5-11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: კვირა შესანიშნავია დაგეგმვის, მოლაპარაკებებისა და თვითგამოხატვისთვის

5-11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: კვირა შესანიშნავია დაგეგმვის, მოლაპარაკებებისა და თვითგამოხატვისთვის

საინტერესო კვირა გველოდება. 5-11 მაისის მთავარ ასტროლოგიურ მოვლენებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტზე . კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.

ვერძი

ეს კვირა გამზადებთ ცნობიერი და ხანგრძლივი ცვლილებებისთვის. მშვენიერი პერიოდი იწყება გააზრებული ინვესტიციებისთვის, დაგეგმვისა და გრძელვადიანი კონტრაქტების გასაფორმებლად. ურთიერთობებში იყავით ყურადღებიანი ემოციების მიმართ, ენდეთ ინტუიციას. გამოიყენეთ შესაძლებლობა დახუროთ ძველი თემები ან აიყვანოთ ურთიერთობა ახალ დონეზე. ამ კვირაში იგრძნობთ შინაგან სტაბილურობას და ფინანსური საკითხების მოგვარების სურვილს.

კურო

კვირის ენერგეტიკული ფონი გიბიძგებთ ახალი იდეების განხორციელებას, განსაკუთრებით შემოსავლის გაუმჯობესების მიზნით. ვენერა პლუტონის ასპექტი დაგეხმარებათ გრძნობების გამოვლენაში და გაზრდის ვნებას თქვენს პირად ცხოვრებაში. ფოკუსირება მოახდინეთ რესურსებსა და ღირებულებებზე - შეგიძლიათ მყარი საფუძველი ჩაუყაროთ მომავალ წარმატებას. გამოიყენეთ ეს დრო ცოდნის მისაღებად, ფინანსური გამოთვლებისთვის და სტრატეგიების გასაანალიზებლად - ეს პერიოდი იძლევა შესაძლებლობას განახორციელოთ პრაქტიკული და მდგრადი გეგმები.

ტყუპი

ეს კვირა მოგიტანთ სიცხადეს, სტაბილურობას და რეალიზაციის სურვილს. პლანეტების ჰარმონიული ასპექტები ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას, საფუძველს ჩაუყრის მომავალ წარმატებას და ემოციური სფეროს დარეგულირებას. შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ ცოდნის განმტკიცების, გრძნობების დალაგების, ფინანსური სფეროს სტაბილიზაციისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. 10 მაისს თქვენი მმართველი მერკური კუროს ნიშანში გადავა, გაგიჩნდებათ საკუთარი თავისა და სურვილების უკეთ გაგების სურვილი; აგრეთვე, - საიდუმლო ინფორმაციის, ცოდნის მიღების შანსი.

კირჩხიბი

კვირა კარგად იწყება. თქვენთვის იხსნება მნიშვნელოვანი, სტაბილური და გონივრული, შესაძლებლობები ზრდისა და განვითარებისთვის. ყალიბდება შესაფერისი სივრცე წარმატებული გადაწყვეტილებების, საქმიანი ურთიერთობების ტრანსფორმაციისა და პრაქტიკულ აზროვნებაზე გადასვლისთვის. თქვენი აზრები უფრო ნათელი გახდება და თქვენი სიტყვები - მეტად შთამაგონებელი. თუ გაქვთ იდეა, ნუ მოგერიდებათ მასზე ლაპარაკი: გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან მის განხორციელებაში.

ლომი

კვირის პლანეტარული ასპექტები დაგეხმარებათ უფრო ღრმად გაიგოთ თქვენი პარტნიორების სურვილები და გააძლიეროთ მათთან კავშირები. ინფორმაცია სწორ დროს მოვა. მშვიდად და ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრები. პერიოდი შესაფერისია საჯარო გამოსვლისთვის, ინტერვიუებისთვის, რადგან თქვენი გავლენის ძალა და სფერო იზრდება. შესანიშნავი დროა წერილების დასაწერად, საუბრისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და სტატიების გამოსაქვეყნებლად. ზოგიერთი მიიღებთ ბრძნულ გადაწყვეტილებებს.

