ავტორი:

კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს

კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს

23 მაისს კარმისა და აკრძალვების, პასუხისმგებლობის, დაგეგმარებისა და სტატუსის პლანეტა სატურნი რეტროგრადული ხდება 11 ოქტომბრამდე.

ეს მოვლენა ზოდიაქოს ყველა ნიშანზე იქონიებს გავლენას და, რა თქმა უნდა, მსოფლიო მოვლენებზეც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს წესრიგის მოყვარული პლანეტა ცუდად ეჯახება მოულოდნელობების, არსებული წესრიგის წინააღმდეგ ამბოხებისა და რევოლუციის პლანეტა ურანს. მოხდება რადიკალიზმისა და კონსერვატიზმის დაპირისპირება....

განვიხილოთ, რა მოხდება უახლოეს მომავალში, ივნისში. 15 ივნისს სატურნი და ურანი ისევ უპირისპირდებიან ერთმანეთს (სატურნი და ურანი 2021 წელს მესამედ 24 დეკემბერს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს). ამას ემატება ისიც, რომ მათი ასპექტი ძალიან ახლოსაა "დაბნელებების დერეფანთან", რომლის დროსაც ემოციურობა და დაძაბულობა პიკს აღწევს. ამას ემატება რეტროგრადული მერკური, რომლის დროსაც შეფერხებული, გაჭიანურებულია კომუნიკაცია, განხილვები. შეიძლება დაუბრუნდეთ ადრე დაწყებულ ქმედებებს, მოლაპარაკებებს, მაგრამ მომხვეჭელობით და აგრესიით. ადამიანებს კვლავ მოუნდებათ სასურველის მიღება რევოლუციის, ამბოხების, პროტესტების გზით. სამყაროს სხვადასხვა წერტილში შეიძლება მოიმატოს სამხედრო კონფლიქტებმა, შეიცვალოს ხელისუფლება. მაქსიმალურად მოგიწოდებთ დაკვირვებულობისკენ, იყავით გააზრებული, ღირსეულად იმოქმედეთ, რათა აიცილოთ კატასტროფა.

სატურნი თითოეულ ადამიანს მოუწოდებს პასუხისმგებლობისა და სერიოზულობისკენ. განსაკუთრებით 29-30 წლის ასაკში მყოფებს (სატურნის დაბრუნების პერიოდი). ხოლო თუ რას გპირდებათ სატურნი კონკრეტულად თქვენ, 23 მაისიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, წაიკითხეთ პროგნოზი თქვენი მზის , და თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, მთვარისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვითაც.

ვერძი

სატურნის გავლენით შეიძლება შეიცვალოს იმ ორგანიზაციის ან ჯგუფის სტრუქტურა, სადაც გაერთიანებული ხართ ან მუშაობთ. მოხდება გადაფასება თქვენი შესაძლებლობების, სამომავლო გეგმების, მეგობრების, მათდამი თქვენი დამოკიდებულების. შეიძლება ძველ მეგობართან მოგიწიოთ ცოტა ხანით დაშორებამ. თუ რომელიმე კლუბის ან ჯგუფის წევრი იყავით შეიძლება ან შეცვალოთ პირობები ან ცოტა ხნით "გაყინოთ". თუ შეიცვლით ონლაინბიზნესის თემას, კონცეფციას.

კურო

სამსახურში მოსალოდნელია უფროსის შეცვლა. თუ დაწინაურებას აპირებდით ან ახალი პროექტის განხორციელებას, ცოტა ხნით შეგიფერხდებათ ან გადაკეთება მოგიწევთ. თუ პენსიაზე გასვლას აპირებდით, ოქტომბრამდე დარჩენას და მუშაობას შემოგთავაზებენ. თუ ზაფხულში ქორწილი ან განქორწინება გქონდათ ჩაფიქრებული, შემოდგომაზე გადაიწევს. შეფერხება მოსალოდნელია მისამართის შეცლის პროცესშიც.

ტყუპი

სარტურნი სერიოზული პლანეტაა და მისი გავლენით ან თავით გადაეშვებით სწავლაში, ან ცოტა ხნით შეაჩერებთ, აკადემიურს აიღებთ. ან თუ პედაგოგი ხართ, შეიძლება შემცირდეს მოსწავლეების რაოდენობა. წიგნის გამოცემა თუ გქონდათ გადაწყვეტილი, რედაქტირებას ან გადაკეთებას მოგთხოვენ. საზღვარგარეთ მოგზაურობის გეგმა ზაფხულში შეიძლება შეგეცვალოთ. აგრეთვე, შემოდგომისთვის გადაიწევს ვიზის, უცხოეთის პასპორტის, ემიგრანტის სტატუსის მიღების საკითხი.

კირჩხიბი

შეგეცვლებათ ფინანსური გეგმები, ბიუჯეტი (სულაც იმ მიზეზით, რომ პარტნიორმა შეიძლება დაკარგოს სამსახური). შეგიფერხდებათ გარკვეული თანხების მიღება (დაზღვევა, ალიმენტი, მემკვიდრეობა, სუბსიდია) ან მიიღებთ მცირე თანხას, არა იმდენს, რასაც ელოდით, "გაიყინოს" თანხა. თუ ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ, ფულს წვალებით აიღებთ, უკმაყოფილო იქნებით პირობებით. სატურნის რეტროგრადულობის დროს გარისკვა არ ღირს. არ გირჩევთ არც ვალის აღებას.

ლომი

სატურნი ურთიერთობაზე იქონიებს გავლენას. შეიძლება გაიყინოს ურთიერთობები (საქმიანიც და სასიყვარულოც) ან კონტრაქტი, რომელიც მზად გქონდათ. შეიძლება შეგიმცირდეთ კლიენტების რაოდენობა, თუ თქვენი საქმიანობა კლიენტებთან მუშაობაზე იყო აგებული. თუმცა, შეიძლებაა სატურნმა სერიოზული კლიენტებიც კი "მოგიყვანოთ". ზოგიერთი მოემზადება ქორწინების ან განქორწინებისთვის. ბიზნეს მოლაპარაკებები ან ყოფილ პარტნიორთან (თუნდაც ქონების გაყოფის გამო) შეფერხდება ოქტომბრამდე.

ქალწული

სატურნი მოგიწოდებთ მეტი დაკვირვება გამოავლინოთ ჯანმრთელობისა და სამსახურის მიმართ. ზოგიერთს შეიძლება, ცოტა ხნით ძველ სამსახურში დაბრუნება შემოგთავაზონ ან უნდა გადააკეთოთ ის საქმე, რაც ადრე ჰქონდათ შესრულებული. სამსახურში შეფერხდება ახალი პროექტების განხორციელება. სამაგიეროდ, კარგი დროა, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. შემოდგომამდე ახალი სამსახურის ძიებას არ გირჩევთ. შემოდგომამდე მოაგვარებთ სარემონტო სამუშაოებს. ზოგიერთს მოგინდებათ ძვლების გაძლიერება, კბილების მკურნალობა, სრული სამედიცინო კვლევის ჩატარება. ქალწულების უმეტესობამ უნდა შეადგნოთ დღის, ჯანსაღი ცხოვრების განრიგი.

სასწორი

შეგიმცირდებათ რომანტიკული ურთიერთობები, გართობა. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში გულსაც გამოიკვლევთ. დაფიქრდით, რა არ მოგწონთ საკუთარ თავში და 11 ოქტომბრის შემდეგ გამოასწორეთ. შეყვარებულების ურთიერთობა შეიძლება გაცივდეს ან დროებით, სწავლის, მუშაობის გამო გაწყდეს. ზოგიერთმა კი შეიძლება განაახლოთ ძველი რომანტიკული კავშირი ან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ ძალიან ძველ ნაცნობთან. მოსალოდნელია ბიზნესის რეორგანიზება. თუ ქალბატონ სასწორებს გსურთ შვილის გაჩენა, რეტრო სატურნი საუკეთესო დროა ორგანიზმის მოსამზადებლად მშობიარობისთვის. თუ უკვე გყავთ შვილი, შეიძლება მასთან ან გაგიცივდეთ ურთიერთობა ან ცოტა ხნით დაშორდეთ ერთმანეთს. წაიკითხეთ სრულად

გარდაუვალი ცვლილებები და ახალი იდეების რეალიზება - ვისთვის და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი 9 ივლისამდე პერიოდი?!

ასტროლოგიური პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - რას უმზადებენ ვარსკვლავები ზოდიაქოს ნიშნებს 10 ივლისამდე

"მოიმატებს დიდი ფულის შოვნისა და სიყვარულის სურვილი, წყვილებში გაძლიერდება ეჭვიანობა, ლტოლვა..." - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა 24 ივნისის სავსემთვარეობაზე