ავტორი:

"მზის დაბნელება ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებსა და დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე ახდენს გავლენას" - რას წერს ასტროლოგი 10 ივნისის მზის დაბნელებაზე

"მზის დაბნელება ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებსა და დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე ახდენს გავლენას" - რას წერს ასტროლოგი 10 ივნისის მზის დაბნელებაზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 10 ივნისს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ წერს:

"10 ივნისს, თბილისის დროით 14:52 საათზე მზის რკალისებური დაბნელებაა, ტყუპების 19°47-ზე. ამ დაბნელების წერტილი რეტროგრადულ მერკურისთან შეერთებაში მოდის. ამავე დროს აქვს კვადრატი ნეპტუნთან და ტრინი სატურნთან.

ნიშნავს ეს?

ტყუპების თემა ისედაც ინფორმაციაა და ახლა მერკურისთან შეერთებაში - მითუმეტეს. თუმცა როგორც ვთქვით, მერკური უკუსვლითია. შესაბამისად, ინფორმაცია მოდის წარსულიდან, ექო რაღაც ძველი ამბების, რაღაც, რაც მაშინ გამოგვრჩა, ან კიდევ უფრო დიდი ალბათობით - დაგვიმალეს (ნეპტუნის ზეგავლენა.) ფარული ამბების ამოტივტივებასთან ერთად, შესაძლოა, რომ აბსოლუტურად მართალ ადამიანებზე მოვისმინოთ ცილისწამებები.

ახალა ძალიან რთული იქნება ტყუილ-მართალის გარჩევა. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერი გაირკვევა. ისე კი მეტად საინტერესოა, რომ დაბნელების წერტილს კვადრატი აქვს საქართველოს ბოლო ასტროლოგიური რუკის მარსთან, რომელიც ამ რუკაში მე-12, ანუ ფარული ამბების მმართველია... ითვლება, რომ მთვარის დაბნელებები უფრო მეტად ხალხის მასებზე ახდენს ზეგავლენას, ხოლო მზის - ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე, დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე, მათზე, ვინც გარკვეულად ძალაუფლებას ფლობს. მითუმეტეს, თუ ამ დაბნელების წერტილის სატურნთან ასპექტს გავიხსენებთ - სატურნი ხომ კანონი და სახელისუფლებო ვერტიკალია... ამიტომ თუ დაბნელების წერტილი უშუალოდ თქვენს რომელიმე პლანეტას არ უერთდება, დიდად ნუ აფორიაქდებით, მისი ზეგავლენა თქვენ არ შეგეხებათ. წაიკითხეთ სრულად

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ

"ფული "წავა" თქვენგან... ზოგი დაშორებას გადაწყვეტს" - მომდევნო ორი კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით

კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს