ავტორი:

ახალმთვარეობის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ახალმთვარეობის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

19 მაისს ახალმთვარეობა გვქონდა კუროს ნიშანში. სტატია ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გაეცანით ახალმთვარეობის პროგნოზს, რათა უკეთ შეძლოთ თქვენი ცხოვრების მართვა და იმ მიზნების განხორციელება, რასაც მთვარის ეს თვე დაგისახავთ.

ვერძი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. უნდა გააქტიურდეთ, რომ დაიწყოთ მუშაობა, გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, ფულის დასაბანდებლად საკუთარ თავში (ჯანმრთელობა, განათლება). ზოგიერთი შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს სახლისთვის ან საკუთარი თავისთვის. არის შანსი, რომ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. თუმცა, ფულის ხარჯვა სახლთან დაკავშირებითაც მოგიწევთ.

კურო

ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია და უკვე დიდი გამარჯვების პლანეტა იუპიტერიც. ამიტომ გაქვთ ყველა შანსი, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. გააქტიურდით, იყავით მომართული გამარჯვებაზე. გადახედვის, გადაფასების დროა. შეიცვლით ყველაფერს იმიჯითა და გარეგნობით დაწყებული საქმიანობითა და პარტნიორებით დამთავრებული.

ტყუპი

თქვენ აქტიური და კომუნიკაბელური ხართ, მაგრამ ახლა მოგინდებათ მეტად განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება, სიმშვიდეში ყოფნა და დასვენება. კომუნიკაცია გექნებათ ახლობლებთან და სხვებთან - მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. საუკეთესო დროა ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად, იმ დაბრკოლებებისგან, რაც განვითარებაში გიშლით ხელს; შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად. ზოგიერთს შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან საქმიანობა, რომელსაც ყველასგან მალულად განახორციელებთ.

კირჩხიბი

ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ მომავალში, რას გსურთ, რომ მიაღწიოთ. ვისთან ერთად გსურთ ყოფნა და ურთიერთობა მომავალში. იყავით მომართული ახალი პროფესიის შესასწავლად. მოგინდებათ მეგობრებთან ხშირად შეხვედრა. არაა გამორიცხული, რომ გაიჩინოთ ახალი მეგობრები, თანამოაზრეები და მათთან ერთად დაიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში.

ლომი

უნდა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. მოგინდებათ გარშემო მყოფებში პატივისცემის მოპოვება; ყველასთვის დამტკიცება, რომ საუკეთესო ხართ და ასევე საუკეთესოს იმსახურებთ. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში, წარადგინეთ თქვენი ბიზნესპროექტები. საუკეთესო დროა ახალი თანამდებობის დასაკავებლად; კარიერული წინსვლისთვის. სოციალური სტატუსის ასამაღლებლად. ეს შეიძლება მოხდეს ძვირად ღირებული ნივთის შეძენით, დაქორწინებით ან შვილის (თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შვილიშვილის) დაბადებით.

ქალწული

საუკეთესო დროა თქვენი ნიჭის გამოსავლენად, წარმატების მისაღწევად. მოიპოვებთ დაფასებას გავლენიანი პირებისგან. მოგეცემათ უცხოეთში გამგზავრების შესაძლებლობა: სწავლის, ბიზნესსაქმიანობის ან სიყვარულის გამო. ზოგიერთი გადაწყვეტთ უმაღლესი განათლების მიღებას. საუკეთესო დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. წარმატება გელოდებათ ლიტერატურულ და საგამომცემლო სფეროებში.

სასწორი

სასიყვარულო და საქმიან პარტნიორთან ერთად უნდა მოაგვაროთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. ერთად უნდა გადაწყვიტოთ, სად დააბანდოთ ფინანსები. შეიძლება თქვენს პარტნიორს გააუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა და თქვენც ისარგებლებთ ამით ან პარტნიორის გამო მოგიწიოთ ფულის ხარჯვამ. ეცადეთ, არ გაეხვიოთ ფინანსურ აფერაში. საუკეთესო დროა ვალების გასასტუმრებლად, გადასახადების გადასახდელად, მაგრამ თუ კრედიტს აღებას აპირებთ, იყავით დაკვირვებული.

მორიელი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მათთან, ვისთანაც მომავალში მუშაობას აპირებთ. მოგეცემათ სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა. ეცადეთ, შეთანხმებულად იმოქმედოთ და პატივისცემით იყოთ განწყობილი პარტნიორების მიმართ. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, გამოგიჩნდებიან ახალი პარტნიორები.

მშვილდოსანი

მთვარის ამ თვეში ცვლილებები შეეხება თქვენს საქმიანობას. შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო გარფიკი. თუ სამუშაოს მაძიებელი იყავით მიიღებთ და ამის გამოც შეიძლება შეგეცვალოთ დღის განრიგი. ზოგადად, კარგი იქნება, თუ დაიცავით დღის რეჟიმს, დაიწყებთ ვარჯიშს, დიეტას, ჯანსაღად კვებას. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ცვლილებები გელოდებათ ოჯახშიც: შეიძენათ ახალ ნივთებს, განაახლებთ ინტერიერს, გააკეთებთ რემონტს.

თხის რქა

მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ შვილებს. იყავით მათზე მზრუნველი და მეგობრული მათ მიმართ. გამონახეთ დრო, რომ ერთად შეასრულოთ საქმეები, ისეირნოთ და იმხიარულოთ. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების გასახორციელებლად. შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი ინტერესი ან ჰობი გახდეს თქვენი შემოსავლის წყარო. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები. მარტოხელებს მოგეცემათ საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი. დაწყვილებულები კი მიიღებთ გადაწყვეტილებას თქვენს მომავალთან დაკავშირებით.

მერწყული

საოჯახო და საბინაო საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. უნდა მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს შეეხება როგორც უძრავი ქონების ყიდვას, ასევე სახლის მშენებლობას, რემონტს, ოჯახში ავეჯის, ტექნიკის განახლებას. გახშირდება ოჯახში სტუმრობა, მეგობრები და ნათესავები გესტუმრებიან და თავადაც მოგინდებათ მათთან ურთიერთობების გაუმჯობესება. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან.

თევზები

გახშირდება კომუნიკაცია და გადაადგილება. მოგინდებათ ექსკურსიებსა და სამოგზაურო ტურებზე გამგზავრება, პიკნიკების მოწყობა. მეტი დროის გატარება მეგობრების, და-ძმების გარემოცვაში. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. არაა გამორიცხული, დაიწყოთ ახალის შესწავლა, რაც მომავალში გამოგადგებათ. კარგი დროა საბუთების მისაღებად, ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. არ გირჩევთ ახლობლებთან ურთიერთობის დაძაბვას. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ; მეგობრობა კი შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს.