ავტორი:

ივნისის მნიშვნელოვანი მოვლენები: ვის ელოდება ერთი ნახვით შეყვარება, ფინანსური მოულოდნელობები და აგრესიული ქმედებები

ივნისის მნიშვნელოვანი მოვლენები: ვის ელოდება ერთი ნახვით შეყვარება, ფინანსური მოულოდნელობები და აგრესიული ქმედებები

ზაფხულის პირველი თვე მნიშვნელოვანი მოვლენებითაა დატვირთული. საინტერესო ისაა, რომ 5 პლანეტა თავის ნიშანშია (მერკური ტყუპშია, ვენერა - კუროში, მარსი - ვერძში, ნეპტუნი - თევზებში, სატურნი - მერწყულში) და მაქსიმალურად ავლენს ენერგიას. ჩაინიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი თარიღი, რათა უკეთ შეძლოთ თქვენი ცხოვრების, მომავლის დაგეგმვა.

21 ივნისამდე მზე ტყუპის ზოდიაქოშია. 21-ში კირჩხიბში გადავა. გახშირდება ინფორმაციის მიღება-გაცემა; ზარები, მიმოწერები. კომუნიკაცია, გადაადგილების, ახლის შესწავლის სურვილი. გააფორმეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები. იოლად გამონახავთ საჭირო ადამიანებს.

ტყუპის მმართველი პლანეტა მერკური ახლა რეტროგრადულ სვლაშია, 3 ივნისამდე. 13-ში ის თავისი მმართველობის ნიშანში ტყუპში გადავა. მანამდე იქნება სერიოზულ, პრაქტიკულ, პრაგმატულ, სუბიექტურ, ცოტა შენელებულ კუროში. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. შეიძინეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები. როცა მერკური ტყუპში გადავა დაიწყეთ ახალი საქმეები, პროექტები, დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები. ტყუპისეული მერკური არის აქტიური, ჭკვიანი, ინტელექტუალური, მომართული ურთიერთობებზე. არ გაგიჭირდებათ საჭირო დოკუმენტების გაფორმება, იოლად შეისწავლით ახალს. კარგი პერიოდი გელოდებათ რეკლამის, პიარის, კომერციის სფეროს წარმომადგენლებს. მერკური კირჩხიბს ესტუმრება 5 ივლისს.

23 ივნისამდე სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა კუროს ნიშანშია. მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება ლამაზი, ძვირფასი ნივთებით; მატერიალური კეთილდღეობა (რას მოგიტანთ ვენერა კუროში სტატია ასტროლოგიური პროგნოზით არის საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ). პირად ურთიერთობაში დაისადგურებს ჰარმონია. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი ძვირფასი საჩუქრებით, რომანტიკით. აქვე გეტყვით, რომ სანამ ვენერა კუროშია (28 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით) ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდია.

საინტერესო დღეები გველის 7-17 ივნისის შუალედში. 12-ში ვენერა (სიყვარული, ხელოვნება) და ურანი (მოულოდნელობა, განახლება, შოკი, თავისუფლება) ერთიანდებიან კუროს ნიშანში. ამან შეიძლება მოგვიტანოს განახლება ხელოვნების, სიყვარულის, ფულის სფეროში. შეიძლება მოგინდეთ გრძნობების ორიგინალურად გამოხატვა. ამასთან, გაფრთხილდით, განსაკუთრებით, თუ პირად რუკაში ვენერა-ურანის ასპექტი გაქვთ, რომ ამ შეერთებამ არ მოგიტანოთ სასიყვარულო კავშირის მოულოდნელი გაწყვეტა. ზოგიერთს კი ერთ ნახვით შეყვარება ელის. გარდა ამისა, ვენერა განაგებს ფულსაც და ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული იყავით ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

16 ივნისს ვენერა-აღმავალი კვანძის შეერთებას ველოდებით კუროს ნიშანში. ასპექტი აქტიურია 11-21 ივნისის ჩათვლით. დააკვირდით რა მოხდება ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. ამ დღეს დაწყებული საქმეები და ურთიერთობები კარმულია. ყურადღებას საჭიროებს ფინანსური საკითხებიც. რასაც ახლა დაიწყებთ, მთელი წლის და მომდევნო 18 წლის განმავლობაში მოგიტანთ შედეგს.

23 ივნისს ვენერა ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლებს (17 ივლისამდე). მოიმატებს რომანტიკული ნაცნობობა, შეხვედრები, ფლირტი. საუკეთესო დრო დაუდგებათ ინტელექტუალ, მწერალ ადამიანებს.

მარსი თავი ნიშანში, ვერძშია - 25 მაისიდან 5 ივლისამდე (რას მოგიტანთ მარსი ვერძში სტატია ასტროლოგიური პროგნოზით არის საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ). მარსი ვერძში საკმაოდ აქტიური, აგრესიული და ფეთქებადია. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ თუ სოციუმში, ზოგადად სამყაროში მოიმატებს აგრესიის გამოვლენა, საომარი მოქმედებები. განსაკუთრებით საფრთხილოა ივნისის პირველი კვირა. იყავით ფრთხილი, ადამიანებშიც იმატებს აგრესია. მარსს ვერძში საქმეების მოგვარება მუშტებით, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ახასიათებს.

15 ივნისს მარსისა (ქმედება) და ქირონის (ოქროს გასაღები) შეერთებას ველოდებით ვერძის ზოდიაქოში. საინტერესო დღეა. აღმოჩნდებით მნიშვნელოვან მოვლენებში, მოაგვარებთ თქვენთვის აქტუალურ საკითხებს. გირჩევთ, თქვენი ენერგია კეთილი საქმეების შესრულებას დაუთმოთ. ასეთი შეერთება გვქონდა 2019 წლის 18 თებერვალს. გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს.

5 ივნისიდან (23 ოქტომბრამდე) სატურნი, რომელიც ახლა მერწყულის ნიშანშია, რეტროგრადულ სვლაში გადადის. სატურნი არაა კეთილი პლანეტა და სირთულეების, შეზღუდვების, აკრძალვების მოტანა შეუძლია, მაგრამ გამოიყენეთ ეს დრო წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, საქმეების დახვეწად, მოგიწევთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. შეიძლება შეზღუდული გახდეთ მატერიალურ საკითხებში. სატურნის გავლენას განსაკუთრებით იგრძნობთ ისინი, ვისაც მერწყულის, ლომის, კუროსა და მორიელის 19-26 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. სტატიას სატურნის რეტროგრადულობასა და ასტროპროგნოზს 12-ვე ნიშანისთვის მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

14 ივნისს, 15:51 საათზე, მშვილდოსნის 24-ე გრადუსში ველოდებით სავსემთვარეობას. როგორც უკვე იცით, სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. მზე იქნება ტყუპში, მთვარე - მშვილდოსანში. რთული დღეა, მომატებულია ემოციურობა და იყავით დაკვირვებული, ფრთხილი. არ გაეხვიოთ აფერისტულ სქემებში, არ გახდეთ ტყუილის მსხვერპლი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს, მედიკამენტებიც კი ფრთხილად მიიღეთ. გაფრთხილება გმართებთ პლუს/მინუს 2 დღე. ტრადიციულად, ცოტა მოგვიანებით, შემოგთავაზებთ სავსემთვარეობის პროგნოზს.

21 ივნისს, 13:13-ზე მზებუდობას ველოდებით. ეს არის დღე, როცა მზე გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში, პირველ გრადუსში. საინტერესო, ენერგიული დღეა, მოულოდნელობების. აკონტროლეთ ემოციები. განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვს შემდეგი თემები: მატერიალური, უძრავი ქონების, საოჯახო და სიყვარულის.

29 ივნისს, 6:52-ზე, კირჩხიბის მე-8 გრადუსში ახალმთვარეობას ველოდებით. სავსემთვარეობის მსგავსად ახალმთვარეობაზეც მომატებულია ემოციურობა. ამ დღეს მზე და მთვარე კირჩხიბშია და მათ გვერდითაა ლილიტი (ცდუნებები). მაქსიმალური დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები; მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას ოჯახის წევრებთან. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს ოჯახის, სამშობლოს მიტოვება. მოგვიანებით, შემოგთავაზებთ სტატიას ახალმთვარეობაზე და ასტროპროგნოზს 12-ვე ნიშანისთვის.

ბედნიერ ივნისს გისურვებთ!