ავტორი:

"მოიმატებს აგრესია, პროვოკაციები, მოერიდეთ არაადეკვატურ ადამიანებს" - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 28 ივნისიდან, როცა მარსი ვერძში გადავა

"მოიმატებს აგრესია, პროვოკაციები, მოერიდეთ არაადეკვატურ ადამიანებს" - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 28 ივნისიდან, როცა მარსი ვერძში გადავა

ახლა მარსი თევზების ზოდიაქოშია, მაგრამ სულ ცოტა ხანში თავის ნიშნაში - ვერძში გადავა და მერე იქიდან შემოგვიტევს, თუმცა თევზებში ყოფნის დროსაც გრძნობს ზოგიერთი წყალქვეშა ბიძგებს. ვინ იგრძნობს მარსის გავლენას ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა მებრძოლი, მეომარი ადამიანები. აგრეთვე ისინი, ვინც არიან ბიზნესმენები, მეწარმეები და გამორჩეული პროფესიის წარმომადგენლები. მარსი განსაკუთრებით იმოქმედებს ზოდიაქოს შვიდ წარმომადგენელზე .

განვიხილოთ მარსის ასპექტები პლანეტებთან: იუპიტერი, სატურნი და პლუტონი , რათა წინასწარ ვიცოდეთ რასთან გვექნება შეხება, რას უნდა ველოდეთ და როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში.

ახლა მზე ტყუპის ზოდიაქოს ნიშანშია. ამ მოვლენის გამო, ჩვენ ვართ აქტიურები მიმოსვლაში, კონტაქტებში, სწავლაში. ვართ ცნობისმოყვარეები, სწრაფებად ვიცვლით შეხედულებებს. აქვე მოკლედ შეგახსენებთ ივნისის მოვლენებს : 18 ივნისს მერკური გახდება რეტროგრადული, კირჩიბის ზოდიაქოში, მზე გადავა კირჩხიბში 21-ში. 23-ში ნეპტუნი გახდება რეტროგრადული. 25-ში ვენერა დირექტულ (სწორად მავალი გახდება, გასწორდება, გამოვა უკუ სვლიდან) სვლაში დაბრუნდება ტყუპში და ყველაზე მნიშვნელოვანი - მარსი 28 ივნისს გადავა ვერძის ზოდიაქოში.

მარსი - ეს არის ჩვენს ნათალურ რუკაში მოქმედება, ძალა, ბრძოლა, ენერგია, ინსტინქტი, ვნება, უშიშრობა, ჯანმრთელობა, მიზნისა და გამაჯვებისკენ სწრაფვა და მისი ნებისმიერი ხერხით მიზნით მიღწევა. მარსის როლი: ლიდერი, მებრძოლი, მონადირე, საყვარელი მამაკაცი, სპორტსმენი. მარსი მართავს ორ ნიშანს: ვერძსა და მორიელს . კვირის დღეებიდან - სამშაბათს. ეს მარსის მოკლე დახასიათებაა, მასზე ზოგადი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ.

28 ივნისამდე მარსი თევზების ზოდიაქოშია და ალბათ შეამჩნიეთ საკუთარ თავს, რომ მოდუნებული ხართ, თითქოს ძალა არ გყოფნით მოქმედებისთვის, გირჩევნიათ, დინებას მიჰყვეთ. თუმცა, როცა ის ვერძში გადავა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება და ასე იქნება 2021 წლის 7 იანვრამდე , სანამ მარსი კუროს ზოდიაქოს არ ესტუმრება. რატომ იქნება მარსი ვერძში ამდენ ხანს, რადგან აქ მოუწევს რეტროგრადული (უკუსვა) 10 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით. რეტროფაზა საშუალებას მოგცემთ შეჩერდეთ, დაფიქრდეთ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები და არ იყოთ სულსწრაფი და არ გინდოდეთ ყველაფერი აქვე და ამ წამს. გაიხსენეთ პერიოდი 2018 წლის 26 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით. მარსი მაშინაც რეტროგრადული იყო. შეიძლება განმეორდეს ზოგიერთი მოვლენა.

13 ივნისს მარსი ნეპტუნს შეუერთდება. განსაკუთრებით უნდა დავატანოთ თავს ძალა, რომ გავინძრეთ, ვიმოქმედოთ. თუმცა, უკვე 16-17 ივნისიდან, ენერგია მოგვემატება და ცოტა "მოვიქოქებით".

უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ პერიოდში ფრთხილად იყოთ ბასრ და წვეტიან საგნებთან, აგრეთვე, ორთქლთან, მდუღარე წყალთან და აალებად სითხეებთან

აკონტროლეთ ტერფები, არც დაიზიანოთ და თან დააკვირდით, სად და რაზე აბიჯებთ. ზოგიერთმა შეიძლება განახორციელოს შემოქმედებითი იდეა ან საკუთარი თავი გამოსცადოს მისთვის სრულიად ახალ საქმიანობაში.

