ლილიტი თევზებში

ლილიტი თევზებში

, უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში. ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ. "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ჩვენი სტატიების მორიგ ციკლში გთავაზობთ.

ლილიტი თევზებში

ლილიტის ამგვარი მდებარეობა მიუთითებს იმას, რომ ადამიანს წინა ინკარნაციიდან მოჰყვება ალკოჰოლიკის, ნარკომანის, მაგის ან შამანის გამოცდილება (ნეგატიური კუთხით). გარდა ამისა, იგი მიანიშნებს იმას, რომ ამ პიროვნებამ წარსულში დააგროვა ფსიქოლოგიური ლაბილურობის, გულგრილობის ცოდვა. იგი თავს იკავდებდა დაჩაგრულების დაცვისგან, არ ებრძოდა უსამართლობას, არასოდეს უმართავდა ხელს ღატაკებსა და გაჭირვებულებს. სცოდავდა გულგრილობით.

სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით ლილიტის ეს პოზიცია მიანიშნებს თირკმელების სისუსტეზე და ზოგადად დაბალ იმუნიტეტზე. ასევე იძლევა შაქრიანი დიაბეტის ალბათობას, სითხის ბალანსის დარღვევას ან ნარკოტიკებისკენ (სასმელისკენ) მიდრეკილებას.

დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს

6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე

"მზის დაბნელება ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებსა და დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე ახდენს გავლენას" - რას წერს ასტროლოგი 10 ივნისის მზის დაბნელებაზე