29 ივნისს, 6:52-ზე, ახალმთვარეობას ველოდებით კირჩხიბის ზოდიაქოში. ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე ერთ ნიშანში ერთიანდებიან და ახალ ენერგიას წარმოქმნიან. სწორედ ამიტომ ხდება ახალმთვარეობაზე ცვლილებები, განახლება, კარგია ახალი საქმეების დაწყება.
კირჩხიბი, სადაც ახალმთვარეობას ველოდებით არის მეოჯახე, ემოციური ნიშანი. ამიტომ გააქტიურდება საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება. საბინაო პირობების გაუმჯობესების, კომფორტის შექმნის სურვილი. მოგინდებათ მეტი დროის გატარება ოჯახის წევრების, ნათესავების გვერდით, შეიძლება მოინახულოთ მშობლიური ადგილები. ან თუ ემიგრანტი ხართ, გადაწყვიტოთ სამშობლოში დაბრუნება. მოგინდებათ ურთიერთობის გაუმჯობესება თქვენზე განაწყენებულ ნათესავებთან. ცუდ ვარიანტში შეიძლება მოიმატოს გაღიზიანებულობამ, უკმაყოფილებამ ოჯახში არსებული სიტუაციით, დამოკიდებულებით ნათესავებთან. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს ემიგრაციაში გამგზავრება.
ამ ახალმთვარეობაზე მიიღებთ მნიშვნელოვან ამბავს, ინფორმაციას; შეიძლება გამომჟღავნდეს თქვენი ოჯახური სადუმლო. ცვლილებები მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ზოგიერთმა ოჯახმა შეიძლება განაახლოთ ტრადიციები. ამჯერად მზეს და მთვარეს კირჩხიბში გვერდს უმშვენებს ლილიტი (ცდუნებები, შიშები). ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს, ნუ ანდობთ მათ თქვენს საქმეებს, ოჯახს. არ გაეხვიოთ ტყუილებში. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაუმძაფრდეს შიშები, უნდობლობა. ლილიტი ამჯერად კირჩხიბში მდებარეობს. ახალმთვარეობის მომდევნო დღეს, 30 ივნისს, ის მზეს შეურთდება, მაგრამ გავლენა უკვე დღეიდან შეინიშნება. და სამშობლოსთან, ოჯახთან დაკავშირებული ემოციები გამძაფრდება. ზოგიერთ ადამიანში მოიმატებს ეგოისტურობა, ბუტიაობა, წყენა, ბაქიბუქობა. ლილიტის კირჩხიბში გადასვლაზე ვრცელი სტატია პროგნოზით გვაქვს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.
ახალმთვარეობამდე ერთი დღით ადრე, 28 ივნისს ნეპტუნი (ბუნდოვანება, ქიმიური ნივთიერებები) რეტროგრადული ხდება და ნუ გაგიკვირდებათ, თუ იმედის გაცრუებას იგრძნობთ ზოგიერთ საკითხში. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ახასიათებს იდეალიზირება, ბროლის კოშკების აგება. უმეტესობა იძულებული გახდება, მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და მწარე რეალობის წინაშე დადგეს. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, სიფრთხილე გმართებთ მედიკამენტებთან, საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.
ახალმთვარეობის პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
ვერძი
ცვლილებები გელით ოჯახში, ნათესავებან მიმართებში. შეიძლება საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ მშობლებისგან. მშვიდად მიიღეთ სიახლეები. არ გირჩევთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. ოჯახის გამო საკუთარ სიამოვნებაზე უარის თქმა მოგიწევთ. დაიწყეთ რემონტი, ბინის კეთილმოწყობა. გამორიცხული არაა, შეიცვალოთ ბინა. დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.
კურო
დააკვირდით რა ინფორმაციას, შეტყობინებებს, რჩევებს მიიღებთ. იყავით მზად სიახლეებისთვის, ახლის შესწავლისთვის. კარგი იქნება კვალიფიკაციის ამაღლება, ცოდნის გაღრმავება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან. ან შეიძლება ახალი საქმეები დაიწყოთ მათთან ერთად. მოერიდეთ მანიპულატორ ადამიანებს. ყურადღებით გააფორმეთ ხელშეკრულებები. თუ ავტომობილის შეძენას აპირებთ, კარგად შეამოწმეთ.
ტყუპი
ფულის გამომუშავების ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. შეიძლება შემოსავლის დამატები წყარო გამოგიჩნდეთ. საუკეთესო თვეა ხარჯთაღრიცხვის შესადგენად, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, მაგრამ გაფრთხილდით, ცდუნებებს აყოლილმა შეცდომა არ დაუშვათ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს, მაგრამ დაკვირვებით გააფორმეთ ხელშეკრულებები. აგრეთვე, დაკვირვება გმართებთ რაციონისადმი, მოერიდეთ მავნე საკვების მიღებას.
კირჩხიბი
ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია. ყველა საშუალება გამოიყენეთ საკუთარი თავის, ცხოვრების გასაუმჯობესებლად. უკეთესად წარმოაჩინეთ თქვენი პერსონა; გამოვლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ იმიჯის, სტილის შეცვლა. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას; დაიცვათ დიეტას, ივარჯიშებთ. გაიუმჯობესეთ პირადი ურთიერთობები, შეყვარებულებმა შეიძლება გაწაყვიტოთ დაოჯახება. არ გირჩევთ ემოციურობის გამოხატვას. ნუ მოკიდებთ ხელს იმ საქმეს, რაც შეგილახავთ რეპუტაციას, შეგიქმნით საფრთხეს გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ მავნე ჩვევების დამკვიდრებას ცხოვრებაში.
ლომი
საინტერესო ახალმთვარეობა გელოდებათ. ლილიტი დაგეხმარებათ გაიგოთ, ამოხსნათ საიდუმლოებები. მიღოთ საიდუმლო დოკუმენტები, ფოტოები. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ სიახლეებს, ზოგიერთი სასიამოვნო შეიძლება არც იყოს. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით სიმშვიდეში დაისვენებთ, ჩამოწერთ სამომავლო მიზნებს, სურვილებს, რადგან მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და მომზადებული უნდა შეხვდეთ. ეს ახალმთვარეობა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ყველა იმ ტვირთისგან, რაც ხელს გიშლით წინსვლაში, განვითარებაში. ზოგიერთმა შეიძლება წერტილი დაუსვათ არაფრისმომცემ ურთიერთობას.
ქალწული
მოემზადეთ პოპულარობისთვის, მხიარულებისთვის, მეგობრული შეხვედრებისთვის. გახშირდება თქვენი აქტიურობა ინტერნეტში; მოგინდებათ საკუთარი აზრის სახალხოდ გამოთქმა. შეიძლება თანამოაზრეებთან ერთად ჩაერთოთ ახალ პროექტში, საზოგადო აქტიურობაში. გაწევრიანდებით ინტერესთა (კულინარია, მოგზაურობა) ჯგუფში. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით ინტერნეტსფეროში ან მეგობართან გადაიზარდოს ურთიერთობა რომანში.
სასწორი
ცვლილებები გელით სამსახურში, კარიერაში. შეგეცვლებათ სტატუსი, მოიმატებს თქვენი პოპულარობა. მიიღებთ საქმიან შემოთავაზებას. თუ მაძიებელი ხართ, მიიღებთ სასურველ თანამდებობას. მარტოხელებს გელით საინტერეს ნაცნობობა, ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანთან. გეგმების განხორციელება მოგიტანთ წარმატებას, შეგძენთ თავდაჯერებულობას. ამასთან, გაფრთხილდით, ლილიტის გავლენით არ აჰყვეთ ცდუნებას. საქმეებისა და დაკავებულობის გამო ნუ მოაკლებთ მზრუნველობას საყვარელ ადამიანს, უსიამოვნებებს ვერსად გაექცევით.
მორიელი
მიიღებთ საინტერესო ამბებს უცხოეთიდან. შეიძლება თავადაც გაემგზავროთ საზღვარგარეთ საქმიანი შემოთავაზების ან სწავლის გამო. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით მოგზაურობის, მგზავრობისას. მოგინდებათ უმაღლესი განათლების მიღება. მოაწესრიგეთ იურიდიული საკითხები, დოკუმენტები. ერთადერთი გაფრთხილებაა, ზემოჩამოთვლილ თემებში გამოავლინოთ მაქსიმალური დაკვირვება.
მშვილდოსანი
ფინანსური საკითხების მოგვარების თვე დაგიდგათ. მიიღებთ მატერიალურ სარგებელს სახელმწიფოსგან ან პარტნიორისგან. მოგინდებათ ფულის დაბანდება სარფიან საქმიანობაში. თუ კრედიტის აღება გსურდათ, მიიღებთ, მაგრამ მაქსიმალურად დაკვირვებული იყავით, რომ ცდუნებას აყოლილმა არ დაუშვათ შეცდომები. აგრეთვე, ყურადღებით გაეცანით დოკუმენტებს, სანამ ხელს მოაწერთ. ზოგიერთის ცხოვრებაში მოხდება ღირებულებების გადაფასება; შეიძლება წარმოდგენა შეგეცვალოთ კონკრეტულ ადამიანზე.
თხის რქა
სიახლეები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობებში (საქმიან და სასიყვარულო). შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი პარტნიორი, კლიენტი. გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება. ან შეიძლება დაისახოთ ახალი მიზანი, დაიწყოთ ახალ პროექტზე მუშაობა. გახშირდება შეხვედრები ადამიანებთან, ვისთან ერთადაც კარგად ერთობით, მოგზაურობთ ან ერთგულია და საქმეებს შეთანხმებულად აგვარებთ. თუ გაბუტული ხართ, შეურიგდით თქვენზე განაწყენებულ ადამიანებს. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ ან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვიდეთ.
მერწყული
მთვარის ამ თვეში დრო და ენერგია უნდა გადაანაწილოთ საქმეებზე, ვალდებულებებზე და ოჯახზე. მოგემატებათ პასუხისმგებლობა. შეიძლება ჩაერთოთ ახალ პროექტში, თქვენთვის აქამდე უცნობ სფეროში. ან დიდი ხნის შინ ყოფნის შემდეგ გახვიდეთ სამსახურში. გირჩევთ, დანერგოთ სასარგებლო წესები თქვენს ცხოვრებაში. გათავისუფლდებით პრობლემებისგან, რაც ხელს გიშლიდათ განვითარებაში, თუ ავადმყოფობდით, გამოჯანმრთელდებით, დაგისვამენ სწორ დიაგნოზს ან მიაგნებთ გამოცდილ სპეციალისტს. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ ახალი შინაური ცხოველი.
თევზები
სიყვარულის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დრო დაგიდგათ. გაიხსენეთ ძველი ჰობის, რაც გარკვეული მიზეზების გამო გადადებული გქონდათ. მოახდენთ ჰობის მონეტიზირებას. ჩაეწერეთ მასტერ-კლასებზე. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის და იყავით მომართული ერთად გართობაზე. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა. თუ შვებულებას გეგმავთ, შეიძლება საკურორტო რომანი გააბათ. ამ პერიოდში მოიმატებს რომანტიკულობა. საყვარელი ადამიანის განებივრება მოგინდებათ.