ავტორი:

"ამჯერად ვარდისფერი სავსემთვარეობა სუპერმთვარესაც ემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ..." - რას წერს ასტროლოგი

"ამჯერად ვარდისფერი სავსემთვარეობა სუპერმთვარესაც ემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ..." - რას წერს ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი დღევანდელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

" დღეს სავსემთვარეობის დღეა . აპრილის სავსემთვარეობას ყვავილობის სეზონის შესაფერისად ''ვარდისფერს'' უწოდებენ. ამჯერად ვარდისფერი სავსემთვარეობა სუპერმთვარესაც ემთხვევა. რაც ნიშნავს, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ძალზე ახლოსაა ჩვენს პლანეტასთან და გაცილებით უფრო მასშტაბური ჩანს, ვიდრე სხვა დროს. რა თქმა უნდა, მისი ზემოქმედებაც ახლა უფრო ძლიერ გამოხატულია.

პიკი დილის 6:35-ზე იყო თბილისის დროით. სასწორისა და ვერძის ღერძზე მზისა და მთვარის ოპოზიცია დგას და მწვავე კონფლიქტურ ასპექტებს წარმოქმნის თხის რქაში მყოფ იუპიტერთან და პლუტონთან. გამოდის, რომ საკუთარი ინდივიდუალურობის და ეგოს თემები უპირისპირდება სოციუმს, საზოგადოებრივ გამოწვევებს, პარტნიორობას. ამ საკითხების არასწორად დასმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაციები, შუღლი. ნუ შეეცდებით გამწვავებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მომდევნო სავსემთვარეობამდე ეს ამბები შესაძლოა ფონად გაჰყვეს თქვენს ცხოვრებას. წამოჭრილი პრობლემები მაქსიმალურად დიპლომატიურად მოაგვარეთ. მითუმეტეს ნუ იკამათებთ მათთან, ვინც სოციალურად/ თანამდებობრივად თქვენზე უფრო მაღალ საფეხურზე დგას ან კანონს იცავს.

სავსემთვარეობის დაძაბული ზეგავლენა ხვალაც შესამჩნევი იქნება. განსაკუთრებით კრიტიკული პერიოდია ვერძებისა და სასწორებისათვის, თხის რქებისა და კირჩხიბებისათვის , ასე მათთვის, ვისაც ზოდიაქოს ამ ნიშნების მე-18-19 გრადუსებზე რუკის მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ განლაგებული".

როდის დასრულდება იზოლაცია და პანდემია დაიწყებს უკან დახევას? - ქართველი ასტროლოგის იმედისმომცემი პროგნოზი

სიყვარულისა და ფულის მმართველი პლანეტა ნიშანს იცვლის - რა შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში 8 აგვისტომდე

აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში