ავტორი:

ერთთვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მთვარის კალენდრის მიხედვით - როგორია ასტროლოგების რჩევები

ერთთვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მთვარის კალენდრის მიხედვით - როგორია ასტროლოგების რჩევები

გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ მომდევნოს 27 აპრილს ველოდებით, მანამდე ერთი თვეა. ამ ერთი თვის პროგნოზს გაეცანით თქვენი ასცენდენტისა და მზის ნიშნის მიხედვით, სავსემთვარეობის პროგნოზის მიხედვით დაგეგმეთ თქვენი ყოველდღიურობა, რათა უკეთ შეძლოთ თქვენი მიზნებისა და სურვილების განხორციელება.

ვერძი

მეტად იქნებით მომართული, რომ გააუმჯობესოთ ურთიერთობა სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ არ დაარღვიოთ ბალანსი, შეინარჩუნეთ "ოქროს შუალედი". ახლა თქვენი მმართველი პლანეტა - მარსი ტყუპშია. აქტიურია, მომართულია საქმიანი შეხვედრების გამართვაზე, მოლაპარაკებაზე. იყავით მზად თანამშრომლობისთვის. აგრეთვე, ნუ დაარღვევთ ადრე შედგენილ ხელშეკრულებებს. მეტად გამოავლინეთ სიყვარული საკუთარი თავისა და სასიყვარულო პარტნიორის მიმართაც.

კურო

დაიცავით ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის. იყავით მომართული, რომ დაარეგულიროთ ურთიერთობა თანამშრომლებთან და საკუთარ თავთან. ვალდებულებების გამო სულიერად ნუ გამოიფიტებით. გადახედეთ ჩვევებს და ეცადეთ, გათავისუფლდეთ იმ მავნე ჩვევებისგან, რაც ჯანმრთელობას გიუარესებთ. იზრუნეთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ხანდახან ყოველდღიურ ვალდებულებებს უნდა მოსწყდეთ და იოცნებოთ, დაისახოთ მომავლის მიზნები, რომლებსაც ახალმთვარეობის შემდეგ განახორციელებთ.

ტყუპი

დააბალანსეთ პირადი გატაცებები და იმ ჯგუფის ინტერესები, სადაც ხართ გაწევრიანებული. ამასთანავე, იყავით მომართული, რომ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, მიიღოთ სიამოვნება საყვარელი საქმის, ჰობის შესრულებით. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის, მოუწყვეთ მათ გასართობი, დღესასწაული და განსაკუთრებით მოიცალეთ საყვარელი ადამიანისთვის. გაანებივრეთ ის რომანტიკული პაემნებით, სიურპრიზებითა და საჩუქრებით. თუმცა, ამავე დროს, ნუ დაივიწყებთ, ნურც მეგობრებს, თანამოაზრეებს.

კირჩხიბი

მეტად უნდა ჩაერთოთ საოჯახო საქმეებში. გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, როგორც დიასახლისმა, მამასახლისმა. თუმცა, ოჯახი, კირჩხიბებისთვის ყოველთვის ისედაც პირველ ადგილზეა, მაგრამ ამასთან, ვერც სამსახურის საქმეებს მიივიწყებთ. ამიტომ, ამ ორ სფეროს შორის უნდა დაიცვათ ბალანსი. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. გამორიცხული არაა, სახლიდან დაიწყოთ მუშაობა. როგორც წესი, თქვენ სავსემთვარეობას და ახალმთვარეობას კალენდარში ჩახედვის გარეშეც გრძნობთ და ეცადეთ, ეს დღეები, პლუს/მინუს 2 დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ლომი

მნიშვნელოვანია, რომ დაარეგულიროთ ურთიერთობა თქვენს ახლო წრესთან. ეს შეიძლება იყოს და-ძმები, მეზობლები, ნაცნობები. კარგ შედეგს მოგიტანთ მგზავრობა, ქალაქგარეთ გამგზავრება. ყურადღებით იყავით იმ ინფორმაციასთან რასაც ახლა მიიღებთ, ამან შეიძლება შეგიცვალოთ ის წარმოდგენები, რაც აქამდე გქონდათ, ამ სფეროშიც დაიცავით ბალანსი. გაიაზრეთ რას ამბობთ და ეცადეთ, სწორად გაიგოს ყველამ თქვენი ნათქვამი. ზოგიერთმა შეიძლება დაგროვილი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება გადაწყვიტოთ.

