ავტორი:

ახალმთვარეობის პროგნოზი

ახალმთვარეობის პროგნოზი

დღეს ახალმთვარეობაა ვერძში. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ვრცელი სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ ახალმთვარეობის პროგნოზს, რათა უკეთ წარმართოთ თქვენი ცხოვრება. პროგნოზს გაეცანით მზის და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია, თქვენი სცენაზე გამოსვლის დროა, უნდა მოინდომოთ, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოთ ცხოვრება. ჩამოწერეთ ახალი მიზნები, სურვილები, გეგმა. დაიწყეთ ახალი პროექტების, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. დაფიქრდით, სად გსურთ გამგზავრება, რისი შესწავლა გსურთ. მეტად უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. სასურველია, ისწავლოთ ემოციების მართვა. შეიძლება მოგინდეთ იმიჯის, სტილის შეცვლა. მოინდომეთ, თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.

კურო

ეს თვე უნდა დაუთმოთ დასვენებას, საკუთარ შინაგან სამყაროსთან დამეგობრებას, ძალების აღდგენას. კარგი იქნება, თუ განმარტოვდებით, ისეთ ადგილას, სადაც არავინ შეგაწუხებთ; თუ შესაძლებელია, მოინახულეთ წმინდა ადგილები. შეძლებთ შემოქმედებითი იდეების რეალიზებას. გარდა ამისა, უნდა შეაჯამოთ მთელი წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, რადგან, მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ადამიანებს: სიტყვიერად, თანადგომით, ნივთებით.

ტყუპი

უნდა იფიქროთ თქვენს მომავალზე. სად, რა სფეროში ხედავთ საკუთარ თავს. რა მიზნები უნდა განახორციელოთ. გახშირდება კომუნიკაცია, შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები, თანამოაზრეები. მოგინდებათ მეგობრებთან ერთად ახალი საქმეების დაწყება, მხიარულება. განაახლებთ გაჯეტებს. ჩაერთვებით საზოგადო ცხოვრებაში. შეიძლება ახალი ჯგუფის წევრი გახდეთ.

კირჩხიბი

მომართული უნდა იყოთ კარიერულ წინსვლაზე, დაწინაურებაზე. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ, სად ხედავთ საკუთარ თავს. უნდა შეადგინოთ კონკრეტული მიზანი. ეს უნდა იყოს სტატუსის გაუმჯობესების თვე. შეიძლება საცხოვრებლად გადახვიდეთ პრესტიჟულ უბანში, გახდეთ ძვირად ღირებული ავტომობილის მფლობელი ან დაქორწინდეთ, გახდეთ მშობელი.

ლომი

მოიმატებს თქვენი პოპულარულობა; აიმაღლებთ სტატუსს. მოგინდებათ, უფრო მეტ ადამიანზე მოახდინოთ გავლენა. საუკეთესოა თვეა თქვენი ბრენდის განვითარებისთვის. მოგეცემათ შესაძლებლობა, გაემგზარვოთ საზღვარგარეთ სწავლის, ბიზნესის ან სიყვარულის გამო. არაა გამორიცხული, გახდეთ სხვა ადამიანის გურუ ან დაიწყოთ ლექციების კითხვა. ამასთან, საუკეთესო დროა სწავლისთვის, ცოდნის გასაღრმავებლად. თუ მოინდომებთ და არ იზარმაცებთ, თქვენს სასარგებლოდ მოაგვარებთ იურიდიულ საკითხებს.

ქალწული

უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც ფინანსურად ხართ დაკავშირებული. ისწავლეთ შემოსავლის სწორად გადანაწილება. ყურადღება მიაქციეთ მემკვიდრეობასთან, დაზღვევასთან, გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებს. არასასურველია ვალის გაცემა და კრედიტის აღება, აი უკვე აღებულის დაფარვა კი კარგი იქნება.

სასწორი

გააქტიურდება პარტნიორული ურთიერთობა; მეტი დრო უნდა დაუთმოთ საქმიანი და სასიყვარულო კავშირების დასტაბილურებას. უნდა იყოთ მომართული ჰარმონიულობაზე. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გათბება და დატკბება. თუ მარტოხელა ხართ, გააქტიურდით და გამოიყენეთ ეს დრო, რომ დაწყვილდეთ.

მორიელი

მთვარის ამ თვეში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა საკითხი გექნებათ მოსაგვარებელი და პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. ახლა უნდა განახლდეთ, დაიწყოთ გამოჯანმრთელება, ჩაიტარეთ სამკურნალო პროცედურები. სამსახურში მოგემატებათ ვალდებულებები და ეცადეთ, იყოთ მეტად დაკვირვებული, არაფერი გამოგრჩეთ ან დაგავიწყდეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ზოგიერთს მოგინდებათ დამხმარეს (ძიძა, მძღოლი) აყვანე. შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.

მშვილდოსანი

სასიამოვნო თვე გელოდებათ. მოიმატებს რომანტიკული განწყობა, შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. გახშირდება სასიყვარულო თავგადასავლები; თუ მარტოხელა ხართ, მოიმატებს სასიამოვნო ნაცნობობა, ფლირტი. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამოები. თუ შესაძლებელია, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ და დატკბით თაფლობის თვით. გამონახეთ დრო შვილებისთვის, მოუწყვეთ მათ და საკუთარ თავს დღესასწაული. ერთად შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. თუ სურვილი გაქვთ, დაფეხმძიმების შანსი მატულობს. ამასთან, მოგეცემათ საკუთარი ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებსა და შემოქმედებით საღამოებში.

თხის რქა

ამ თვეში სამსახურის საქმეებზე წინ საოჯახო ვალდებულებები უნდა დააყენოთ. იზრუნეთ მშობლებზე, ასაკით უფროს ნათესავებზე. ზოგადად, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ოჯახის წევრებს და ნათესავებს. გამონახეთ დრო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად: შეიძინეთ, გაარემონტეთ, ააშენეთ. გადახედეთ უსარგებლო ნივთებს და გათავისუფლდით მათგან. კარგი იქნება, თუ მოინახულებთ მშობლიურ ადგილებს. ესტუმრებით დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. ხშირად მოაწყვეთ შინ ოჯახური დღესასწაული. ეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება თქვენს შვილებსა და მშობლებს შორის და რაც ყველაზე მთავარია, მეტი დრო გაატარეთ სახლში და დაისვენეთ მშობლიურ გარემოში.

მერწყული

გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა და ზარები. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, მოგინდებათ ახლის შესწავლა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან. საუკეთესო დროა მათთვის, ვინც მარკეტინგის, ვაჭრობის ან პიარის სფეროში მოღვაწეობთ. გაუკეთეთ რეკლამა საკუთარ თავს, თქვენ მიერ შექმნილ პროდუქციას, ან მას, რომელსაც ყიდით. საუკეთესო დროა საბუთებთან დაკავშრებული საკითხების მოსაგვარებლად. მოაწყვეთ პიკნიკები, ექსკურსიები.

თევზები

მეტი დრო უნდა დაუთმოთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. მეტად დააფასეთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები, ის საქმე, რასაც აკეთებთ. გააქტიურდით, რომ გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. მოგინდებათ საკუთარი ნიჭის მონეტიზირება. ჩამოწერეთ იმ ნივთების სია, რის შეძენასაც აპირებთ. თქვენ გიჭირს ფულის ხარჯვის გაკონტროლება და კარგი იქნება, თუ ზედმეტ ფულს არ დახარჯავთ. აწარმოეთ შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვა.