ოპტიმისტურები, მეტად გამოვავლინოთ სულიერება და გარშემო მყოფების დახმარების სურვილი. მაქსიმალურად ვეცადოთ გავფილტროთ აზრები და მეტყველება, გახსოვდეთ, რომ ნეგატიური სიტყვებისგან ავად ვხდებით, ხოლო პოზიტიურისგან - ვიკურნებით ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ერთი სიტყვით, როგორც ვფიქრობთ, ისეც ვცხოვრობთ.

  • ახლა კი ვნახოთ, ვისზე იმოქმედებს მთვარისა და მზის დაბნელება ყველაზე მეტად

წაიკითხეთ სრულად

კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."

11 მაისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - რა ელის მსოფლიოს, საქართველოს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს