ავტორი:

"ამგვარი დაბნელება ბოლოს 18 წლის წინ მოხდა" -  რატომ არის 26 დეკემბერი  წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე

"ამგვარი დაბნელება ბოლოს 18 წლის წინ მოხდა" -  რატომ არის 26 დეკემბერი  წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე

26 დეკემბერს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება - ახალმთვარებობა თხის რქის ზოდიაქოში და მზის დაბნელება . დაბნელებების დერეფანი 2020 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო ამ დაბნელებების გამოძახილი შეიძლება 6 თვის შემდეგ მიიღოთ. ამბობენ, რომ დაბნელებების პერიოდში მომხდარი მოვლენები ფატალურია. მაგრამ წელს სრული დაბნელება არ გველის, ამიტომ, ადამიანების უმეტესობას გონება ისე არ "დაუბნელდება", როგორც შარშანდელ დაბნელებაზე.

მზე და მთვარე თხის რქის ზოდიაქშია, თითქმის ზუსტ შეერთებაში იუპიტერთან - ბედნიერების პლანეტასთან. ეს მშვენიერი ასპექტია, ამიტომ, არაფერი დამანგრეველი წელს არ მოხდება. ნუ დაიპროგრამებთ თავს ცუდზე. არის იმის საშიშროება, რომ ადამაინები შეეცდებიან დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე, შეიძლება ცოტა მკაცრი ტაქტიკით, მოიყვანონ არგუმენტები, მაგრამ ამაზე მეტი ცუდი არ მოხდება.

დაბნელება არის დასასრულის დასაწყისი, ნუ დაგვავიწყდება, რომ იუპიტერი პოლიტიკის პლანეტაცაა, ამიტომ შეძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყოს პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც. ცვლილებებს გველის ტექნოლოგიებშიც, სამსახურებში, შემოსავლებში, ადამიანებმა უკეთესობისკენ უნდა შეიცვალონ თვისებები, აზროვნება, უნდა შეიცვალონ თავად და შინაგანად უკეთესობისკენ.

დაბნელებას განსაკუთრებით იგრძნობენ კარდინალური ჯვრის წარმომადგენელი ნიშნები - ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა . მაგრამ დანარჩენი ნიშნები ნუ მოდუნდებით, განსაკუთრებით ტყუპი, ქალწული, შვილდოსანი და თევზები

დაბნელება განსაკუთრებით იმოქმეებს შემდეგ პერიოდებში დაბადებულ ადამიანებზე:

  • 23-29 დეკემბრის ჩათვლით;
  • 22 მარტიდან 29 მარტის პერიოდში;
  • 23 ივისიდან 29 ივნისი შუალედში და
  • 21 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის პერიოდში დაბადებულ ადამიანებზე.

დაბნლებებს ციკლურობა ახასიათებთ და ამგვარი დაბნელება მოხდა 18 წლის წინ. გაიხსენეთ, რა მოხდა ამ პერიოდში. დაბნელებებს აქვთ კიდევ ასეთი თვისება მათი გამოძახილი შეიძლება იგრძნოთ 6 თვის შემდეგაც. თუმცა ამ დაბნელების გამოძახილი მთელ 2020 წელს გაგრძელდება. რადგან, მომავალ წელსაც გვექნება რამდენიმე დაბნელება.

დაბნელების დღეს - 26 დეკემბერს და პლუს მინუს სამ დღეს არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ დაიწყოთ ახალი საქმეები. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. მოიმატებს შეცდომების დაშვების ტენდენცია, ცდუნება. იყავით ფრთხილი და პოზიტიური. ის, ვინც ახალმთვარეობაზე სურვილებს იფიქრებს, მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოს, უმჯობესია, სურვილები ჩაიფიქროთ 30-31 დეკემბრისთვის .

ორი სიტყვა დაბნელების დერეფანზე: 26 დეკემბერს მზის დაბნელება მოხდება თხის რქის ზოდიაქში, ხოლო 10 იანვარს მთვარის დაბნელება გველის და მთვარე იქნება კირჩხიბის ზოდიაქოში, ანუ დაბნელებები მოხდება კირჩხიბისა და თხის რქის ღერძზე. ეს ორი ნიშანი ერთმანეთის პირდაპირაა განლაგებული და მათი სფეროები იქნება განსაკუთრებით აქტუალური. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ უსიამოვნებას ახლობლებთან, კოლეგებთან, უფროსობასთან. სასურველია გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, მოიცილოთ ტოქსიკური ადამიანები. თავი დაანებეთ საქმეს, რომელიც წარმატებასა და ბედნიერებას არ გაძლევთ.

თუ არ გაუშვებთ ძველს, არ მოვა ახალი, დაბნელება კი სწორედ ის პერიოდია, როცა ძველს უნდა დავემშვიდობოთ და ახალს გავუღოთ კარი

პერიოდის - 26 დეკემბერი და 10 იანვარის შუალედში მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები. გახსოვდეთ, რომ ეს დაბნელება გამოძახილი იქნება მომდევნო 18 წლის მოვლენებზე. ამიტომ თუ გსურთ, 18 წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში კარგი ხდებოდეს, ამ კარგს ამ პერიოდში უნდა ჩაუყაროთ საფუძველი.

ბედნიერებასა და წარმატებას გისურვებთ!

რა ელით  2020 წელს ვირთხის წელიწადში დაბადებულებს - აღმოსავლური პროგნოზი

2020 წლის აღმოსავლური პროგნოზი  კატა/კურდღლის წელიწადში დაბადებულებისთვის - ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა გელით

როგორი იქნება  2020 ცხენის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით