ავტორი:

დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი

დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი

"დღეიდან 29 სექტემბრამდე სატურნი უკუსვლითი იქნება. ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი საქმეების დაწყება, მათ შორის, კარიერაც იგულისხმება, ქორწინებაც, სახლის მშენებლობის დაწყებაც და სხვა ფუნდამენტალური თემებიც", - წერს ქართველი ასტროლოგი ხათუნა ნოელი და აქვე ასტროლოგიური მოვლენის უფრო ვრცელ ანალიზსაც გვთავაზობს, რომელიც სოციალურ ქსელში 2017 წელს გამოაქვეყნა:

ასტროლოგის თქმით, ამ ტრანზიტის გავლენის თვალსაზრისით გამონაკლისია ადამიანთა ის ნაწილი, ვისაც პირად რუკაში სატურნი რეტროგრადული (უკუსვლითი) ჰყავს.

  • სატურნის ტრანზიტი თხის რქაში 2018-2020

სულ ახლახანს სატურნმა თავის სამფლობელოში - თხის რქის ზოდიაქოში შეაბიჯა. ის იქ საკმაო ხანს, მთელ 3 წელიწადს (2020 წლამდე) გაატარებს. სატურნის სრული ზოდიაქალური ციკლი 29,5 წელს შეადგენს, ანუ სწორედ ამდენი ხნის წინ იყო ის ბოლოს თხის რქაში. სატურნი ე.წ. სოციალური პლანეტაა, ანუ პირად ცხოვრებაზე უფრო მეტად საზოგადოებაში მომხდარ მოვლენებზე აქვს ზეგავლენა. თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა მაშინ მსოფლიოში, რა მოვლენებს ჰქონდათ ადგილი, უფრო ნათელი გახდება, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ახლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 1989 წლის აპრილის ამბები , როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ჯარისა და ტანკების გამოყენებით შეეცადა ჩაეკლა თავისუფლების სურვილი და სსრკ-ს დაშლა შეეჩერებინა. სისხლიანი გამოდგა იმ პერიოდის პეკინის მოვლენებიც .

მიდიოდა აშკარა დაპირისპირება დრომოჭმულ სტრუქტურულ წარმონაქმნებსა და ახალ მოძრაობას შორის

ამავე პერიოდში დაინგრა ბერლინის კედელიც და გაერთიანდა ორადგახლეჩილი გერმანია... საბოლოოდ, საბჭოთა კავშირიც დაიშალა თავისუფალ სახელმწიფოებად...

რით იყო ეს გამოწვეული?

ასტროლოგების უმეტესობა თანხმდება იმ აზრზე, რომ ამ მოვლენებს სარჩულად მხოლოდ სატურნის თხის რქაში ტრანზიტი არ დასდებია. იმჟამად სატურნი და ურანი შეერთდნენ და სწორედ ურანული თავისუფლების და რევოლუციური ენერგიის გამოვლინებას ჰქონდა სატურნული - ძველი, დახავსებულის წინააღმდეგ ადგილი.

დღეს მოვლენები, სავარაუდოდ, ცოტა სხვა ხაზით განვითარდება. ურანის ნაცვლად სატურნს თხის რქაში ჯერ ლილიტთან , მერე მარსთან და ასევე პლუტონთან მოუწევს შეერთება. სავარაუდოდ, ეს არაერთ ხელმძღვანელ, მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის სახელმწიფო მეთაურებსაც, უბიძგებს გაუმართლებელი, არაკორექტული, მცადრი გადაწყვეტილებების მიღებისა და ქმედებებისაკენ. რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს მათ იმპიჩმენტს და თანამდებობისგან გადადგომას. ზოგ შემთხვევებში კანონით გათვალისწინებულ სასჯელსაც. მაგრამ ამით არ დასრულდება. ძალიან ბევრი, დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბებული სტრუქტურა დაიშლება. და ამას არა მხოლოდ ლოკალური, გლობალური ხასიათი ექნება. მაგალითად, არ მგონია, უკვე ისედაც ბრიტანეთის გასვლით დასუსტებულმა ევროკავშირმა დიდხანს გაუძლოს სატურნის შემოტევებს. სავარაუდოდ, 2019-20 წლებში, როდესაც სატურნი ტრანსფორმაციების განმკარგავ პლუტონს შეუერთდება, კრახს განიცდის არა მხოლოდ ეს სრტუქტურა, არამედ ბევრი სხვაც.

"რუსი ასტროლოგები აშშ-ს დაშლას წინასწარმეტყველებენ, ამერიკელები კი რუსეთისას..."

დღეს ძნელი სათქმელია, ვისი პროგნოზები უფრო გამართლდება, ამას მომავალი მოვლენები გვიჩვენებს.

  • რატომ აქვს სატურნს ჩვენზე ასეთი დიდი ძალაუფლება? რა აძლევს მას ამხელა მასშტაბური მოვლენების განკარგვის ნებას?

საქმე ისაა, რომ სატურნი ბოლო პლანეტაა, რომელიც ადამიანს შეუიარაღებელი თვალით შეუძლია დაინახოს. მის იქით ყველაფერი მიღმისეულია, ჩვეულებრივი მოკვდავისათვის შეუცნობელი, ის არის ზღურბლი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. თანაც სატურნი, მითოლოგიურად იგივე ქრონოსია, რომელიც დროს განაგებს, საზღვრავს ყველაფრის საზღვრებს, თვით სიკვდილ-სიცოცხლისასაც. მის ხელშია - როდის რა დასულდეს, როდის რას ამოეწუროს თავისი ვადები. შემთხვევითი როდია, რომ ძველ გრავიურებზე მას ცელიან მოხუცად გამოსახავდნენ. მაგრამ რას ცელავს იგი? მხოლოდ იმას, რასაც ახალ დროებაში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. რასაც ყავლი გაუვიდა. მეორეს მხრივ, სატურნი მოთმინებას, სიბეჯითეს, პასუხისმგებლობას და ვალდებულებების გრძნობებს აღვიძებს ჩვენში. ის არის დიდი მასწავლებელი, სინდისი, და თუ გვსჯის, მხოლოდ მაშინ, როდესაც ''ცუდად ვიქცევით''. თუ ჩვენ მის მოთხოვნებს ვასრულებთ, სატურნი გულმოწყალე ხდება და დამსახურებულ ჯილდოებს გვიძღვნის. მაშ, ვეცადოთ, რომ ვიყოთ სინდისიერნი, კანონმორჩილნი, პატივი ვცეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, დავიცვათ ნაკისრი ვალდებულებები, მიცემული პირობები შევასრულოთ, ვიშრომოთ ბეჯითად, გეგმაზომიერად და მაშინ აუცილებლად მივიღებთ სატურნისეულ ჯილდოებს, რომელიც შესაძლოა იუპიტერის საჩუქრებზე უფრო მეტიც და უფრო ძვირფასიც კი გამოდგეს!".

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე, როგორი დღე გელოდება

22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ

როგორია უხილავი სულიერი სამყაროს სტრუქტურა, სადაც ადამიანთა სულები ცხოვრობენ