ავტორი:

"მოიმატებს დიდი ფულის შოვნისა და სიყვარულის სურვილი, წყვილებში გაძლიერდება ეჭვიანობა, ლტოლვა..." - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა 24 ივნისის სავსემთვარეობაზე

"მოიმატებს დიდი ფულის შოვნისა და სიყვარულის სურვილი, წყვილებში გაძლიერდება ეჭვიანობა, ლტოლვა..." - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა 24 ივნისის სავსემთვარეობაზე

24 ივნისს, 22:40-ზე თხის რქის ნიშანში ველოდებით სავსემთვარეობას . სავსემთვარეობა არის შედეგი, რასთან მიხვედით, მოგწონთ თუ არა, რასაც მიაღწიეთ. ანუ უნდა განიხილოთ შედეგი, რომ ჩამოყალიბდეთ მომდევნო მიზნებზე, გინდათ ისევ (საქმე, ურთიერთობა, სიტუაცია) თუ უნდა მიატოვოთ. უნდა შეგახსენოთ, რომ 2021 წლის 13 იანვარს ახალმთავრეობა იყო ამ ნიშნებში - კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე, ახლა სავსემთვარეობაა და შეიძლება იმ პროცესების შედეგი მიიღოთ, რაც იანვარში დაიწყეთ. ეცადეთ, ბალანსი და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ზაფხულის დაბნელებების დერეფანი უკვე გამოვიარეთ, მერკური (გონების მმართველი პლანეტა) სწორი სვლისთვის ემზადება. სავსემთვარეობა თხის რქის ნიშანში იქნება და მოგვეთხოვება თხის რქის ფუნქციების შესრულება: სიმკაცრე, სერიოზულობა, მეტი პასუხისმგებლობა, სტაბილურობა. სავსემთვარეობას გააზრებულად უნდა მივუდგეთ, დეტალები დაკვირვებით უნდა განვიხილოთ. გვაკმაყოფილებს ის შედეგები, რაც მივიღეთ? რისი გამოსწორება შეგიძლიათ? ნუ გგონიათ, რომ საკუთარ საქმეებს სხვები მოგიგვარებენ, სხვას გადააბარებთ პასუხისმგებლობას. არა, ახლა მთავარი გმირი თქვენ ხართ და მოვლენებზე პასუხს თავად აგებთ.

ამასთან, სავსემთვარეობა ხდება თხის რქისა და კირჩხიბის ღერძზე. მთვარე და მზე ერთმანეთს უპირისპირდებიან: მთვარე არის თხის რქის ნიშანში, ხოლო მზე კირჩხიბში. გამორიცხული არაა, რომ წამოიჭრას ურთიერთობების, ოჯახის, ნათესავების, საგვარეულო საკითხები. კარიერაში დაასრულეთ, მოიცილეთ ყველაფერი, რაც გიშლით ხელს განვითარებაში. ნუ გაეკიდებით იმას, რაც თქვენგან მიდის. შეიძლება ამოტივტივდეს ძველი შეცდომები, თუ შეგიძლიათ, გამოასწორეთ. თუ არა, გაითვალისწინეთ, რომ მომავალში აღარ დაუშვათ და გააგრძელეთ ცხოვრება. აგრეთვე, აუცილებლად აპატიეთ საკუთარ თავს. გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად უშეცდომო არავინაა, შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ და ეცადეთ, მომავალში შეცდომები აღარ დაუშვათ.

სავსემთვარეობა თხის რქაში ბევრ ადამიანს დაეხმარება გაერკვეს საკუთარ მიზნებში, დაადგეს განვითარების სწორ გზას. მთავარია, დაარეგულიროთ პირადი და სოციალური ინტერესები. ანუ კარიერის გამო ოჯახში არ შეიქმნათ უსიამოვნებები და პირიქით.

სავსემთვარეობის დროს შეგიძლიათ ფურცელზე ჩამოწეროთ ყველა ის წყენა, ტკივილი, რისგანაც გათავისუფლება გსურთ, დაწვათ და ფერფლი წყალს გაატანოთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობს (ვისგანაც გათავისუფლება გსურთ), აპატიეთ მას ყველა უსიამოვნება და უთხარით, რომ ათავისუფლებთ, უშვებთ თქვენი ცხოვრებიდან. წაიკითხეთ სრულად

დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს

6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე

"მზის დაბნელება ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებსა და დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე ახდენს გავლენას" - რას წერს ასტროლოგი 10 ივნისის მზის დაბნელებაზე