ქალწული

მეტად უნდა გამოავლინოთ ნიჭი, რამაც შეიძლება ფული მოგიტანოთ, ანუ ცოდნის მონეტიზირება უნდა შეძლოთ. შეიძლება ფული გამოიმუშაოთ თქვენი გამოცდილებითაც. დაიცავით ბალანსი პირად და პარტნიორის ფულებს შორის. დაკვირვებით აწარმოეთ საქმიანობა საბანკო სექტორთან. დროულად გადაიხადეთ კრედიტი, გადასახადები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები დაკვირდებით, პარტნიორთან ერთად. საყიდლებზეც ერთად, სიით გაემგზავრეთ. დააბანდეთ ფული სარფიან საქმიანობაში, რომ გარკვეული შემოსავალი აქედანაც მიიღოთ.

სასწორი

ახლა მთვარე თქვენს ნიშანშია, სავსემთვარეობაც თქვენ განსაკუთრებით გეხებათ. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ დაიცავათ ბალანსი თქვენსა და თქვენს პარტნიორებს (საქმიანიც იგულისხმება და სასიყვარულოც) შორის. როგორც წესი, იმდენად ხართ მობილიზებული, სხვას ასიამოვნოთ, რომ საკუთარი თავი გავიწყდებათ. იყავით მეტად მომართული საკუთარი მიზნებისა და იდეების განხორციელებაზე. შეიძინეთ საკუთარი თავისთვის რამე ახალი, შეიცვალეთ იმიჯი და სტილი.

მორიელი

მეტად ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, სურვილებს. დაიცავით ბალანსი ყოველდღიურ ვალდებულებებსა და იმ საქმიანობას შორის, რაც პირად, სულიერ სიამოვნებას განიჭებთ; ეს შეიძლება იყოს მედიტაცია, შემოქმედება. მიეცით თავს უფლება, რომ განახორციელოთ ოცნებები. კარგი იქნება, თუ დაეხმარებით გარშემო მყოფებს, ქველმოქმედება შეიძლება იყოს ფულადი, საგნობრივი, კეთილი სიტყვა ან უბრალოდ, დახმარება რამე საქმის შესრულების დროს.

მშვილდოსანი

ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ მომავალში, რამ უნდა მოგიტანოთ წარმატება და მატერიალური კეთილდღეობა. შეიძლება თქვენი იდეები, შემოქმედებითი პროექტები თანამოაზრებთან, ჯგუფთან ერთად განახორციელოთ. თუმცა, ნურც ლიდერის თვისებებს დაივიწყებთ. აგრეთვე, დაიცავით ბალანსი გართობასა და საქმიანობას შორის. ერთის გამო მეორე სფერო რომ არ დაგიზარალდეთ.

თხის რქა

პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, კარიერა, დაწყებული პროექტების განვითარება უნდა დააყენოთ, მაგრამ ნურც ოჯახს და ნათესავებს დაივიწყებთ და პირველ რიგში დედას უნდა დაუთმოთ მეტი ყურადღება. სამსახურის საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ საოჯახო საკითხები არ დაგიზარალდეთ. ამ ორ სფეროს შორის "ოქროს შუალედი" უნდა გამონახოთ. აგრეთვე, გამონახეთ დრო დასვენებისთვის, აგარაკზე გამგზავრებისთვის.

მერწყული

განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა, უმაღლესი განათლების მიღება. მოგინდებათ სულიერი განვითარება; ურთიერთობის გაუმჯობესება ადამიანთებთან, ვინც თქვენგან შორს, საზღვარგარეთაა. ამასთან, უნდა დაარეგულოთ ურთიერთობა და-ძმებთან, ადამიანებთან, ვისაც ყოველდღე ხვდებით. მიიღეთ და ისწავლეთ ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც ახლა გჭირდებათ და გამოიყენებთ.

თევზები

ისწავლეთ ფულის გადანაწილება. თქვენი და სხვისი ფინანსები გაანგარიშებულად უნდა ხარჯოთ. საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ერთად შეადგინეთ ბიუჯეტი, ხარჯი. მეტი ყურადღება გმართებთ ვალებთან, კრედიტებთან. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი ცოდნით დაიწყოს ფულის გამომუშავება. ცოდნისა და გამოცდილების მონეტიზირება შეძლოთ. შეიძლება ფული მიიღოთ ადრე დაბანდებული ფინანსებიდან. ახლა კი დიდი დაკვირვება უნდა გამოავლინოთ, თუ ფულის დაბანდებას აპირებთ.

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - როგორი იქნება თქვენთვის გაზაფხულის მეორე თვე

"შესაძლოა სწორედ ახლა მოისმინოთ პარტნიორისაგან თქვენთვის ყველაზე სასურველი სიტყვები" - რას წერს ასტროლოგი ვენერასა და მზის შეერთებაზე

"ჩაიფიქრეთ სურვილი" - როგორ უნდა შევხვდეთ 20 მარტის გაზაფხულის ბუნიობას და ასტრონომიულ ახალ წელს, რომელიც მთელ წელზე მოახდენს გავლენას