ავტორი:

სიყვარულისა და ფულის მმართველი პლანეტა ნიშანს იცვლის - რა შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში 8 აგვისტომდე

სიყვარულისა და ფულის მმართველი პლანეტა ნიშანს იცვლის - რა შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში 8 აგვისტომდე

დღეს სიყვარულის, სილამაზის, სოციალური ურთიერთობებისა და ფულის პლანეტა ვენერა ტყუპებში გადავიდა, სადაც 8 აგვისტომდე დარჩება. რა შედეგებს მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს, ამის შესახებ "ფეისბუქში" ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"3 აპრილს ვენერა ტყუპებში გადადის. ჩვენი გრძნობების, ესთეტიური არჩევანისა და ფინანსების მმართველი პლანეტა დატოვებს საკმაოდ ნელ კუროს , და სწარაფი ცვლილებების მოყვარულ ტყუპების ნიშანში გადაინაცვლებს. ეს ტრანზიტი არსობრივად ძალზე განსხვავდება წინასაგან. კუროსეული ღრმა გრძნობები და თავშეკავებულობა ემოციების გამოვლენაში, იცვლება კონტაქტების სილაღით და გაიოლებით. უნდა ითქვას რომ 8 აგვისტომდე (რეტროგრადულობის გამო სწორედ ამდენ ხანს გაჩერდება ვენერა ტყუპებში) ადამიანები ადვილად შედიან ურთიერთობებში უბრალოდ, თავშესაქცევად, ყოველგვარი დაფარული განზრახვების გარეშე. ინტერესის გაღრმავება შესაძლოა წარმოიშვას უკვე საუბრისას, ურთიერთობისას. სასიამოვნო თანამოსაუბრეში უეცრად შესაძლოა დაინახოთ მომხიბვლელი ქალი ან მიმზიდველი მამაკაცი, და მასთან უფრო მეტად ახლოს გაცნობაც მოგინდეთ. მეტადრე იოლი ხდება ნაცობობა გზაში, მგზავრობისას.

მსუბუქ ტალღაზე აწყობილი ტყუპების ვენერა ხანმოკლე კონტაქტებისაკენ გიბიძგებთ. ამ დროს წამოწყებული ურთიერთობა, როგორც წესი, დიდ სიყვარულში არ იზრდება. ის ამოიწურება მაშინვე, როგორც კი პარტნიორებს ერთმანეთისათვის სათქმელი გაუთავდებათ. ეს უფრო ფლირტია, ვიდრე რაიმე სერიოზული, თუმცაღა შესაძლოა, რომ ისეთ ელენენტებსაც კი შეიცავეს როგორიცაა სადმე მიწვევა, გასეირნება, ლირიულ-პოეტური გადახვევები ან მცირე საჩუქარი. ნაცნობობები იბმება არა მხოლოდ უშუალოდ მგზავრობისას, არამედ ვთქვათ, მივლინებაში, ტურისტულ მოგზაურობაში, ლაშქრობაში ყოფნისას. აგრეთვე სამკითხველო დარბაზებსა თუ ლექციებზე.. ახალ კონტაქტებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ხანგრძლივი გაგრძელება. თუმცა მათი სასიყვარულო ელფერიც დიდად მოსალოდნელი არცაა, ამ პერიოდში ადამიანები ერთმანეთს უფრო ენის მოსაფხანად, საჭორაოდ ეკონტაქტებიან, ვიდრე რაიმე სერიოზული ზრახვებით.

მოსალოდნელია და სასიხარულო იქნება მცირეოდენი დამატებითი შემოსავლის წყაროს გამოჩენაც ამ პერიოდში.. . თუმცა ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობნი, რათა თაღლითურ ხლართებში არ გაებათ, არც ესაა გამორიცხული - რადგან სამწუხაროდ, იმატებს აფერისტების, ალფონსების, სხვადასხვა ჯურის თაღლითების აქტივობაც.

ყველაფერი, რაც ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობებთან, შენაძენებთან და ფინანსურ დაბანდებებთან იქნება დაკავშირებული, ცოტა არ იყოს დაუფიქრებელი, ნაჩქარევი და ზედაპირული გადაწყვეტილებებით იქნება განპირობებული. ამ დროს მოცემული დაპირებები მეტად და მეტად არასანდოა. ასე რომ, სიფხიზლის მოდუნებას არ გირჩევთ.

სამაგიეროდ, კარგი ურთიერთობები მყარდება ვენერას ტყუპებში ტრანზიტისას ახლო ნათესავებთან. შესაძლოა კონკრეტულ საქმეებში მიიღოთ მათი მხარდაჭერაც, როგორც მორალური, ასევე მატერიალური სახის. არც ის არაა გამორიცხული, რომ სწორედ თქვენ გაუწიოთ ახლობლებს ასეთი დახმარება. ვენერას უყვარს გულითადი საუბრები, რასაც ტყუპები კიდევ უფრო გააძლერებს. ასე რომ, გვიანობამდე შემორჩენილი მეგობარი სადმე სამზარეულოს მაგიდასთან თავისი გულისამაჩუყებელი ან უბრალოდ საინტერესო ისტორიით, იშვიათი ხილი არ იქნება".

ვის ელის რადიკალური ცვლილებები, საბედისწერო შეხვედრები და ფინანსური წარმატება - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცებისთვის

ვის აუხსნიან სიყვარულს, ვინ დაიბრუნებს ყოფილს და ვინ მიიღებს ახალ სამსახურს - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალებისთვის

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მაისში - ვის დასჭირდება ექიმი და რა რეკომენდაციებს გვაძლევენ ასტროლოგები