ავტორი:

"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს

"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს

2 ოქტომბერს, 1:05 საათზე სავსემთვრეობას ველოდებით. სავსემთვარეობაზე მთვარე სრულია, გადავსებულიც კი და განსაკუთრებულად მოქმედებს დედამიწაზე, სითხეზე ჩვენს ორგანიზმშიც კი. იმპულსურობა და ემოციურობა პიკზეა. დადგენილია, რომ სავსემთვარეობაზე მომატებულია კონფლიქტურობა, ავარიულობა და არც ეს დღე იქნება გამონაკლისი, თუმცა, ყველა მედალს აქვს ორი მხარე. მზე სასწორშია, სიყვარულის, სილამაზის აღმქმელ, პარტნიორობასა და ჰარმონიაზე მომართულ ნიშანზე, მთვარე - ცეცხლოვან ვერძში , მის საპირისპირო ნიშანში. ვერძი არასდროს არავის არ უყურებს და მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. მას აქვს თავისი აზრი და სხვების მოსაზრებას არც კი განიხილავს. ყველგან და ყოველთვის მხოლოდ თვითონ არის მართალი. მუდამ მიდის თავისი გზით, გაუკვალავი ბილიკებით. სავსემთვარეობა ვერძში ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენზე.

თვითონ სავსემთვარეობის დღეს პლანეტა მარსი თავის ნიშანში - ვერძშია . მართალია, რეტროგრადულია, მაგრამ მომართულია აქტიურობაზე, "შეიძლება შარშან" ნათქვამი გაგიხსენოთ და მასზე მოგთხოვოთ პასუხი. ანუ რეტროგრადული მარსის თვისებაა ადრე წაგებულის გამო რევანში აიღოს. გირჩევთ აუცილებლად მოუსმინოთ (თუ არ გაითვალისწინებთ) მოწინააღმდეგეს აზრს. ამ დღეს არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას. უფრო მეტიც, თქვენ წარსული შედეგები, მიღწევები უნდა გაანალიზოთ.

სავსემთვარეობის დღეს მთვარე ვერძშია, სადაც იმყოფება მარსიც და შავი მთვარეც . მარსი სატურნსა და პლუტონს უპირისპირდება და ამ დღეს შეიძლება განსაკუთრებით იგრძნოთ უფროსის, ზემდგომების ზეწოლა. ან შეიძლება მოგთხოვონ ადრე გაცემული დანაპირების შესრულება. ნუ ეცდებით გამოავლინოთ ზედმეტი ააქტიურობა, მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, განსაკუთრებით სპორტსმენები. ნუ გაფლანგავთ თქვენს ენერგიასა და ძალებს არაფრისმომცემ საქმეებზე.

სავსემთვარეობაზე ადამიანები (ქალებისაგანაც კი შეიძლება იგრძნოთ აგრესია) არიან აღგზნებულები, დესპოტურები და ეცადეთ, იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. იყავით ფრთხილად ცეცხლთან, ასაფეთქებლებთან. დედამიწის ზოგიერთ ტერიტორიაზე შეიძლება იფეთქოს ხანძარმა ან მიწისძვრა მოხდეს. გირჩევთ, გააზრებულად იმოქმედოთ. მძაფრი შეგრძნებები კი ფილმებიდან ან წიგნიდან მიიღოთ. არ დაგეგმოთ არანაირი შეხვედრები, მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება. არ გირჩევთ უფროსთან (ოჯახშიც კი), ძალოვან სტრუქტურებთან დაპირისპირებას.

თუმცა, პირადი ურთიერთობისთვის მარსი კარგ ასპექტს აკეთებს სიყვარულის პლანეტა ვენერასთან . ნუ გაგიკვირდებათ, თუ განახლდება ძველი სასიყვარულო კავშირები, თავს შეგახსენებენ ყოფილები. შეიძლება მოგინდეთ საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკული სიურპიზის მოწყობა. ასეთ ტალღაზე ყოფნამ შეიძლება შეასუსტუს ვერძის სიჯიუტე და სიხისტე. თანაც, ურთიერთობასაც გაიუმჯობესებთ პარტნიორთან. შეგიძლიათ შემოქმედებითი იდეებიც კი განახორციელოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით მჭრელ და ცეცხლისმფრქვევ საგნებთან.

სავსემთვარეობის მისიაა, რომ რაღაც დაასრულოს. წელს, პირველი ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოში გვქონდა 24 მარტს და ადვილი შესაძლებელია, დასრულდეს ის პროცესები, რაც ამ პერიოდში დაიწყო.

  • სავსემთვარეობას ყველაზე მეტად იგრძნობენ:

პირველ რიგში ვერძები (დაბადებულები 25 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით). შეიძლება მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხეზე ან დაასრულოთ რაღაც საქმე. თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი, მაგრამ მშვიდად, დიპლომატურად და აუცილებლად მოუსმინეთ მეორე მხარესაც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოვლენების ეპიცენტრში მოხვდებით. და, რა თქმა უნდა, სასწორები (დაბადებულები 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით), სადაც ახლა იმყოფება მზე. ცხოვრების გადატვირთვის პერიოდი დაგეწყოთ. რაღაცას წერტილი უნდა დაუსვათ. ეს შეიძლება იყოს დავის, ურთიერთობების თემა, ხელშეკრულებების გაფორმების. დაასრულეთ ის, რასაც აქამდე ვერ ასრულებდით.

სავსემთვარეობას შედარებით მშვიდად იგრძნობენ ლომები (დაბადებულები 27 ივლსიდან 6 აგვისტოს ჩათვლით) და მშვილდოსნები (დაბადებულები 26 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით). თქვენი ახლობლების ცხოვრებაში ან სამსახურში შეიძლება მოხდეს მოვლენები, რაც თქვენს ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება, მაგრამ არა კონკრეტულად თქვენზე არამედ რაღაცის ან ვიღაცის გავლენით, ან შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო შედეგი.

შედარებით რთულად იგრძნობენ თავს სავსემთვარეობის მოვლენების გამო კირჩხიბები (დაბადებულები 25 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით) და თქის რქები (დაბადებულები 26 დეკემბრიდან 4 იანვარი ჩათვლით). სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, მაგრამ არა კარგი კუთხით. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2020 წლის 24 მარტის პერიოდში. თუმცა შეიძლება, მოგცილდეთ ის, რაც გთრგუნავდათ, გბოჭავდათ. განსაკუთრებით, თუ თავადაც ხელს შეუწყობთ. გახსოვდეთ, ცხოვრებაში ახალი რომ შემოვიდეს, ძველი უნდა დასრულდეს. ცვლილებების დროა, ფეხი უნდა აუწყოთ სიახლეებს და არ ჩაებღაუჭოთ წარსულს, იმასაც, რასაც განვითარება აღარ უწერია. სიახლე შეიძლება შემოვიდეს თქვენთვის სრულიად მოულოდნელად, ცოტა აგრესიითაც, მაგრამ ნუ შეუშინდებით.

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთავრეობა" და იშვიათი მოვლენები, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის

"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ" - რას წერს ასტროლოგი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევას აძლევს ზოდიაქოს ნიშნებს

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა მოუმზადეს ზოდიაქოს ნიშნებს ვარსკვლავებმა?