ავტორი:

"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?

"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?

ასტროლოგი ხათუნა ნოელი, ქორარულ ასტროლოგიაზე დაყრდნობით, კორონავირუსის სწრაფ დასასრულს ვარაუდობს. ასტროლოგმა შესაბამისი რუკა ააგო, რომლის დეტალებსაც სოციალურ ქსელში განიხილავს და ასტროლოგიაში გაუთვიცნობიერებელი ადამიანებისთვისაც განმარტავს:

"როდის დასრულდება კორონა ვირუსის შემთხვევები საქართველოში?

ამ შეკითხვით უკვე იმდენმა ადამიანმა მომმართა, რომ ბოლო-ბოლო ავდექი და ქორარული რუკა ავაგე. და აი, რაო, ვარსკვლავებმა -

ჯანმრთელობის და ავადმყოფობების სახლად ასტროლოგიაში მე-6 სახლი ითვლება. ჩემს მიერ აგებულ რუკაში ეს სახლი იწყება ვერძით, შესაბამისად მას მმართავს მარსი, რომელიც ახლა თხის რქის ზოდიაქოში იმყოფება და მაქსიმალურად ძლიერია. მარსი მოხვდა ქორარული რუკის მე-2 სახლში, ეს სახლი კი ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზე, რესურსებზე არის პასუხისმგებელი. ისიც ნიშანდობლივია ალბათ, რომ თხის რქის ნიშანი გარკვეულ შეზღუდვებზე, აკრძალვებზე და იზოლაციაზეც მიანიშნებს ხოლმე.

მარსს მხოლოდ და მხოლოდ ჰარმონიული ასპექტები აქვს ამ რუკის პლანეტებთან. ანუ პრობლემური არაა.

ყველაზე ზუსტი ორბისი (არასრული 4 გრადუსი) აქვს მზესთან. მზე თევზების ნიშანში დგას, ეს კი ნეპტუნის მმართველობაა. სწორედ ნეპტუნი ითვლება ვირუსების გამომწვევად . თუმცა ასპექტი გაყრადია, და მიანიშნებს არა მომავალზე, არამედ წარსულზე. ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეპიდემიის 1-ლი შემთხვევა 4 თვეზე ცოტა ნაკლები ხნის წინ უნდა დაფიქსირებულიყო.

რეალურად დასასრულს სხვა ფაქტორი გვიჩვენებს. კონკრეტულად კი - მარსის შეყრადი შეერთება იუპიტერთან. შეყრადი ასპექტები აჩვენებენ მომავალს. ხოლო, თუ რატომ იუპიტერთან, ახლავე ავხსნი.

საქმის დასასრულს წარმოადგენს მე-12 სახლი, თუმცა ახლა რიგით მე-12 უნდა მე-6-დან - ავადმოყოფობების სახლიდან ავიღოთ. ასეთია წარმოებული სახლების სისტემა. ვღებულობთ მე-5 სახლს, რომელიც თევზების ნიშნით იწყება. ქორარებში თევზებს მართავს იუპიტერი (და არა ნეპტუნი).

იუპიტერსა და მარსს შორის ზუსტ შეერთებამდე 7 გრადუსია დარჩენილი. ეჭვი მეპარება რომ 7 დღეში ან თუნდაც 7 კვირაში რაიმე დასრულდეს. თუმცა, გნებავთ გუმანი დაარქვით ამას, გნებავთ რაიმე სხვა, ასე ვფიქრობ, რომ აქ კიდევ 7 ინფიცირებულზე შეიძლება იყოს მინიშნება.

ამოცანის ამოხსნის მეორე გზაც არის, სადაც ''ბოლოს,'' ''საქმის დასასრულს'' მე-4 სახლი განსაზღვრავს ხოლმე. თუ აქაც წარმოებულ სახლების სისტემით ვიხელმძღვანელებთ, მე-6 დან მე-4 მე-9 სახლი გამოგვდის. ის კი კირჩხიბით იწყება და მის მმართველ მთვარეს მარსთან გაყრადი ასპექტი აქვს. ანუ აქაც წარსულ თემაზეა საუბარი. ამიტომ ეს ვარიანტი არ გამოგვადგება.

თუმცა, თუ პირდაპირ შევხედავთ რუკაში სად გვაქვს ეს მე-4 სახლი, ასეთ შემთხვევაში მისი მმართველი სატურნია, რომელიც მარსთან ახლოს კი დგას, მაგრამ მალე ნიშანს იცვლის (22 მარტს) ისე, რომ მათი შეერთება თხის რქაში აღარ ხერხდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ იმ დროისათვის გარემოებები შეიძლება შეიცვალოს.

ვინაიდან რუკაში ყველაფერი დადებითი ასპექტებითაა გადმოცემული, მე ვვარაუდობ, რომ ცვლილებები სასიკეთო იქნება . და აქ დასრულდება ''ესე ამბავი, ვითარც სიზმარი ღამისა''... ყოველ შემთხვევაში ამდენი დადებითი ასპექტის ფონზე საპანიკო არაფერი გვაქვს. უბრალოდ სიფრთხილე და ჰიგიენის დაცვა გვმართებს".

ავარიები, ტრავმები, კრიმინალური ფაქტები, შოკისმომგვრელი ამბების მიღება - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 1 კვირა

"ახლა წარმოქმნილმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, პარტნიორს საბოლოოდ დაგაშოროთ" - ასტროლოგი დღევანდელ სავსემთვარეობასა და მომდვნო 2 კვირაზე

აგვისტოს ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვის რას ურჩევენ ასტროლოგები?