ავტორი:

ახალმთვარეობის პროგნოზი: ვის ელოდება მთვარის ამ თვეში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომანტიკული ნაცნობობა ან დაწინაურება

ახალმთვარეობის პროგნოზი: ვის ელოდება მთვარის ამ თვეში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომანტიკული ნაცნობობა ან დაწინაურება

დღეს ახალმთვარეობაა ქალწულის ნიშანში. ვრცელი სტატია მის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ წაიკითხოთ. ახლა კი გთავაზობთ ახალმთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს, რომელსაც უნდა გაეცნოთ მზის და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

სიახლეები გელოდებათ პროფესიულ საქმიანობაშიც და საოჯახო საკითხებშიც. ახალ საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ, ახალ სამსახურს; შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო გრაფიკი ან თანამშრომლების რაოდენობა. ვალდებულებები შეასრულეთ დაკვირვებულად. საყოფაცხოვრებო საკითხები თქვენი მოსაგვარებელი გახდება. კარგი პერიოდია რემონტის დასაწყებად, ახალი ავეჯის, ტექნიკის შესაძენად, ბინის კეთილმოსაწყობად. მიაქციეთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობას. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, გაესინჯეთ სპეციალისტს. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. გაიუმჯობესეთ ძილის, კვების რეჟიმი, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან, ზომიერად ივარჯიშეთ. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, ცხარე საკვების მიღებას.

კურო

საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გამოგიჩნდებათ ახალი ჰობი, რასაც შემოსავლის წყაროდ გადააქცევთ. აუცილებლად გამონახეთ დრო შვებულებისთვის, გაემგზავრეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. რომანტიკული პაემნები კიდევ უფრო გაგიხალისებთ პირად ცხოვრებას. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ. დაწყვილებულებმა კი შეიძლება მეტად გაასერიოზულოთ კავშირი. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი მიღწევებთ. ან შეიძლება გაიგოთ, რომ მშობელი გახდებით. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს; განსაკუთრებით 10 სექტემბრის შემდეგ.

ტყუპი

სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ ოჯახში, მშობლების, ნათესავების ცხოვრებაში. შეიძლება შემოგემატოთ ოჯახის ახალი წევრი. გადაწყვიტოთ უძრავი ქონების შეძენა ან არსებულის გაუმჯობესება, მოლამაზება, რემონტი ან სულაც ახლის მშენებლობა. ზოგიერთი გადახვალთ ახალ ბინაში. გახშირდება საოჯახო შეკრებები, შეხვედრები ნათესავებთან. თუ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას აპირებთ, ყურადღებით გააფორმეთ საბუთები, თქვენი მმართველი პლანეტა მერკური 10 სექტემბრიდან რეტროგრადულ სვლაშ გადადის და არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ, უმჯობესია, ეს დრო გადაკეთებას, გამოსწორებას დაუთმოთ.

კირჩხიბი

გახშირდება კონტაქტები და-ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან. მათგან და ახალგაცნობილებისგან მიიღებთ ახალ ამბებს ან საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს. გახშირდება მოლაპარაკებები, მივლინება და ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ სწავლას, ეს შეიძლება იყოს პროფესიული, უცხო ენის ან ავტომობილის მართვის. ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე, რაც მომავალში დაწინაურებაში, საქმეების უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ. თუ ავტომობილის ყიდვას აპირებთ, 10 სექტემბრამდე მოაგვარეთ.

ლომი

სექტემბერში მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ზოგიერთი ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწევთ, დაიწყებთ მუშაობას. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყარო. გადახედეთ თქვენს შემოსავალ-გასავალს, კარგი იქნება, თუ გააკონტროლებთ ხარჯს. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, უძრავ ქონებაში. მაგრამ 10 სექტემბრის შემდეგ არ გირჩევთ არაფრის შეძენას; განსაკუთრებით ავტომობილისა და კომპიუტერული ტექნიკის.

ქალწული

ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია, ეს საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად, მიზნების განსახორციელებლად. საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად და ზოგადად, სხვადასხვა სფეროს გასაუმჯობესებლად. შეიცვალეთ სტილი, იმიჯი. განაახლეთ გარდერობი. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოიცილეთ მავნე ჩვევები, დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიში, დიეტა. მოგინდებათ პირადი და საქმიანი კავშირების გაუმჯობესება.

სასწორი

მიიღებთ საიდუმლო ინფორმაციას, გაიგებთ იმას, რასაც აქამდე გიმალავდნენ. ან შეიძლება თავად გაგიჩნდეთ სხვებისგან საიდუმლო. ეს შეიძლება იყოს საიდუმლო სასიყვარულო კავშირი ან საქმიანობა. გამოგიჩნდებათ ახალი გატაცება, რაც თქვენს სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მოგინდებათ მეტად განმარტოება. შეამცირებთ სოციალურ კონტაქტებს. გამორიცხული არაა, სახლიდან შორს გაემგზავროთ, თუნდაც ემიგრაციაში; ან შინიდან გააგრძლოთ მუშაობა. გამოიყენეთ ეს დრო ადრე დაწყებული საქმეების, პროექტების დასასრულებლად, რადგან მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და სიახლეებს უნდა გამოუთავისუფლოთ ადგილი.

მორიელი

გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან, მოგინდებათ სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა. გაგიჩნდებათ ახალი მიზნები და იდეები, რომელთა განხორციელებას ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად შეძლებთ. აგრეთვე გაგიჩნდებათ ახალი სურვილები და მათი რეალიზების შესაძლებლობაც მოგეცემათ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და გაიჩენთ ახალ მეგობრებსაც. მოგინდებათ სოციალურ ქსელებში აქტიურობა. შეიძლება ახალი ჯგუფი შექმნათ ან არსებულში გაწევრიანდეთ. მოგინდებათ კონკურსებში მონაწილეობა. გახშირდება თქვენი გამოსვლა საჯაროდ, ტელევიზიით.

მშვილდოსანი

ახალი შესაძლებლობები და სურვილი გაგიჩნდებათ კარიერული მწვერვალების დასაპყრობად, სოციალური სტატუსის ასამაღლებლად. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო გრაფიკი ან თანამშრომლების რაოდენობა. თუ მუშაობის დაწყება გსურდათ ან ახალ სამსახურში გადასვლა, საუკეთესო შანსები მოგეცემათ. გარდა ამისა, სოციალური სტატუსი შეიძლება შეგეცვალოთ დაქორწინებით, შვილის ან შვილიშვილების დაბადებით ან ძვირად ღირებულ ბინაში გადასვლით.

თხის რქა

გახშირდება კომუნიკაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებთან. გამორიცხული არაა, უცხოეთში გაემგზავროთ სწავლის, მუშაობის ან დაქორწინების მიზნით ან აქედან ჩაერთოთ საერთაშორისო პროექტებში. გაიჩენთ უცხოელ მეგობრებს. მოგინდებათ უცხო ენის, კულტურის, ტრადიციების შესწავლა. თქვენი სურვილით ან აუცილებლობის გამო მოგიწევთ ახალი ცოდნის მიღება. დაუთმეთ დრო იურიდიული საკითხების მოგვარებას. წარმატებული თვე გელოდებათ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს.

მერწყული

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც ფინანსური საკითხები გაკავშირებთ. შეიძლება მიიღოთ ერთჯერადი დახმარება სადაზღვევო კომპანიისგან, სახელმწიფოსგან, კომპენსაცია. დაკვირვებით მოაგვარეთ ალიმენტთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხი. საშუალება მოგეცემათ, რომ გადაიხადოთ ვალები, დახუროთ არსებული კრედიტი ან მიიღოთ თქვენთვის სასურველი. ფული მხოლოდ საიმედო ბიზნესში დააბანდეთ. ზოგიერთს შეგეცვლებათ შეხედულებები კონკრეტული ადამიანის, მოვლენების მიმართ.

თევზები

უნდა მოინდომოთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდნენ ახლები. გააფორმებთ ხელშეკრულებებს, მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. არსებულ საქმიან პარტნიორებთან ერთად დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას, გაერკვიეთ დეტალებში. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, გამოგიჩნდებიან ახალი კლიენტები. იყავით მომართული რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ერთად შეიძლება ახალი იდეები განახორციელოთ. მარტოხელებს პერსპექტიული ნაცნობობა გელოდებათ. ფლირტი და რომანტიკა შეიძლება სერიოზულ კავშირში გადაიზარდოს. შეყვარებულებმა კი - დაქორწინება, თანაცხოვრება გადაწყვიტოთ.