ქალწული

კვირას მოაქვს სტაბილურობისა და ჰარმონიულობის შეგრძნება, რაც დაგეხმარებათ მოაგვაროთ ფინანსური საკითხები, მოიპოვოთ სიმშვიდე სიყვარულში და შეძლოთ ინტელექტუალური განვითარება. ეს არის ცნობიერი გადაწყვეტილებების მიღების დრო და ახალი პერსპექტივების ძიების. გაგიადვილდებათ თქვენი აზრის სხვებისთვის გადაცემა და მათი მხარდაჭერის მოპოვება. თუ დიდი ხანია გეგმავთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვას, დრო დადგა. კვირა ასევე შესაფერისია სწავლისთვის, გარიგებების დასადებად, მენტორებთან ან ავტორიტეტებთან კომუნიკაციისთვის.

სასწორი

გამოიყენეთ დიალოგისა და სანდოობის ძალა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დაახლოებისთვის და ბიზნეს პარტნიორებთან სადავო საკითხების მოსაგვარებლად. პარასკევიდან მერკური ტოვებს მგზნებარე ვერძს და გადადის სტაბილური კუროს ნიშანში. ეს ტრანზიტი განსაკუთრებით გამოგადგებათ ფინანსებთან მუშაობისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოსამზადებლად, ადრე გაკეთებულის გასაანალიზებლად და სამომავლო გრძელვადიანი პროექტებისთვის მოსამზადებლად. იყავით ღია ახალი ადამიანების გასაცნობად და არასტანდარტული გადაწყვეტილებები მისაღებად.

მორიელი

ფიქრისა და გრძელვადიანი დაგეგმვის კვირაა. ეს არის მდგრადი გადაწყვეტილებების, პრაგმატული იდეების, ბიზნესისადმი უფრო დაბალანსებული მიდგომისა და მატერიალური ბაზის გაძლიერების პერიოდი. გამოავლინეთ ნაკლები იმპულსურობა და მეტი სურვილი შეინარჩუნოთ, გააძლიეროთ, გაიგოთ, როგორ გააკეთოთ რაღაც კეთილსინდისიერად და სამუდამოდ. პარტნიორები დათმობაზე წამოვლენ. ჩნდება სასიყვარულო კავშირის გაძლიერების შესაძლებლობა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი.

მშვილდოსანი

ეს კვირა ემოციებთან და ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული. სასიყვარულო სფეროში ტრანსფორმაციების კარიბჭე იხსნება. შეიძლება იყოს პატიება, გაშვება ან პარტნიორთან გულწრფელი საუბარი. ან წარსულის მოულოდნელი დაბრუნება ძველი ტკივილის მოსაშუშებლად. დღის წესრიგში დგას ფინანსური საკითხებიც: გარემოებები ხელს შეუწყობს ინვესტიციების გადახედვას, შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება და ვალებისგანაც გათავისუფლდებით.

თხის რქა

ძველი იარების გააზრების და მოშუშების კვირაა. გაგიჩნდებათ ახალი საქმის დაწყების სურვილი და შესაძლებლობა. ზოგიერთმა შეიძლება ახალი სასიყვარულო კავშირი გააბათ. მოხდება გრძნობების ჰარმონიზაცია, გონივრულად გამოხატვა და მდგრადი მომავლის აშენების დაწყება. ეს შესანიშნავი დროა სულიერი და ფიზიკური აღდგენისთვის, სხეულისა და პირადი სივრცის მოვლისთვის.

მერწყული

იპოვით მხარდაჭერას როგორც ბიზნესში, ასევე ურთიერთობებში. იქნებით დარწმუნებული საკუთარ თავში, გადაწყვეტილებებში და რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. თქვენ სწორ გზაზე ხართ. კვირის დასაწყისში ჰარმონიული ასპექტები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თუ ადრე გაუგებრობები იყო. აჩვენეთ მსოფლიოს თქვენი ნიჭი და ძალა. კვირა შესანიშნავია დაგეგმვის, მოლაპარაკებებისა და თვითგამოხატვისთვის.

თევზები

ინტუიციურად იგრძნობთ, რომ დროა შეანელოთ რბოლა და გადახედოთ თქვენს შინაგან სამყაროს. ვარსკვლავები დაგეხმარებიან წარსული ემოციური სიტუაციების დალაგებაში და დაუმთავრებელი გეშტალტების დასრულებაში. კვირამ შეიძლება მოიტანოს ინფორმაცია განათლების, მოგზაურობისა და ფილოსოფიის სფეროებში. კარგი დროა ცოდნის მისაღებად, ახლის შესასწავლად ან მოგზაურობის დაგეგმვისთვის. საქმეები კარგად მიგდით, სტაბილურობას იგრძნობთ მატერიალურ სფეროში.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!