ავტორი:

დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: როდის უნდა გავფრთხილდეთ და როდის შევიძინოთ ახალი ნივთები

დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: როდის უნდა გავფრთხილდეთ და როდის შევიძინოთ ახალი ნივთები

დეკემბერი - წლის ბოლო თვეა, ეს არის მთელი წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შეჯერების, დაწყებული პროექტების დასრულების, შედეგების მიღების თვე. თუმცა, არც ასტროლოგიური მოვლენებითაა დეკემბერი ღარიბი. მივყვეთ თანმიმდევრობით და განვიხილოთ დეტალურად, რადგან ავიცილოთ უსიამოვნებები და მივიზიდოთ პოზიტივი:

მზე ახლა მშვილდოსნის ნიშანში, გილოცავთ, მშვილდოსნებო, ახლა თქვენი დროა, გააქტიურდით, რომ მიაღწიოთ სასურველს. მარსი, აქტიურობის პლანეტა ისევ ტყუპშია, 2023 წლის 25 მარტამდე, და 12 იანვრამდე რეტროგრადული იქნება. ეს საუკეთესო დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ურთიერთობების მოსაგვარებლად.

მერკური თხის რქაში გადავა 7 დეკემბერს, სადაც მოუწევს რეტროგრადული სვლა (პლანეტა რეტროგრადულ სვლაში გადავა 2022 წლის 29 დეკემბერს და გამოვა 2023 წლის 18 იანვარს) და დარჩება 2023 წლის 11 თებერვლამდე. მანამდე იქნება მშვილდოსანში (17 ნოემბერს გადავიდა), სადაც მომართულია უცხო ენების შესწავლაზე, საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. სწავლაზე და ცოდნის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაზე. თხის რქაში მყოფი მერკური არის მომართული საქმეების კეთებაზე, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, ადგენს გრაფიკს, დღის განრიგს და მუშაობს, არ ცდება ჭამაზეც კი. აკონტროლებს საქმეებსაც და კონტაქტებსაც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ პერიოდში შეგეზღუდებათ ურთიერთობა ან ძალიან ოფიციალური გახდება კომუნიკაცია ახლობელ ადამიანებთანაც კი. თვის ბოლოს, 29 დეკემბერს მერკური რეტროგრადული გახდება. ამ დღიდან გადახედეთ შესრულებულ საქმეებს და გამოასწორეთ შეცდომები, გადააკეთეთ. არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას. მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ ნურც ახალი წლის დღეების შემდეგ შეეცდებით ახალი საქმების დაწყებას. უმჯობესია, ეს დრო უკვე დაწყებული საქმეების გადაკეთებაა, გამოსწორებას დაუთმოთ. ახალი საქმეების დასაწყებად უკეთესი დრო გვექნება 2023 წლის 22 იანვრის ახალმთვარეობაზე. ამ პერიოდში კომუნიკაციის მართველი მერკურიც გამოვა რეტროგრადული სვლიდან და აქტიურობის პლანეტა მარსიც. დაბოლოს, გირჩევთ, საახალწლო საყიდლები წლის ბოლოსთვის არ მოიტოვოთ, რადგან რეტროგრადული მერკურის დროს არ გირჩევთ ძვირად ღირებული, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას. აგრეთვე, მაქსიმალური სიფრთხილე გართებთ, თუ საახალწლოდ მგზავრობას აპირებთ. დაკვირვებული იყავით საბუთების გაფორმებისას, ბილეთების შეძენისას, არ დააგვიანოთ რეისზე.

8 დეკემბერს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გველის: პირველი ეს არის სავსემთვარეობა, ტყუპის მე-17 გრადუსში, 8:08-ზე. და მზე მარსის დაპირისპირება. სავსემთვარეობის დღე ისედაც ემოციური და დაძაბულია და მზე მარსის დაპირისპირება კიდევ უფრო ამძაფრებს ყველაფერს. რეტროგრადულმა მარსმა შეიძლება გამოიწვიოს აგრესია, დაძაბულობა, შებრძოლება. ზოგიერთს შეიძლება გაახსენდეს ძველი წყენა და ახლა მოგთხოვოთ პასუხი, ახლა გაგისწორდეთ. არ გირჩევთ ვინმეს გაკრიტიკებას, კამათში ჩართვას. მილიონჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, ერთი სიტყვაც კი შეიძლება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდოს. აგრეთვე, არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს ზემდგომებთან და მამაკაცებთან ოჯახშიც კი.

ამავე დღეს სავსემთავრეობა გველოდება. მთვარე მზეს უპირისპირდება, მზე - მარსს და მთვარე მარსის გვერდითაა. ამიტომ, ემოციურ აფეთქებებს ვერსად გავექცევით. აკონტროლეთ ემოციები, გამონათქვამები, შეამცირეთ ფიზიკური აქტიურობა, ფრთხილად მჭრელ და ბასრ საგნებთან, საჭესთან. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბავს ზემდგომებთან, ასაკით უფროს ადამიანებთან. იყავით გააზრებული და ბრძენი. ამასთან, დაძაბულობა, რომელიც იფეთქებს, შეიძლება დასრულების დასაწყისი გამოდგეს და დიდი ხნის დაძაბულობას ერთიანად მოეღოს ბოლო ან მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გაგათავისუფებთ ძველი სირთულეებისგან. იოლად შეძლებთ საქმეების მოგვარებას. გირჩევთ, სამართლიანად იმოქმედოთ და საკუთარი კეთილდღეობის გამო გარშემო მყოფები არ დააზარალოთ.

ვენერა თხის რქაში გადავა 10 დეკემბერს, სადაც დარჩება 2023 წლის 3 იანვრამდე. 10 დეკემბრამდე ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი სტატუსის, ელიტურობის წარმოჩენა, ბრენდული, ძვირად ღირებული სამოსის შეძენა. თხის რქაში გადასვლის შემდეგ ვენერა გამკაცრდება და გაცივდება. ვენერა არის სიყვარული, სილამაზე, ფული. ადამიანებში მოიმატებს მკაცრი და კონსერვატული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. თხის რქისეული ვენერა არის მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართაც და გარშემო მყოფებისადმიც. თუ ვინმეს ადრე რამეს დაჰპირდით, ახლა ასრულება მოგიწევთ. ჩაცმაში უპირატესობას მიანიჭებთ მკაცრ სტილს, გააზრებულად დახარჯავთ ფულს. გაცივდება პარტნიორული ურთიერთობებიც და შეიძლება კავშირმა ოფიციალური იერი მიიღოს. თუმცა, ამ პერიოდში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება ხანგრძლივი და მყარი გამოდგეს.

პლუტონი ლილიტის დაპირისპირება გველოდება 13 დეკემბერს. ლილიტი ფიქტიური წერტილია, მაგრამ მას საკმარისი გავლენა აქვს ხალხზე. ახლა ლილიტი კირჩხიბში მდებარეობს; პლუტნი - თხის რქაში - მის მოპირდაპირე ნიშანში. პლუტონი ლილიტის დაძაბულობა ზუსტ ასპექტს შექმნის 13 დეკემბერს, მაგრამ უკვე სავსემთავრეობაზე შეინიშნება მისი გავლენა. კირჩხიბი არის ჩვენი ოჯახი, წინაპრები და სამშობლო, მოსახლეობა. აქ გვყავს ლილიტი, ცდუნების პლანეტა (სხვათა შორის, ლილიტის კირჩხიბში ყოფნაზე სტატია დევს ჩვენს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ). პლუტონი არის ძალაუფლება, მმართველი ორგანო და ეს ორი უპირისპირდება ერთმანეთს. უმჯობესია, იყოთ მეტად მიმტევებლები, ქველმოქმედები. გააზრებულად და ფრთხილად იმოქმედეთ.

იუპიტერი ვერძში გადავა 20 დეკემბერს, სადაც დარჩება 2023 წლის 16 მაისამდე. ვერძებო, თქვენი წინსვლის დრო მოდის და უნდა გააქტიურდეთ. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 11 მაისიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით ამ პერიოდში ვერძში უკვე იყო იუპიტერი. ვერძში იუპიტერის გადასვლაზე უახლოეს დღეეში შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას ასტროლოგიური პროგნოზით ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ვერძთან ერთად სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ ცეცხლის სტიქიის სხვა ნიშნებსაც ლომსა და მშვილდოსანს. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესოთ სამსახურის საქმეები, პირადი კავშირები. იყოთ წარმატებული და პოპულარული.

22 დეკემბერს, 01:49-ზე გველოდება ზამთრის მზებუდობა, - ეს არის წლის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღეს. ამავე დღეს მზე მშვილდოსნიდან გადადის თხის რქის ნიშანში და თხის რქებო, საუკეთესო შესაძლებლობები მოგეცემათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გასაუმჯობესებლად. ზამთრის მზებუდობა სასწაული დღეა. მზე 3 დღის განმავლობაში ერთ გრადუსშია გაჩერებული და მხოლოდ მესამე დღეს გადაინაცვლებს ერთი გრადუსით. ეზოტერიკოსები ამ მოვლენას ახალი მზის დაბადებას უწოდებენ. ეს არის ახალმთვარეობის წინა დღე. გირჩევთ, მოიცილოთ უსარგებლო ნივთები, კავშირები, საქმეები, რადგან მეორე დღეს ახალმთვარეობა ახალ ენერგიას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. როგორც უკვე გითხარით, ამ დღეს მზე გადადის თხის რქის ნიშანში. თხის რქა არის მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე ნიშანი. მან კარგად იცის დროის განაწილება. ახასიათებს დისციპლინა და გრაფიკში მუშაობა. თხის რქის საუკეთესი თვისებების გამოყენებას ზოდიაქოს ყველა ნიშანს გირჩევთ.

23 დეკემბერს, თხის რქის მეორე გრადუსში, 14:16-ზე, ახალმთვარეობა გველოდება. ამ დღეს უფრო პოზიტიური ასპექტები გვაქვს ვიდრე ნეგატიური, ადამიანებშიც მოიმატებს სიმშვიდის შეგრძნება, გააზრებულობა. ეს არის ახალი მთვარის დაბადება, თანაც თხის რქის ნიშანში, რომლის თვისებებზც უკვე ვისაუბრე. გირჩევთ, არ გადაიღალოთ და ყველა საქმის ერთდროულად შესრულებას ნუ შეეცდებით. ჩამოწერეთ სურვილები, მაგრამ მხოლოდ აუცილებელი, ის, რომელიც წარმატებას, სტაბილურობას მოგიტანთ. იყავით მომართული სიკეთისა და სილამაზის კეთებაზე. დაგეგმეთ სადღესასწაულო დღეები.

დაბოლოს, საყიდლებისთვის კარგი დღეა: 18, 20-21 დეკემბერი. არ გირჩევთ კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვას 5-6 დეკემბერს და 28-დან წლის ბოლომდე.

ბედნიერ დეკემბერს გისურვებთ!