7-13 ივლისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: დაფიქრდით, რაზე ხარჯავთ დროს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ

7-13 ივლისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: დაფიქრდით, რაზე ხარჯავთ დროს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ

კვირის მთავარი მოვლენაა სავსემთვარეობა თხის რქაში. თუმცა, კვირის სხვა ასტროლოგიური მოვლენებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მივყვეთ თითოეულს თანმიმდევრულად და განვიხილოთ.

ამ კვირაში ვენერა - სილამაზის და სიყვარულის პლანეტა ტყუპშია. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ჩვენს საიტზე. 6 ივლისს ვენერამ ჰარმონიული ასპექტი შექმნა სატურნთან და ამ ასპექტს კიდევ ექნება გავლენა კვირის დასაწყისზე. გაჩნდება მოწიფული სიყვარულის გრძნობა, პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანის მიმართ, სილამაზეში. შეიძლება ზოგიერთმა იგრძნოთ შეზღუდვა საყვარელი ადამიანისგან, ან გადამეტებული მზრუნველობა.

7 ივლისს ვენერა-ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი გველოდება. ზოგიერთი სიყვარულს გააიდეალებს. მოგინდებათ რომანტიკა, საყვარელი ადამიანისთვის გმირობის ჩადენა. გამონახეთ დრო, რომ შექმნათ რამე ლამაზი ხელოვნებაში; მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. ამავე დღეს, ვენერას ასპექტი რეტროგრადულ პლუტონთან იძლევა ღრმა მიზიდულობას, მაგნეტიზმს, ტრანსფორმაციას გრძნობებში.

7 ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ურანი - მოულოდნელობები, რევოლუცია, გადადის ტყუპში. ამ მოვლენაზე ასტროლოგიური მიმოხილვა დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ეს ტრანზიტი სიმბოლურად გამოხატავს აზროვნების, კომუნიკაციის კულტურის, სწავლისა და ტექნოლოგიების ახალ ერას. ურანი ნოემბრამდე იქნება ტყუპში, მაგრამ მიგვახვედრებს რომ სამყარო უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს ცვლილებები კომუნიკაციაში, სწავლაში, მედიაში. იქნება ახალი, მოულოდნელი და ორიგინალური იდეები, რომლებიც შეცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.

11 ივლისს თხის რქაში სავსემთვარეობა გველოდება. უნდა გამოავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა. იყოთ მიზანმიმართული, ბეჯითი და შრომისმოყვარე. სავსემთვარეობა არის შედეგი და შეიძლება დაასრულოთ რაღაც პროექტი, საქმე. დაფიქრდით, რაზე ხარჯავთ დროს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რას აშენებთ. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, სამართლიანი.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!