ავტორი:

მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები და მოვლენები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სერიოზული ცვლილებები

მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები და მოვლენები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სერიოზული ცვლილებები

მარტი - გაზაფხულის პირველი თვე საინტერესო მოვლენებითაა დატვირთული. რაც ყვლაზე საინტერესოა, მარტში დაწყებული ცვლილებები და საქმეები მომდევნო წელსაც შეგვახსენებენ თავს და გაგრძელდებიან.

  • მარტის თვის მოვლენების მცირე მიმოხილვა:

10 მარტი - პლანეტა მერკური რეტროგრადული ფაზიდან გამოვა.

9 მარტი - სავსემთვარეობა ქალწულის მე-20 გრადუსში.

საინტერესო თარიღები - დაბნელების შუალედები - 16, 24, 31 მარტი

20 მარტი - გაზაფხულის ბუნიობა და ასტროლოგიური ახალი წელი

22 მარტი - პლანეტა სატურნის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა

24 მარტი - ახალმთვარეობა ვერძის მეხუთე გრადუსში

პლანეტა მარსის სამი შეერთება 20, 23 და 31 მარტს.

30 მარტი - პლანეტა მარსის გადასვლა მერწყულის ზოდიაქოში.

ახლა კი ვრცლად ყველა მოვლენის შესახებ. როგორც ხვდებით, მარტის თვეში პლანეტების აქტიური გადაადგილებები გველის. პირველი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ პლანეტა მერკური 10 მარტი რეტროგრადული ფაზიდან გამოვა, დაბრუნდება მერწყულის ზოდიაქოში და მხოლოდ 16 მარტს გადავა ისევ თევზებში და გააგრძელებს უკვე ჩვეულ გზას. აქვე მოვლენებს ცოტას გავუსწრებ და გეტყვით, რომ 11 აპრილს პლანეტა მერკური ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს.

პლანეტა ვენერა თავის ნიშანში - კუროს ზოდიაქოში გადადის და აქ თითქმის მთელ თვეს გასტანს. მიწის სტიქიაში ვენერა თავს ყველაზე მშვიდად და კარგად გრძნობს. ამის გავლენით ადამიანებს მოუნდებათ მეტი კომფორტი, ლამაზი ნივთების ქონა, ჰარმონიის შექმნა. დატკბით ამ პერიოდით (5 მარტიდან 3 აპრილამდე), არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის გაბედნიერება ახალი სამოსით, სამკაულით და ხანდახან - ტკბილეულითაც კი. სხვათა შორის, ეს პერიოდი აგრეთვე კარგია ქორწინებისთვისაც. ოღონდ უნდა გამორიცხოთ შემდეგი თარიღები: 12, 17 და 23 მარტი. ხოლო უკვე დაქორწინებულები კიდევ უფრო გააუმჯობესებენ თავიანთ კავშირს. თავის მეორე ნიშანში - სასწორში ვენერა მეტად მომართულია ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, პარტნიორულ სიყვარულზე. ეს პერიოდი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

9 მარტს, სავსემთვარეობაზე, მზე და მთვარე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

ეს არის ემოციების დუღილის დღე, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ. სიტყვებშიც და ქცევებშიც. განსაკუთრებით, საყვარელი ადამიანების მიმართ.

პლანეტა სატურნი 22 მარტს გადავა მერწყულის ზოდიაქოში და იქ გასტანს 2 ივლისამდე. და შემდეგ ისევ დაბრუნდება თხის რქის ნიშანში, ხოლო 21 დეკემბერს შეუერთდება პლანეტა იუპიტერთან. სატურნი (პროფესიონალების, დისციპლინის პლანეტა, ადამიანების, ვინც 100 პროცენტით იდეალურად აკეთებს თავის საქმეს) ჩვენგან მოითხოვს, მეტად ვიყოთ მომართულები მომავალზე, ჩვენი საქმიანობისთვის მეტად გამოვიყენოთ კომპიუტერები, ინტერნეტი. მეტად პასუხისმგებლები გავხდეთ ჩვენს საქმიანობაზე. საქმე უნდა გავაკეთოთ ხარისხიანად, რომ ხანგრძლივ პერიოდს გაუძლოს. ისიც გაითვალისწინეთ პლანეტა სატურნი მერწყულის ზოდიაქოში სამ წელს გასტანს.

მარტში არის რამდენიმე დღე, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვერ გეტყვით, რომ ეს არის ცუდი ან კარგი დღეები, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეებს მაინც ნუ დაგეგმავთ. მოვლენები, კი ისე უნდა მიიღოთ, როგორც განვითარდება და არ იბრძოლოთ რაიმეს შესაცვლელად. არიან ადამიანები, რომლებზეც ამ დღის გავლენა საერთოდ არ მოქმედებს, ამიტომ დააკვირდით, რა მოხდება ამ დღეებში. ასეთებია 16, 24 და 31 მარტი.

20 მარტი - ბუნიობა, გაზაფხულის დაწყება და მზის ვერძში გადასვლა გველის. მზე აქ თვისთვის ძალიან კარგ პოზიციაშია და აგრეთვე მარსი, რომელიც ვერძის მმართველ პლანეტად ითვლება შეერთებაშია ბედნიერების და წარმატების მომტან პლანეტა იუპიტერთან. ამასთანავე, მარსი ასპექტს აკეთებს პლუტონთანაც. ჩვენ კი გვევალება, თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენი ენერგიები. დავისახოთ ბიზნესგეგმები, სამომავლო საქმეები და რაიმე მასშტაბური პროექტები. აქვე უნდა დავამატოთ, რომ გაზაფხულის ბუნიობა გავლენას იქონიებს მომდევნო სამ თვეზე, ზაფხულის მზებუდობამდე, რომელსაც წელს 21 ივნისს ველით . ამ მოვლენას სამწუხაროდ, დაერთვება მზის დაბნელება. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მარტი, აპრილი და მაისის პირველი 10 დღე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია აქტიური მოქმედებისთვის. ამიტომ, ამ პერიოდს დაამთხვიოთ ყველა საქმის, პროექტის, სწავლის და ა.შ. დაწყება.

ახალმთვარეობა - 24 მარტს, ვერძის მეხუთე გრადუსში, თბილისის დროით 13:28-ზე დადგება. მეტად უჩვეულო ახალმთვარეობა გველის. გვმართებს დაკვირვება, რადგან შესაძლოა ორგვაროვანი სიტუაციები განვითარდეს და არავითარ შემთხვევაში არ გვმართებს ძალის, უხეშობის გამოყენება. პირიქით, ყველას სასარგებლოდ უნდა ვიმოქმედოთ. ჩამოწერეთ თქვენი მიზნები, ახალი საქმეების გეგმა შეადგინეთ, რასაც ამ მთვარის თვეში განახორციელებთ. ნახეთ სრულად

ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, კირჩხიბი, მორიელი, თევზები - რა ელით მარტში ცეცხლისა და წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს

"დამშვიდდით, საგანგაშო არაფერი გვჭირს" - რას წერს ასტროლოგი კორონავირუსზე და რა ელოდება საქართველოს მისი ასტროლოგიური რუკის მიხედვით

28-29 თებერვალი სურპრიზებით აღსავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგი