ავტორი:

დღეს სავსემთვარეობაა: რას გვიმზადებს სამყარო და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?

დღეს სავსემთვარეობაა: რას გვიმზადებს სამყარო და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?

გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ.

7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას. უფრო მეტიც, არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კამათი და საქმეების გარჩევა დაუშვებელია. უმჯობესია, ეს დღე წარსულის, განვლილი დროის გაანალიზებას დაუთმოთ, დაფიქრდეთ, რა უნდა შეცვალოთ, რა მიმართულება უნდა აირჩიოთ.

სავსემთვარეობაზე მზე თევზებშია, მთვარე ქალწულში, ორივე მე-17 გრადუსში. ეს დღე თავისი მოვლენებით შეიძლება ვულკანის ამოფრქვევას შევადაროთ. ყველა წყენა და უსიამოვნება, რაც დაგროვილი იყო გამოვლინდება. ამიტომ, მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ, რომ არ დაზიანდეთ თქვენ, არ დააზიანოთ საქმეები და ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. ადამიანები სხვადასხვა სფეროს, რელიგიის და პროფესიის წარმომადგებლები, შეიძლება გაერთიანდნენ ერთი იდეისთვის.

სავსემთვარეობაზე მზე თევზებშია და მალევე შეურთდება სატურნი - კარმისა და აკრძალვების პლანეტა, რომელიც 3 წელიწადს დარჩება თევზებში. სტატია , ამ ტრანზიტისა და პროგნოზის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. სატურნი ყველაზე მკაცრი და ბრძენი მასწავლებელია და არ გაგვიშვებს შეცდომების დაშვებას.

სავსემთვარეობაზე პლანეტების დაძაბული კონფიგურაცია იქმნება და ეცადეთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, აკონტროლოთ ემოციები, არ გამოავლინოთ აგრესია, იყოთ მშვიდი და გააზრებული. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს.

7 მარტის შემდეგ მთვარე კლებას დაიწყებს და სასურველია გამოიყენოთ მომდევნო რამდენიმე დღე, 13 მარტამდე, საქმეების მოსაგვარებლად. კიდევ ერთი საფრთხილო დღეა 15 მარტი. აგრესიული დღეა და გაფრთხილდით, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, არავის მოატყუებინოთ თავი.

ახალმთვარეობა გველოდება 21 მარტს, 16-20 მარტის პერიოდში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, არ დანიშნოთ შეხვედრები. არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს არის საქმეების დასრულების, უსარგებლო ნივთების და კავშირების მოცილების პერიოდი. გამოიყენეთ ეს დღეები წარსულის გასაანალიზებლად.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა თევზებისა და ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 5-9 მარტის შუალედში. ჩამოწერეთ წლის გეგმა, იყავით შრომისმოყვარე და ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. და 7-11 სექტემბერს დაბადებულებზე. უნდა იყოთ მეტად მოტივირებული საკუთარი თავის, საქმეების გაუმჯობესებაზე. 5-9 ივნისს და 6-10 დეკემბერს დაბადებულებს მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რთული საკითხების მოგვარება და იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, გააზრებული და ფრთხილი. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, დააკვირდით, რომელი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნისა და თევზების 15-19 გრადუსში, ამ თემებთან დაკავშირებით გელოდებათ ცვლილებები.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!