ავტორი:

"კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება" - ასტროლოგი რამაზ გიგაური

"კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება" - ასტროლოგი რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური კორონავირუსთან დაკავშირებით ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს. ასტროლოგი მოსახლეობას ამშვიდებს, თუმცა 2020 წლის სხვა მოსალოდნელ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

"ასტროლოგები კორონოვირუსზე პროგნოზებს მზე-მთვარის მიხედვით ნუ აკეთებთ. რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. მოვლენა, რომელიც მასშტაბურია, გლობალურია და მსოფლიოზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან ნებისმიერი კუთხით ნეგატიურ გავლენას ახდენს, გამოიყენეთ სატურნის, ურანის, ნეპტუნის და პლუტონის ციკლები.

რაც შეეხება კორონავირუსს...

2019 წლის ბოლოს და 2020 წლის პირველი კვარტლის დაძაბულობის, ნეგატიური რეზონანსის ასტროლოგიური „გასაღები“ არის სატურნი-პლუტონის შეერთება. ეს შეერთება დაიწყო 2019 წლის 8 ნოემბერს, თუმცა ზუსტი შეერთება დაიწყო 30 დეკემბერს (31 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ უხანში კორონას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა). ეს შეერთება აქტიური იყო გუშინდელ დღემდე, ანუ 9 მარტამდე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე და 2020 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელ სამხედრო ტიპის გართულებებზე. როგორც დეკემბერში ჩემს პროგნოზში აღვნიშნე, 2020 წლის მსოფლიოს ორი მთავარი გამოწვევა იქნება - ფინანსური კრიზისი და სამხედრო ტიპის დაპირისპირებები. პირველის და მეორეს ნიშნებიც უკვე სახეზეა - ჯერ წლის მესამე თვეა და უკვე ვიხილეთ ამერიკა-ირანის და სირია (რუსეთი)-თურქეთის დაპირისპირება. გუშინ „ნავთობის ომი“ დაიწყო... ნახეთ სრულად

22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ

როგორია უხილავი სულიერი სამყაროს სტრუქტურა, სადაც ადამიანთა სულები ცხოვრობენ

თუ ამ რიცხვებში დაიბადეთ: 15-22 იანვარი, 15-22 აპრილი, 17-24 ივლისი და 18-25 ოქტომბერი, მაშინ ეს მოვლენა აუცილებლად შეგეხებათ