კიდევ რამდენიმე თარიღი, რომელზეც უნდა გაგაფრთხილოთ. ესენია: 24 აგვისტო, 13 სექტემბერი და 2021 წლის 13 იანვარი (აქაც ვითვალიწინებთ პლუს/მინუს 2 დღე), როცა მარსი ცუდად დაუპირისპირდება პლანეტა სატურნს. მოიმატებს სირთულეები, დაძაბულობა. ხანდახან კი რამის გაკეთების სურვილი სრულიად შეიძლება დაგეკარგოთ. თუმცა, გირჩევთ, გამოავლინოთ მოთმინება და არ მიატოვოთ დაწყებული საქმეები, იყავით რეგულარული და სისტემატური, როგორც წესი, ვერძში მყოფი მარსი სწრაფად აენთება ხოლმე და მოქმედების ცეცხლიც მალევე უქრება.

ყურადღებას ითხოვს აგრეთვე თარიღი: 4 აგვისტო და 19 ოქტომბერი და 2021 წლის 23 იანვარი . აქ ველოდებით მარსი იუპიტერის კვადრატს. მოგინდებათ გავლენის ზონის გაფართოება, თქვენი ძალის ფართო საზოგადოებისთვის დანახვება, საზღვარგარეთ გამგზავრება. ამასთანავე, არ გირჩევთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით ზემდგომებთან და განსაკუთრებით უფლებების მუშტებით, იარაღით დაცვას.

და ბოლო დაძაბული ასპექტის შესახებაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ამჯერად ერთმანეთს უპირისპირდება ორი ენერგიული, ძლიერი და შემტევი პლანეტა - მარსი და პლუტონი. ფრთხილად და დაკვირვებულად ვართ 13 აგვისტოს, 9 ოქტომბერს და 23 დეკემბერს . არც აქ არ გვივიწყდება პლუს/მინუს 2 დღე.

28 ივნისიდან ადამიანი მეტად იქნება მობილიზებული პირველობისთვის, ლიდერობისთვის, იბრძოლებს გადარჩენისთვის. დააკვირდით ამ პერიოდს, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მეტალთან, ცეცხლთან და მაღალ ტემპერატურასთან, მჭრელ საგნებთან, სიცოცხლისთვის სარისკო საქმიანობასთან. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მძღოლებს (ნებისმიერი ტრანსპორტის), სპორტსმენებს, სამხედროებსა და მეწარმეებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ვერძის ზოდიაქოში (21 იანვრიდან) მდებარეობს ლილიტიც (ცდუნება, შიშები, მტრები) და იქ დარჩება 21 ოქტომბრამდე. მარსი და ლილიტი სამჯერ შეერთდება, 2020 წელს: 10 აგვისტოს, 23 სექტემბერს და 2021 წლის 21 იანვარს. ამ პერიოდებში (და პლუს/მინუს 2 დღე) მოიმატებს სიბრაზე, აგრესია, პროვოკაციები, ძალის გამოყენების სურვილი. ამიტომ, ეცადეთ, მაქსიმალურად გაფრთხილდეთ და მოერიდეთ არაადეკვატურ ადამიანებთან კონტაქტს.

თუმცა, ვთქვათ ისიც, რომ ვერძში იმყოფება ქირონიც და იმედია, შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის ყველა უსიამოვნება. მარსი ქირონის პირველი შეერთება გვექნება 14 ივლისს . ამ პერიოდში (პლუს/მინუს 2 დღე) შეიძლება საფუძველი ჩაუყაროთ ახალ, პოზიტიურ საქმეებს, პროექტებს. თუმცა, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ, ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ და სხვებისგან დახმარებას ნუ ელოდებით. აგრეთვე, გირჩევთ, გამოიჩინოთ მოთმინება, ტაქტი, იყოთ გააზრებული და მომენტალური "აფეთქების" გამო არ გააფუჭოთ ყველაფერი.

ზოდიაქოს ნიშნებიდან ვინ იგრძნობს მარსის გავლენას ყველაზე მეტად: ესენია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, აგრეთვე, კირჩხიბი, სასწორი, მორიელი და თხის რქა.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით და მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის დაბნელების წერტილთან, ასე იყო 5 ივნისს და ასე იქნება 21-ში , როცა მზის დაბნელება იქნება. იმედია, მთვარის დაბნელება მშვიდობიანად შეხვდით და მომდევნო დაბნელებებსაც სიმშვიდით გადაიტანეთ.

ბედნიერ და მშვიდ დღეებს გისურვებთ!

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს?

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის