ავტორი:

კარმული კვანძები ვერძი-სასწორის ღერძზე განლაგდნენ, გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კარმული კვანძები ვერძი-სასწორის ღერძზე განლაგდნენ, გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ვრცელი სტატია და ასტროლოგიური პროგნოზი (ზოდიაქოს პირველი 6 ნიშნისთვის) უკვე შემოგთავაზებთ. ახლა კი გთავაზობთ გაგრძელებას, გაიგეთ რა გელოდებათ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში. 18 ივლისიდან 2025 წლის 12 იანვრამდე

სასწორი

მარტოხელებს გეძლევათ შანსი, გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, დაწყვილდეთ. თუ პარტნიორი უკვე გყავთ, უნდა გადახედოთ თქვენს ურთიერთობას და გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. თუ თქვენი კავშირი ზღვარზეა, მომდევნო 18 თვის განმავლობაში ან გააუმჯობესეთ და გაამრთელებთ კავშირს, ან საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს, რათა გააგრძელოთ ცხოვრება ახალ ადამიანთან. ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან და მეგობრებთან. გაიჩენთ ახალ, საიმედო და ერთგული მეგობრებს. შეიძლება ახალი საქმიანობა წამოიწყოთ არსებულ პარტნიორთან ან ახალი პარტნიორი გამოგიჩნდეთ და ჩაგრთოთ საქმიანობაში, რაც თქვენთვის ნაყოფიერი იქნება. გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებებს, დაამყარებთ საქმიან კავშირებს. საუკეთესო დრო გელოდებათ მათ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან. ზოგიერთს მოგინდებათ იმიჯის, ქცევის შეცვლა. თუ სურვილი გაქვთ, გეყოლებათ მეორე შვილი.

მორიელი

ცვლილებები გელოდებათ ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობაში. არაა გამორიცხული, რომ მოგემატოთ ვალდებულებები შინ, საქმეები და პასუხისმგებლობა - სამსახურში. შეგეცვლებათ დღის გრაფიკი, მაგრამ ეცადეთ, არ შეიზღუდოთ დასვენება და ძილი. უფრო მეტიც, მომდევნო 18 თვის განმავლობაში მეტად უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა, დაიწყეთ ვარჯიში, დიეტა, მოიცილეთ მავნე ჩვევები. იყავით მეტად პასუხისმგებლიანი, იცხოვრეთ განრიგის მიხედვით. სამსახურში შეიძლება შეგეცვალოთ კოლექტივი, გარემო პირობები. ზოგიერთს გაგიჩნდებათ დამხმარე (მძღოლი, ძიძა) სამსახურშიც, სახლშიც. შეიძლება სახლში ახალი შინაური ცხოველი მიიყვანოთ.

მშვილდოსანი

სიხარულისა და ბედნიერების ახალი მიზეზები გამოგიჩნდებათ. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება და შეიძლება ამით გახდეთ პოპულარული ან მატერიალურად უზრუნველყოფილი. ან გაიჩენთ ახალ ჰობის. სამსახურში შეძლებთ ახალი პროექტების განხორციელებას. თუ მარტოხელა ხართ, მოიმატებს რომანტიკული ნაცნობობის შესაძლებლობა, გელოდებათ ფლირტი და სასიყვარულო თავგადასავლები. დაწყვილებულებმა კი უნდა გაიხალისოთ პირადი ცხოვრება. ზოგადად, მომდევნო 18 თვის განმავლობაში მომართული იქნებით, რომ ასიამოვნოთ საკუთარ თავს. თუ შვილის გაჩენა გსურთ, ამ პერიოდში სურვილი აგისრულდებათ. მოზრდილი შვილების ცხოვრებაში კი სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.

თხის რქა

თქვენ, როგორც წესი, მუდამ მუშაობასა და კარიერაზე ხართ ორიენტირებული და აი, ახლა, უნდა გამონახოთ დრო ოჯახისთვის. მეტად დაინტერესდით თქვენი ოჯახის ისტორიით, ტრადიციებით. ეწვიეთ მშობლიურ ადგილებს. იყავით მზრუნველი მშობლების მიმართ; აღადგინეთ ურთიერთობა განაწყენებულ ნათესავებთან. არაა გამორიცხული, რომ გახდეთ უძრავი ქონების მფლობელი ან დაიწყოთ სახლის მშენებლობა, რემონტი. მოგეცემათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა. არაა გამორიცხული, რომ გაიზარდოს თქვენი ოჯახის წევრთა რაოდენობა - დაქორწინდეთ, გეყოლოთ შვილი. ამასთან, ცვლილებები გელოდებათ სამსახურშიც: გათავისუფლდებით ზედმეტი პასუხისმგებლობისგან, შეიძლება დაიწყოთ მუშაობა ან პირიქით, მიატოვოთ სამსახური, დაიწყოთ პირადი ბიზნესი.

მერწყული

გადაწყვეტთ მისამართის - ქალაქი, ქვეყანა, უბანი - შეცვლას. ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთ გაემგზავროთ სწავლის ან მუშაობის გამო. გაიჩენთ ახალ მეგობრებს და შეიძლება ისინი უცხო ქვეყნის ან კულტურის წარმომადგენლები იყვნენ. გაგიჩნდებათ ახლის შესწავლის სურვილი და ეს შეიძლება იყოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ან სასწავლო (უცხო ენის, ავტომობილის მართვის). თუ უკვე სწავლობთ, მიიღებთ სერტიფიკატს, დიპლომს, რაც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება გაგიჩნდეთ დედმამიშვილი. მოგეცემათ პირადი ბიზნესის დაწყების შანსი, არაა გამორიცხული, რომ დაიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება. შეიძენთ ავტომობილს ან გადაადგილების ახალ საშუალებას (გორგოლაჭები, ველოსიპედი).

თევზები

გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყარო. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად დაფასება და თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, გააძვირებთ მომსახურებას. გარდა ამისა, შეძლებთ თქვენი ცოდნის მონეტიზირებას. დაიწყებთ ფულის მოგროვებას ან დააბანდებთ საიმედო საქმიანობაში; დაიწყებთ ძვირად ღირებული ნივთების - სამკაული, ხელოვნების ნიმუშები - შეძენას. აიმაღლებთ შეფასებას და საკუთარ თავს და სურვილებს სხვებზე წინ დააყენებთ. თუ აქამდე სხვაზე იყავით დამოკიდებული, ახლა ფინანსურად დამოუკიდებელი გახდებით. მოგინდებათ ფულის დაბანდება საკუთარ თავში, ჯანმრთელობასა და განათლებაში. აიღებთ ახალ საბანკო ბარათს, შეიცვლით ანგარიშის ნომერს ან დაიწყებთ შემოსავლის მიღებას უცხოურ ვალუტაში.